Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
გიორგობა მაშხალებით
გიორგობიდან 3 კვირის განმავლობაში სოფელ ნიგოზაში გიორგობის დღესასწაულია. უძველეს ქრისტიანულ დღესასწაულს 23 ნოემბერს მაშხალებით აღნიშნავენ. შემდეგ კი, ყოველ კვირა დღეს (3 ჯერ) წმ. გიორგის ადიდებენ.

ადგილობრივები პარალელს ,,ვასთირჯისთან" ავლებენ, რომელიც ოსურ მითოლოგიაში ძლიერების სიმბოლოა. ამიტომ, ეთნიკურ ოსებში გიორგობის დღესასწაული მნიშვნელოვანი მოვლენაა.

წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც სოფლიდან სამხრეთით 3 კმ-ში მდებარეობს, სავარაუდოდ მეოთხე საუკუნით თარიღდება. ტაძარი დაზიანებულია, წვიმის დროს წყალი ჩადის.

,,რამდენიმე წლის წინ, სასულიერო პირი მოვიდა სოფელში და თქვა, რომ აუცილებლად ჩავუტარებთ რესტავრაციასო, მაგრამ მას შემდეგ აღარ გამოჩენილა," - გვითხრა 83-წლის სარდიონ მუზაშვილმა, რომელმაც დეტალურად იცის იმ ტაძრების ისტორია, რომელიც სოფელ ნიგოზაში და მის გარშემო მდებარეობს.

,,ჩვენ როცა ჩამოგვიყვანეს ქსნის ხეობიდან, მაგ ეკლესიის გარშემო ხალხი ცხოვრობდა თურმე. ეს მოხდა მეცხრამეტე საუკუნის 50-იან წლებში. მერე ნელ-ნელა წასულან. "" - გვითხრა სარდიონ მუზაშვილმა.

ამჟამად, ტაძარს რელიგიური რიტუალებისთვის ნიგოზელები იყენებენ.



,,გიორგობას მთელი სოფელი მაშხალებით მიდიოდა. ასეთი წესი იყო. როგორც კი შებინდდებოდა, გაამზადებდნენ მაშხალებს. მანამდე სამი დღე სოკოში უნდა ყოფილიყო ჩაწყობილი და გიორგობის დღეს ამოიღებდნენ. ზოგი მაშხალით მიდიოდა, ზოგი იქ ანთებდა," - იხსენებს ბატონი სარდიონი.

წმინდა გიორგის ტაძრის გარშემო ამჟამად კიდევ 8 მცირე სალოცავია, ოღონდ საგვარეულო. ერთ-ერთი სალოცავი მუზაანთ სალოვაცია, რომელიც პირადად სარდიონ მუზაშვილმა გააკეთა.

,,ჩემი შვილი ავადმყოფობდა. მითხრეს, რომ შენს სალოცავში უნდა წაიყვანო და მოილოცოო. წავიყვანე ბავშვი, ჩვენს ქსნის ხეობიდან ვართ და იქ წავიყვანე. იქ ყოველთვის ვერ ავდიოდით, ამიტომ ნიშის ერთი ქვა ავიღე და აქ ჩამოვიტანე, პატარა სალოცავი ავაშენე," - ამბობს სარდიონ (სარდო) მუზაშვილი.

ანალოგიურად, სხვა გვარის წარმომადგენლები მოიქცნენ - ასე გაჩნდა წმინდა გიორგის ტაძრის გარშემო მუზაანთი, ხაჩირაანთი, ბიგანაანთი და ა.შ. გვარების სალოცავები.


Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020