Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
სოფლის კლუბების ნგრევა გორის მუნიციპალიტეტში ,,აიწონა-დაიწონას" სანაცვლოდ
გორის მერია ამაყობს, რომ გორის რაიონში ერთ-ერთი დიდი და მრავალფუნქციური კლუბის რეაბილიტაცია ვერ განხორციელდა, ხოლო მის ადგილზე აიწონა-დაიწონა და საქანელები დაამონტაჟეს.

უფლისციხის კულტურის ცენტრი, სადაც მოწყობილი იყო რაიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სცენა, ასევე, უამრავი სახელოვნებო წრის ოთახები, უყურადღებობის გამო, დაინგრა.

სოფელი ,,ახალი უფლისციხე'' 1970-იან წლებში გაშენდა. აქ ძირითადად სოფელ ძველი უფლისციხის მოსახლეობა დაასახლეს, სადაც აშენდა ახალი სკოლა, საბავშვო ბაღი და კულტურული ცენტრი, მათ შორის, კლუბი.


ფოტოზე: 2018 წელი, სოფლის მრავალფუნქციური კულტურული ცენტრის შენობის სამხრეთი მხარე

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 90-იან წლებში გაძარცვეს როგორც კულტურის ცენტრი, ასევე, საბავშვო ბაღის შენობა. სოფლის კლუბის რეაბილიტაცია რამდენჯერმე დაიგეგმა, თუმცა მრავალფუნქციური კულტურული ცენტრის სარეაბილიტაციოდ თანხები არ გამოიყო, თუმცა უყურადღებობის გამო, ნალექმა და სამშენებლო მასალების ქურდობის ფაქტებმა, შენობმა მწყობრიდან გამოიყვანა.


ფოტოზე: 2018 წელი, სოფლის მრავალფუნქციური კულტურული ცენტრის ინტერიერი

ამის გამო, 2018 წელს გორის მერიამ სამშენებლო მასალების გაყიდვა დაიწყო და შენობის დემონტაჟისთვის 18 000-ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შენობა დაშალა, სამშენებლო მასალები კი ვის დარჩა, ამის დოკუმენტაცია ჩვენ არ გვაქვს.

შენობა კი დაშალეს, თუმცა საძირკველი ვერ დაანგრიეს.



ფოტოზე: გორის მერიის ნაყიდი აიწონა-დაიწონა იმ ადგილზე, სადაც სოფლის მრავალფუნქციური კულტურული ცენტრი იდგა

2020 წლის 30 სექტემბერს, გორის მერიამ გააფორმა ხელშეკრულება კომპანია ,,ზაგაძგასთან", რათა 177 000 ლარის ფარგლებში მოეწყო ბავშვთა დასასვენებლი პარკი. აღნიშნული პარკი უნდა მოწყობილი იმ საძირკველზე, რომლის დემონტაჟი ვერ მოახერხეს.

2020 წლის 30 დეკემბერს საზედამხედველო კომპანია ,,ოპტიმალგრუპის" დასკვნის თანახმად, შესრულებულ სამუშაოსა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჟათღრიცხვას შორის, განსხვავები დადგინდა.

განსხვავები გამოვლინდა ფილების მოწყობის გრაფაში არსებულ მონაცემებს შორის, ამასთანავე, ,,ოპტიმალ გრუპი"" ითხოვს, რომ სამშენებლო კომპანიამ წარმოადგინოს ბიტუმისა და არმატურის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.



საზედამხედველო კომპანია თვლის, რომ სამუშაოები 84%-ითაა შესრულებული, შესაბამისად, კომპანიას გადაერიცხა ნაცვლად 177 000 ლარისა, არამედ 157 972 ლარი.

სოფელ უფლისციხეს კი დღეს ახალი სივრცე შეემატა, სოფლისთვის საამაყო მრავალფუნქციური კულტურული ცენტრი, რასაც გორის მერია ,,ძველ კლუბს" უწოდებს, სამშენებლო მასალებად გაყიდეს.

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020