Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
დაბრუნება სოფელში - გიორგი ბედოშვილი ნიგოზადან
2 წლის იყო, როდესაც
მშობლები ვლადიკავკაზში წავიდნენ. მამა ხელოსანია, დურგალი. სამუშაოს
მაძიებელს მეუღლეც, შვილებთან ერთად, გაყვა. 10 წელი ჩრდილოეთ ოსეთში
იცხოვრეს, შემდეგ საქართველოში დაბრუნდნენ და რუსთავში გააგრძელეს
ცხოვრება.
2020 წლის გაზაფხულზე, მსოფლიოც და საქართველოც კორონავირუსის პანდემიამ მოიცვა. სახლი, რომელიც ბებიამ და პაპამ შეუნახა, ამჯერად უფრო ძვირფასი აღმოჩნდა. აქ მხოლოდ მარტოხელა მამიდა ცხოვრობდა.
,,წამოვედი სოფელში, ვიყიდე 4 დეკეული. ასე რომ ვთქვათ, ხბორები, დღეს უკვე მოსაგებები არიან. მალე იმაკებენ, ვაძროხებ და ასე შემდეგ. ღორი შევიძინე, ქათმები... წამოვედი, ჩემი ცოლ-შვილით, სუფთა ჰაერზე, ჯანმრთელად ვარ. ბავშვებიც მხიარულად არიან. რუსთაველი ვარ, რუსთავში ვცხოვრობდი.’’ - გვიყვება გიორგი ბედოშვილი.
ის ამჟამად 25 წლისაა. ამბობს, რომ კორონავირუსის შემდეგ მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. საბოლოოდ დასრულდა ერთი შეხედვით აქეთ-იქით სიარულში გატარებული ცხოვრება.
,,ვლადიკავკაზში 10 წელი იქ ვიცხოვრეთ. 4 კლასამდე იქ ვისწავლე. არდადეგებზე ჩვეულებრივ ჩამოვდიოდით ხოლმე აქაც, რუსთავშიც... რუსთავში სახლი გვქონდა. აქაც მოხუცი პაპა-ბებია მისახედი იყო. მამიდა... იქითაც სახლი მისახედი. ისე დაემთხვა, რომ აირდაირია საქართველო-რუსეთის ურთიერთობა. საბუთები არც ერთს გქვონდა წესრიგში ოჯახის წევრებს და შემოვრჩით. შემოვრჩი და რუსთავში დავამთავრე სკოლა, რუსულ სკოლაში შევედი. მამიდა რომ გარდაიცვალა, მამაჩემიც უკვე აქეთ წამოვიდა. მეც ნელ-ნელა აქეთ გადმოვბარგდი.“ - ამბობს გიორგი.
მერე დაოჯახდა, ახლა სამი შვილი ყავს. ერთი უკვე სკოლაში დადის, მეორე - ბაღში. 2020 წლის გაზაფხულზე პანდემიის გამო, სკოლები და საბავშვო ბაღები დაიკეტა. სამუშაოზეც შეიზღუდა სიარული. ცოლ-შვილით ნიგოზაში დაბრუნდა და მიხვდა, რომ აქედან საცხოვრებლად აღარსად წავა:
,,ახლა მივხვდი, რომ სიცოცხლის წყურვილი გამიჩნდა. ჯერ-ჯერობით შვილები იქით სწავლობენ, ერთი სკოლაში დადის, მეორე ბაღში დადის, მესამეც ალბათ ბაღში მივა. დეკეულები მყავს ოთხი. რომ დაძროხდებიან, ყველს ვაწარმოებ, იქ რძეს ვაწარმოებ და ყოველდღიური შემოსავალი რომ მექნება, ბავშვებსაც აქეთ გადმოვიყვან, სკოლაც არის, ბაღიც არის და აქეთ ვასწავლი." - ამბობს გიორგი ბედოშვილი.
3 დღე მინდორში მწყემსად მიდის, პატარა სოფელში რიგი მალე უწევს, მეოთხე დღეს თბილისში სამსახურში უნდა წავიდეს და უკან კვლავ ნიგოზაში დაბრუნდეს. ამჟამად, ნიგოზაში გაზი არის, წყალიც გააკეთეს. მომავალ წელს სარწყავი წყალი იქნება. ,,ჩემ ბაღში უნდა გაიაროს დიდმა არხმაო" - გვეუბნება მასპინძელი. ,,მართლა ამაზე კარგ ადგილას სადღა უნდა ვიცხოვროო"

ფოტოზე: გიორგი ბედოშვილი
უფროსი თაობის თანასოფლელთან ერთად

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани