Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
,,ცუდი წელი იყო“ - საკორინთლო
სამთავისიდან, ქვემო ჭალის გავლით, ისე სწრაფად მიხვალთ საკორინთლოში, ვერც კი მიხვდებით, რომ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელში აღმოჩნდით.

ეს არის სოფელი, რომლის ნახევარი ტერიტორია, წელიწადნახევრის წინ, მთიან ზონაში მოახვედრეს, ნახევარი სოფელი კი, - ბარის ზონაში, რასაც გარკვეული პროტესტი მოყვა.



კასპის მუნიციპალიტეტის ეს დასახლება ახალგორის რაიონის სოფლებს ორი მხრიდან ემიჯნება. გამყოფი ხაზის მიღმა დარჩენილია სოფლები: მსხლები, მონასტერი და აბრევი. მათთან გადის ცხინვალი-ახალგორის გზა.

როგორც საკორინთლოში გვითხრეს, სოფლებთან, რომელსაც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა აკონტროლებს, მწვანე ღობეებია დამონტაჟებული, თუმცა ყველგან არა. ღიაა მინდვრები. აქედან კი საქონელი მუდმივად იპარება, - იქიდანაც.

სალამაშვილების უბანში უკვე გრუნტიანი გზა იწყება. ზურა სალამაშვილი სწუხს, რომ გზებზე დიდი ქვები დაყარეს. მას ხშირად უწევს სახლიდან მინდორში მისვლა-მოსვლა, ამიტომ, ამბობს, რომ დიდი ქვების დაყრას ჯობდა უკეთესად მოეწესრიგებინათ გზა. მიუხედავად მცირე მანძილზე, ქვებზე სიარულით ფეხები დამემტვრაო:

,,ქვევით არის ასფალტი. მაგრამ ორ ოჯახს წყალი უვარდება წვიმის დროს. დაღმართია და სანიაღვრე კარგად არა აქვთ გაკეთებული,“ - გვეუბნება ზურა. ის ერთხელ უკვე იყო პატიმრობაში, ცხინვალის ციხეში. დღესაც არ იცის, ვინ გადაუხადა ჯარიმის თანხა ცხინვალში.



,,სადაც ღობე გააკეთეს, იქამდე მისვლა შეგვიძლია. საქონელს რომ ვმწყემსავ, იქამდე მივდივარ ხოლმე“ - ამბობს ზურა. თან ხელით გვანიშნებს იმ ადგილს, სადაც მწვანე ღობე გადის. ღობი სოფელ აბრევის შესასვლელშია გავლებული. ღობესთან უკვე სახლებია.

რაც შეეხება საკორინთლოს, სოფლის ცენტრში პატარა მოედანია. ის სხვადასხვა უბნებს ერთმანეთს აკავშირებს. აქვეა ახალშენის დასახლება, რომელსაც სახელი იმიტომ შეარქვეს, რომ ახალმოსახლეები გაჩნდნენ ნახევარი საუკუნის წი.

სოფელში მიკროავტობუსი დადის, ძირითადად, თბილისის მიმართულებით. ადგილობრივები ძირითადად დედაქალაქში არიან დასაქმებულები ან იქ ცხოვრობენ.

მათ შორის, ციალა სალამაშვილი, რომელიც დღეს თვითიზოლაციაში იმყოფება. ,,კოვიდი გადავიტანე, კოვიდი“ - გვითხრა ქალბატონმა ციალამ, რომელიც უშველებელი ეზოს მიღმა, სახლში მარტო მყოფი, საქონელს და შინაურ ფრინველს უვლიდა.

ის თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობს და კორონავირუსით სწორედ იქ დაინფიცირდა.

სალამაშვილების უბანში კიდევ ერთი ოჯახი ცხოვრობს, რომლის უფროსი წევრმა, გოგი სალამაშვილმა მეუღლე თბილისში გააცილა.



,, ხომ გეუბნები, ფული არ არის. 300 ლარი პენსია არაფერია. აი, მაგ პენსიას შევყურებთ ახლა.’’ - გვითხრა გოგიმ. იქვე დასძინა, რომ წლევანდელი წელი ცუდი იყო. გვალვის გამო, ყანაში ცოტა მოსავალი მოუვიდა:

,,წელს გვალვა იყო. 150 ტონა ქერის ნაცვლად, 50 კილოგრამი მომივიდა. წყალი არაა. აქ დიდი არხი მოდიოდა და ეს არხი გადაგვიკეტეს. აქედან რომ მივდივართ მონასტრისკენ, იქ დიდი ხიდია. იმ ხიდთან გზა გააკეთეს ახალგორისკენ. მიწა სულ იმ არხში ჩაიყარა. ის რომ გაიწმინდოს, არხში წყალი გამოვა, მაგრამ არ მიდიან მოსალაპარაკებლად,“ - ამბობს ბატონი გოგი.

გაიხსენა ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ჩატარებული შეხვედრაც, სადაც სწორედ ეს პრობლემა დაუსახელა:

,, ვჩივივართ ჩვენს ხელისუფლებასთან, რომ გადადით ახალგორში, დაელაპარაკეთ და იქნებ მოგვცენ წყალი. ისეთი კარგი ვაზი მქონდა, შე კაი კაცო, ტონაზე მეტი სუფთა ღვინო მოდიოდა. ეხლა ჩადი ჩემ ვენახში. როგორც აქ არის ბალახი, ისე - იქ. გახმა ვაზი. ხილი გახმა.’’- - ამბობს მასპინძელი.

მისი თქმით, ამ არხიდან ქვემო ჭალაც სარგებლობდა, კოდისწყაროც სარგებლობდა და კიდევ დაბლა, პატარა სოფელი - თოგოიანი.

მონასტრის მხარეს საპოლიციო საგუშაგოა. ახალწვეულებმა გამოგვხედეს. ,,სად მიდიხართო“ - გვკითხეს. სასმელი წყლის ავზი რომ კეთდება, იქ უნდა ავიდეთ-მეთქი“ - ვუპასუხეთ.

,,ადით, საშიში არაფერიაო“ - გვიპასუხეს სამხედროებმა. ახალი ავზი სოფლის შემაღლებულ ადგილზე გააკეთეს.  ,, ვისაც ,,შლანგები“ აქვს, შეიყვანა. მე ჯერ არ შემიძლია, რომ შლანგები ვიყიდო და მივიყვანო.’’ - ამბობს ერთ-ერთი მცხოვრები.



Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020