Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
მე-12 კლასელის აწმყო დრო - რეზო გამხიტაშვილი ნიგოზადან
რეზო ამჟამად მეთორმეტე კლასშია. ყურადღება იმით მიიქცია, რომ სოფელში ჩასული ჟურნალისტების ვიზიტით დაინტერესდა. გვითხრა, რომ სპორტული მოედანი არა აქვთ და არც რაიმე პირობები არსებობს იმათთვის, ვინც სპორტითაა დაკავებული.

,,სკოლას რომ დაამთავრებ, მერე რას აპირებ?“ - ვკითხეთ.

,,ფეხბურთს მინდა გავყვე“ - გვიპასუხა.

სკოლის ტალახიან მოედანს გავხედეთ, წინა საღამოს ნაწვიმი იყო. შუადღეს კი მზისა და ქარის შედეგად, ტალახი აშრა ცოტა, მაგრამ საფეხბურთო მოედანი მაინც საკმაოდ გამოუსადეგარია. ფეხბურთს კი თითქმის ყოველდღიური ვარჯიში ჭირდება.

,,სკოლაში ფიზიკა მიყვარდა, მაგრამ ამ საგნით რომ სწავლა გავაგრძელო, მათემატიკა მჭირდება. მათემატიკას კი ვერ მივყევი ბოლომდე“ - გვითხრა მან.

დიდი ხანია, სავარჯიშოდ კასპში უწევს წასვლა.

,,სკოლის შემდეგ გორი-კასპის მიკროავტობუსს მივყვები ავტობანიდან. ზოგჯერ, საღამოს 6 საათამდე მიწევს ყოფნა კასპში. იქიდან 4 საათის შემდეგ მარშრუტკა არ გამოდის. ამიტომ, ავტოსტოპით მიწევს წამოსვლა, ჯერ იგოეთამდე, შემდეგ - იქიდან რამე მანქანას გამოვყვები ხოლმე“ - გვითხრა რეზომ.

სწავლა ნიგოზას საჯარო სკოლაში ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. მე-12 კლასში 8 მოსწავლეა, აქედან 5 მოსწავლე სხვადასხვა სოფლიდან დადის. ჩვენი ვიზიტის დროს, გვითხრეს, რომ ორი პედაგოგი, კორონავირუსის პანდემიის გამო, თვითიზოლაციაშია. თვითიზოლაციაში მყოფი პედაგოგების გაკვეთილები ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს, მაგრამ რეზოს ინტერნეტი არა აქვს.

,,მთელ სოფელს თრიალეთის საკაბელო ინტერნეტი აქვს და ძალიან ცუდი მომსახურება აქვს. სულ გათიშულია. თვეში 30 ლარი ჯდება, მაგრამ ძალიან რთულად მუშაობს და ინტერნეტი თითქმის არაა“ - ამბობს რეზო, რომელიც ცდილობს სახლში ერთადერთი ლეპტოპის ჩართვას, მაგრამ ბატარეა დამჯდარი იყო და ვერ ჩართო.

ამ ლეპტოპით სახლში სამი მოსწავლე სარგებლობს. რეზოს კიდევ ორი უმცროსი დედმამიშვილი ყავს.

ფეხბურთი მამისგან შეუყვარდა, რომელიც თავის დროზე, ასევე, ბავშვობაში ფეხბურთელობაზე ოცნებობდა.

,,ყოველდღე დამისვამდა პატარა რომ ვიყავი და სულ მელაპარაკებოდა, წარსულის ფეხბურთელებზე; ისტორიაზე და ასე შემდეგ. ასე გამიჩნდა ინტერესი, რომ მეც მეთაშამა. თან ჩემს თავში ვხედავდი იმას, რომ შემეძლო მეთამაშა და სიყვარულიც მქონდა. მამაც დაკავებული იყო ფეხბურთით ჩემს ასაკში და ჩემზე არანაკლებ უყვარდა. ისეთი დრო იყო, რომ არ იყო პირობები; წასვლა-წამოსვლა ჭირდა. ხელშეუწყობლობის გამო დაანება თავი თამაშს, დიდი სიყვარულის მიუხედავად.“ - ამბობს რეზო.

გამხიტაშვილების ოჯახი ერთადერთია სოფელ ნიგოზაში, რომელიც ეთნიკური ქართველები არიან. სოფელში ძირითადად ეთნიკური ოსები ცხოვრობენ. ომიანობის დროს, სოფელი ერთ-ერთმა ოჯახმა დატოვა. სახლი კი, მეზობელი სოფლის, ჩობალაურის მკვიდრებმა იყიდეს:



,,ჩემი ოჯახი ცხოვრობდა ჩობალაურში. სადღაც 2000 წლის შემდეგ, აქ იყიდეს ბინა და გადმოვიდნენ, არეულობის დროს; და ასე აღმოჩნდა ერთადერთი ქართული ოჯახი ამ სოფელში. სულ ყველა ოსია და ჩემს ძმებად და მეგობრებად მიმაჩნია თითოეული მათგანი; კარგი ურთიერთობა მაქვს, კარგი კი არა, - არაჩვეულებრივი. ყოველდღიუად ერთად ვართ. სადაც უნდა ვიყოთ, ერთმანეთის გვერდით ვართ და ერთმანეთის სიყვარული გვამოძრავებს.“ - გვითხრა რეზომ.

ოსური ენა მის ოჯახშიც იციან, რადგან სოფელ ჩობალაურშიც ბევრი ეთნიკური ოსი ცხოვრობს. ამიტომ, ოჯახის უფროს თაობისთვის უცხო არაა.

,,ჩემი ოჯახისგან, ჩემი თანასოფლელებისგან ვსწავლობ ოსურს ნელ-ნელა და ასე თუ ისე ლაპარაკიც შემიძლია და მოსმენილის გაგონებაც, თუ რას ლაპარაკობენ.“ - დასძენს ჩვენი მასპინძელი.

მიუხედავად იმისა, რომ იმ დღით კარგი ამინდი იყო, სოფელში მაინც მუდმივად ქარი ქრის. ამიტომ, ზამთრის პერიოდში, რეზოს ავტობანზე გასვლა და ტრანსპორტის ლოდინი უწევს. ცუდ ამინდში კი, ამ პირობებში მგზავრობა საკმაოდ რთულია.

ამჟამად, კორონავირუსის პანდემიის გამო, კასპის საფეხბურთო სკოლაში გაკვეთილების ჩატარებაც შეზღუდულია. ამიტომ, მეთორმეტე კლასელს ძირითადად სახლში ყოფნა, საქონლის მოვლა და სამეურნეო საქმიანობაში ოჯახის წევრებისთვის მიხმარება უწევს. ,,ჩემი აზრით, ყველა სოფლელი ბიჭის ცხოვრება ასეთია. წვალებაში ვიზრდებით'' - ამბობს რეზო გამხიტაშვილი.


Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020