Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
კორონავირუსით დაინფიცირებული მეუფე იობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა - სტაბილური
რუის-ურბნისის ეპარქიის წინამძღვარს, მეუფე იობს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ,,იმედი" ავრცელებს.

თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის თქმით, მიტროპოლიტიკის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური.

"პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ის რეანიმაციაში არ მკურნალობს, ინფექციურ თერაპიაში მყავს" - აცხადებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი, ლევან რატიანი.

ფოტო გადაღებულია 2020 წლის 23 ნოემბერს ქარელის საკათედრო ტაძარში. ეს ის პერიოდია, როდესაც ეპარქიაში კიდევ ერთ სასულიერო პირს კორონავირუსი დადასტურებული ჰქონდა.

მანამდე, 21 ნოემბერს, ეპარქიის პრეს-ცენტრმა გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ იობს კორონავირუსი არ ჰქონდა, თუმცა არაფერი უთქვამთ სხვა სასულიერო პირის დაინფიცირების შესახებ.

მეუფე იობმა 2020 წლის 10 ნოემბერს განაცხადა, რომ კორონავირუსი ნამდვილად არსებობს, ხოლო 2020 წლის აპრილში ამბობდა, რომ ეს ვირუსი მასონების მოგონილია. 10 ნოემბრის ქადაგებისას მრევლს მოუწოდა, რომ დაიცვან დისტანცია და პირბადე გამოიყენონ.

2020 წლის 15 აპრილის ქადაგების დროს განაცხდა, რომ 19 აპრილს, აღდგომა დღეს კორონავირუსი დამარცხდებოდა.

,,ეს ჩვეულებრივი ვირუსია, ადამიანებს უსიმპტომოდ გადაუვლიათ და განკურნებულან. არანაირი საშიშროება არ არსებობს, ეს არის ხელოვნურად თავსმოხვეული ფსიქოზი. რეპეტიციაა იმისა, თუ რამდენად წინააღმდეგობას გაუწევს ხალხი საერთო მასონურ გადაწყვეტილებას, რასაც ჰქვია საგანგებო მდგომარეობა",- თქვა მან.

სააღდგომო ქადაგების დასაწყისში აღნიშნა, რომ მთავარი უნდა იყოს პატრიარქის მოწოდება და არა - ურწმუნო მთავრობის და ექიმების.

"დღეს ამბობენ, რომ აი, სასულიერო პირი დაავადდა. სასულიერო პირი არ სცოდავს? ის ანგელოზი ხომ არ არის. შეიძლება ცოდვის ნაყოფია, რაც დაუშვა უფალმა. ეს ჩვენ ხომ არ ვიცით - თვითონ იცის და მისმა მოძღვარმა. შემთხევით არაფერი ხდება. რახან შესცოდა... ყველა ვცოდავთ, მეც ვცოდავ.. არ არის კაცი, რომელიც არა სცოდოს და არ სცხონდეს. აღდგომა ყოფილიყოს Covid 19-ის დამამრცხებელი. იმედი უნდა გვქონდეს, რომ სწორედ მაგ დღეს დამარცხდება ვირუსი". - განაცხადა მიტროპოლიტმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020