Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
ხაშურელი პოლიციელი, რომელიც ქუჩაში ნაპოვნი ფულის მითვისებაში ამხილეს, სამსახურში აღდგენას ითხოვს
პოლიციის თანამშრომელი, რომელიც ხაშურის შს სამმართველოს უფროსის
მოთხოვნით სამსახურიდან გაათავისუფლეს, სამსახურში აღდგენას ითხოვს.
ამის შესახებ სარჩელი სასამართლოში შეიტანა, თუმცა სასამართლომ
მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და გენერალური ინსპექციის დასკვნა ძალაში
დატოვა.
ყოფილი პოლიციელი აღნიშნავს, რომ მას მძიმე დანაშაული არ ჩაუდენია, ხოლო ის ფაქტი, რომლის გამოძიებაც ხაშურის პოლიციის უფროსმა მოითხოვა, გამომდინარეობდა გამოუვალი მდგომარეობიდან.
საქმე იმაშია, რომ 2019 წლის ნოემბერში, ხაშურში ერთ-ერთმა მოქალაქემ დაკარგა თანხა. ეს თანხა, როგორც საქმის მასალებში იკვეთება, იპოვა პოლიციის თანამშრომელმა გ.ა-მ. ის ბორჯომის შს სამმართველოში მუშაობდა და შვებულებაში იმყოფებოდა.
გამოძიების ვერსიით, პოლიციის თანამშრომემლმა ქ. ხაშურში დაახლოებით 22 საათზე, იპოვა ფული და მიითვისა.
ახსნა-განმარტებაში პოლიციის თანამშრომელმა მიუთითა, რომ ფულის პოვნის შემდეგ, რამოდენიმე წუთი ადგილზე დაელოდა დაკარგული თანხის მესაკუთრის გამოჩენას, თუმცა არავინ გამოჩნდა და მან დატოვა აღნიშნული ტერიტორია.
,,იმავე დროს სოციალურ ქსელში დამიკავშირდა მამიდა და მაცნობა, რომ ბებია, რომელიც იმყოფებოდა ხაშურის რაიონის სოფელ ცოცხნარაში შეუძლოდ იყო, რის გამო წავედი მასთან, ხოლო მეორე დღეს დაახლოებით 16-17 საათზე დავბრუნდი ჩემს საცხოვრებელ სახლში ქ. ხაშურში. მგზავრობის დროს დამიკავშირდა ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი და სამმართველოში მისვლა მთხოვა, გამოვცხადდ სამმართველოში და წარვადგინე ნაპოვნი ფული. მანამდე ვერ შევძელი აღნიშნული თანხის პოლიციაში წარდგენა იმ მიზეზით, რომ ბებიის ავადმყოფობის გამო ვიმყოფებოდი ხაშურის რაიონის სოფელ ცოცხნარაში.'' - აღნიშნა თავის ახსნა-განმარტებაში პოლიციის თანამშრომელმა.
სსამართლომ განმარტა, რომ ეს გარემოება არ წარმოადგენს შემამსუბუქებელ ფაქტორს, რადგან მართლწესრიგის დამცველმა თანამდებობის პირებმა პატივი უნდა სცენ კანონსა და ეთიკის კოდექსს. თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად უნდა აღკვეთონ და მკაცრად აღუდგნენ წინ შესაბამის დარღვევებს. პოლიციელის მიმართ მოქმედებს მაღალი სადისციპლინო-საშემსრულებლო მოთხოვნები, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს თანამშრომლებს ქცევის კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს უწესებს და მკვეთრად გამიჯნავს საჯარო სამსახურის სხვა მოხელეებისაგან.
სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ სამართალდამცავი პირის მხრიდან ჩადენილი კონრეტული შინაარსის დარღვევა არის უხეში დარღვევა, რომლის მიმართ დისციპლინური სახდელის ყველაზე მკაცრი ზომის გამოყენება გამართლებულია.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პოლიციის თანამშრომელს ჰქონდა საკმარისი დრო ნაპოვარის პოლიციაში წარსადგენად, რაც არ განხორციელებულა, ის ხაშურის რაიონულ სამმართველოში გამოცხადდა მხოლოდ შესაბამისი შეტყობინების მიღების შემდეგ.
,,სამმართველოში დაბარებამდე რაიმე ქმედება ნაპოვარის პოლიციაში წარსადგენად ან ხელმძღვანელ პირებთან დასაკავშირებლად არ განუხორციელებია. გაურკვეველია რა უშლიდა მას ხელს მომხდარი ფაქტის შესახებ ხელმძღვანელი პირების ან სამართალდამცავი ორგანოს ტელეფონით ინფორმირებაში. ვერ უთითებს ხელმძღვანელობისათვის ფაქტის შეუწყობინებლობის მიზეზებზე. ამდენად, დასაბუთებულია სამსახურებრივი შემოწმების შესახებ დასკვნაში ასახული მოსაზრება, რომ სცადა ნაპოვნი ფულადი თანხის მითვისება, თანხა დააბრუნა მხოლოდ შესაბამის ორგანოში დაბარების შემდგომ, ხაშურის რაიონულ სამმართველოში დაბარებამდე არ შეატყობინა მომხდარის შესახებ ხელმძღვანელ პირებს.'' - აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани