Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
სექსიზმი და სტერეოტიპები სოციალურ მედიაში
საქართველოში, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში,
სექსისტური სიძულვილისა და სტერეოტიპიზაციის წამახალისელები არაერთი
გვერდი გამოავლინეს, რომელთა უმრავლესობა ფეისბუქის ადმინისტრაციამ
უკვე წაშალა.
ამის შესახებ მედიის განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა ანგარიში წარადგინეს. ანგარიში მოიცავს 2020 წლის 4 აგვისტოდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდს.
პროექტი „გენდერბარომეტრი – სექსისტური განცხადებების მონიტორინგი წინასაარჩევნო პერიოდში“ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტს მედიის განვითარების ფონდი (MDF) კავშირ „საფართან“ პარტნიორობით ახორციელებს. მონიტორინგის მიზანია წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში სოციალურ ქსელებში ქალი პოლიტიკოსების და სხვადასხვა საჯარო ინსტიტუტების ქალი წარმომადგენლების მიმართ გამოყენებული სექსისტური სიძულვილის ენის და გენდერული სტერეოტიპების, ასევე ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით წარმოებული კამპანიების გამოვლენა.
პროექტის ფარგლებში ორგანიზაცია „საფარმა“ მედიაექსპერტების, პოლიტიკოსებისა და გენდერის სპეციალისტების მონაწილეობით ფოკუს ჯგუფები ჩაატარა და საერთაშორისო გამოცდილებასა და ქართულ პოლიტიკურ რეალობაზე მორგებული სექსისტური სიძულვილის ენის ინდიკატორები ჩამოაყალიბა.
ამ ინდიკატორებზე დაყრდნობით და ფეისბუკის ანალიტიკური ხელსაწყოს Crowdtangle-ს გამოყენებით, მედიის განვითარების ფონდმა (MDF) სოციალური მედიის მონიტორინგის მეთოდოლოგია შეიმუშავა, რომლის შუალედური მიგნებები წინამდებარე ანგარიშშია წარმოდგენილი.
,,მედიის განვითარების ფონდის"" წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება, სოციალურ ქსელში ყველა ის გვერდი მოწმდება, რომლებიც მსგავს ტენდენციებს გამოავლენს.
რაც შეეხება წინასაარჩევნო პერიოდს, აღნიშნულ პერიოდში გამოვლენილი შემთხვევების საფუძველზე შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა: მონიტორინგის პერიოდში სექსიზმის და სტერეოტიპიზაციის 308 შემთხვევა გამოვლინდა;
აქედან ქალი პოლიტიკოსები თავდასხმის სამიზნეები ხდებოდნენ როგორც პოლიტიკური კუთვნილების და ქმედების (187 შემთხვევა), ასევე გენდერული იდენტობის გამო (109 შემთხვევა);
დასკვნის მიხედვით, პოლიტიკური პარტიები ქალი პოლიტიკოსების მიმართ სექსისტური სიძულვილის ენას და სტერეოტიპიზაციას, უმრავლეს შემთხვევაში, არ იყენებდნენ.
თუმცა, ასეთი დარღვევების უდიდესი უმრავლესობა პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული და ასოცირებული გვერდების, საჯარო ჯგუფების და ინდივიდუალური ფეისბუკ ანგარიშების მხრიდან გამოვლინდა;
ექვსი კატეგორიიდან ხუთში ხელისუფლების ოპონენტების მადისკრედიტირებელი ანგარიშები ლიდერობდნენ.
ქალ პოლიტიკოსების მიმართ თავდასხმა ხორციელდებოდა მორალური კრიტერიუმებით, გონებრივი შესაძლებლობების ნიშნით, გარეგნული მახასიათებლების ნიშნით, გენდერული სტერეოტიპებით გაკიცხვით. სექსიზმის/მიზოგინიის კატეგორიაში (18) დარღვევების რაოდენობით პირველობა ანტილიბერალურ ჯგუფებთან დაკავშირებულ ანგარიშებს ჰქონდა;
ყველაზე ხშირად ქალ პოლიტიკოსებს შეურაცხყოფას მორალური კრიტერიუმების საფუძველზე აყენებდნენ (115 შემთხვევა), რომელსაც თითქმის თანაბარი სიხშირით გონებრივი შესაძლებლობების (57) და გარეგნული მახასიათებლების ნიშნით დაცინვა/შეურაცხყოფა (56) მოსდევდა.
რაოდენობრივად მათზე ოდნავ ნაკლები იყო გენდერული სტერეოტიპებით გაკიცხვა (52);
სექსისტური სიძულვილის ენის და გენდერული დისკრიმინაციის ადრესატებს შორის თანაბარი რაოდენობით იყვნენ "ქართული ოცნების" (7) და "ნაციონალური მოძრაობის" (7) წარმომადგენლები, რომლებსაც "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები (5) მოსდევდნენ.
დარღვევების რაოდენობის მიხედვით, სექსისტური თავდასხმების ყველაზე ხშირი ადრესატები იყვნენ "ევროპული საქართველოს" (95 შემთხვევა), "ნაციონალური მოძრაობის" (80) და "ქართული ოცნების" (29) წარმომადგენლები.
საანგარიშო პერიოდში კამპანიური ხასიათი ჰქონდა თავდასხმებს "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატ ელენე ხოშტარიაზე, რაც მის პოლიტიკურ აქტივიზმს უკავშირდებოდა; პარტია "სამართლიანობისთვის" დამფუძნებლის ეკა ბესელიას წინააღმდეგ კამპანია სტერეოტიპული გენდერული როლების ნიშნით დაიწყო.
გამოვლინდა დეზინფორმაციის გზით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დისკრედიტაციის 3 შემთხვევა, რომლებიც მის გენდერულ კუთვნილებას უკავშირდებოდა;
ზოგიერთ პოლიტიკოსს უმეტესად ერთი მახასიათებლის საფუძველზე აყენებდნენ შეურაცხყოფას, მაგალითად, ასაკის, გონებრივი შესაძლებლობების ანდა ქალის ქცევაზე სტერეოტიპული წარმოდგენის ნიადაგზე;
შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიის დიაპაზონი მერყეობდა ნორმატიული ლექსიკიდან, რომელიც სექსისტური კონოტაციით არის ნათქვამი, უცენზურო, უხამს ლექსიკამდე. ერთსა და იმავე შეურაცხმყოფელ ტერმინს ხშირად არ იყენებდნენ. უფრო ხშირი იყო სინონიმების ან კონკრეტული ტერმინის სხვადასხვა სიტყვათშეთანხმებაში გამოყენების შემთხვევები;
სამონიტორინგო პერიოდში გამოიკვეთა იმ კანონმდებლობის კრიტიკის ტენდენცია, რომელიც ხელს უწყობს ქალთა უფლებების გაძლიერებას, ძალადობისგან ქალების დაცვას და ზოგადად, გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრას.
ვიზუალური მანიპულაცია: ქალი პოლიტიკოსების შეურაცხყოფის და დაცინვის მიზნით გამოიყენებოდა ფოტო და ვიდეომანიპულაციები. გამოვლინდა ფოტომანიპულაციის გზით დეზინფორმაციის გავრცელების შემთხვევები, რომელთა მიზანი პოლიტიკოსი ქალების დისკრედიტაცია იყო.
კვლევის ანგარიში მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, გაეროს ერთობლივი პროექტის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани