Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
როცა საქონლის სადგომს მერის წარმომადგენელი გედავება... ამბავი ატენში
73-წლის ნარგიზა ხორგუაშვილი ცდილობს დაიმტკიცოს ის მიწის ნაკვეთი, რომელიც მისმა მამამ 1952 წელს, ატენის კოლმეურნეობას საქონლის სადგომად ათხოვა. 90-იან წლების დასაწყისში კოლმეურნეობები გაუქმდა, ბოსელი სოფლის საკრებულომ არა თუ პირვანდელ მფლობელს დაუბრუნა, არამედ ნარგიზა ხორგუაშვილის მეზობელს 300 მანეთად მიყიდა.

ნარგიზა ხორგუაშვილმა გაყიდული ტერიტორია უკან რთულად, მაგრამ მაინც დაიბრუნა 1990-იან წლებში, თანაც სასამართლოს გზით. 

დღეს ამ ბოსლის გარშემო დავა გრძელდება. ნარგიზა ხორგუაშვილის მოწინააღმდეგე მხარედ გამოდის სოფლის წარმომადგენელი ნუგზარ მძინარაშვილი. 90-იან წლების დასაწყისში სახელმწიფომ ბოსელი 300 მანეთად სწორედ ნუგზარ მძინარაშვილის მშობლებს მიყიდა. თუმცა, ეს ყიდვა-გაყიდვის გადაწყვეტილება სასამართლომ უკანონოდ სცნო.



სასამართლომ დაადგინა, რომ სოფლის მაშინდელმა ხელმძღვანელმა ბოსელი ისე გაყიდა, 300 მანეთი სახელმწიფოს შემოსავალში არ ასახა. სასამართლოს სხდომის ოქმის მიხედვით, პროკურორმა 300 მანეთის აღრიცხვის დოკუმენტი ვერ იპოვა.

ამჯერად დავის ხასიათმა და შინაარსმა უკვე სხვა კონტექსტში გადაინაცვლა.

2020 წელს ნარგიზა ხორგუაშვილმა საჯარო რეესტრს, მიწის რეგისტრაციის თაობაზე, მიმართა. საპროექტო ორგანიზაციას ნახაზი შეადგენინა და დოკუმენტი რეესტრს წარუდგინა.

2020 წლის სექტემბერში საჯარო რეესტრმა მიმართა გორის მერიას მიმართა კითხვით, იდენტურია თუ არა ნახაზზე მოცემული ნაკვეთი იმ ნაკვეთთან, რასაც ნარგიზა ხორგუაშვილი ითხოვს. მერიამ რეესტრის წერილი განსახილველად სოფლის წარმომადგენელს ნუგზარ მძინარაშვილს გადაუგზავნა.

ადვოკატის თქმით, მიწის ნაკვეთი 630 კვ.მ რომ ნამდვილად ეკუთვნოდა ნარგიზა ხორგუაშვილს, დასტურდება: სოფ.ატენის კოლმეურნეობის გამგეობის 1986 წლის 29 ოქტომბრის კრების ოქმით #10, რომ ნარგიზა ხორგუაშვილი ითხოვდა ძველი მამაპაპეული ბოსლის დაბრუნებას. კრებამ დააკმაყოფილა ნარგიზა ხორგუაშვილის კანონიერი თხოვნა.

,,საჯარო რეესტრმა დაავალა სოფლის წარმომადგენელს, რომ მოახდინონ დათვალიერება და დაადასტურონ, რომ ნახაზზე მოცემული ტერიტორია ემთხვევა იმ ადგილს, რომელსაც ქალბატონი ნარგიზა ითხოვს. სხვა დავალება არ მიუცია სოფლის წარმომადგენლისთვის საჯარო რეესტრს. მიუხედავად ამისა, სოფლის წარმომადგენელი არ ახდენს ადგილზე დათვალიერებას, იყენებს სამსახურებრივ მდგომარეობას ბოროტად და ნარგია ხორგუაშვილს არ აძლევს იმის საშუალებას, რომ დაირეგისტრიროს მიწა, რომელიც თავის დროზე, ქალბატონ ნარგიზას მამამ კოლმეურნეობას ათხოვა." - აღნიშნავს ნარგიზა ხორგუაშვილის ადვოკატი, ტანია რაზმაძე.

სოფლის წარმომადგენელი ნუგზარ მძინარაშვილი აცხადებს, რომ ქალბატონმა ნარგიზამ უნდა შეცვალოს ნახაზი, რადგან ეს ნახაზი ემთხვევა მისი ძმის ოჯახის ნაკვეთს:

,,მე ვუთხარი, რომ შეცვალოს ნახაზი, რადგან ზედდებაა ჩემი ძმის ნაკვეთთან. როცა ზედდებაა, არა მაქვს უფლება, რომ აქტი შევადგინო" - აღნიშნავს ნუგზარ მძინარაშვილი.

ადვოკატი ტანია რაზმაძე აცხადებს, რომ სოფლის წარმომადგენელს არა აქვს უფლება განსაზღვროს, თუ სად რა ზედდებაა. ეს უნდა გაარკვიოს საჯარო რეესტრმა:

,,სოფლის წარმომადგენელმა არ იცის თავისი უფლებამოვალეობანი. მას ევალება მხოლოდ ის, რომ შეადგინოს ადგილზე დათვალიერების ოქმი; რომ ნამდვილად ის ტერიტორიაა, რომელსაც ქალბატონი ნარგიზა ითხოვს. ჩვენ ჩასულები ვიყავით ატენში და ისეთი შეურცხყოფა მოგვაყენა, ვერც წარმოვიდგენდით, რომ ის საჯარო მოხელეა." - აცხადებს ტანია რაზმაძე.

ადვოკატი ამბობს, რომ თუ 3 თვის განმავლობაში გორის მერის კოტე თავზარაშვილის წარმომადგენელი საკუთარ უფლებამოსილებას არ შეასრულეს, მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული დავა გორის მერიაში დაიწყებს.

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020