Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ბუს გამო ატენის მოსახლეობის ნაწილს დენის მიწოდება შეუწყდა
გუშინ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში მცხოვრები მოსახლეობის 80%-ი, 12 საათის განმავლობაში, ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი.

მიზეზი ფრინველი გახდა, რომელსაც ელექტროგადამცემ ხაზთან შეეხებისას დენმა დაარტყა, რამაც მოკლე ჩართვა გამოიწვია.

პრობლემის აღმოსაფხვრელად ადგილზე მისულ "ენერგო პრო ჯორჯიას" თანამშრომლებს, სადენებზე დაკიდული დიდი ზომის ბუ დახვდათ.

ელექტროგადამცემ ხაზიდან მკვდარი ფრინველი ტარიელ ოქროპირიძემ ჩამოიყვანა. მისი თქმით, მსგავსი მიზეზით დენის გათიშვის შემთხვევები ხშირია:

,,სამსახურში მორიგეობის დროს, სოფელ ატენში დაფიქსირდა დენის გათიშვა. თანამშრომლები გავედით პრობლემის აღმოსაფხვრელად. დაზიანების ადგილის ძებნისას, აღმოვაჩინეთ დიდი ზომის ბუ, რომელიც სადენზე იყო ჩამოკიდული. სადენზე შეხებისას ბუს დენმა დაარტყა, რამაც გამოიწვია მოკლე ჩართვა და დენის გათიშვა. ამის გამო სოფლის მოსახლეობის 80%-ს ელექტროენერგია 12 საათი არ მიეწოდებოდა. დიდი ხანია რაც ამ სფეროში ვმუშაობ და მსგავსი შემთხვევები ხშირად გვაქვს. ხშირია როგორც ფრინველების, ასევე ცხოველების და ქვეწრმავლების გამო დენის გათიშვა,"-გვითხრა "ენერგო პრო ჯორჯიას" თანამშრომელმა, ტარიელ ოქროპირიძემ.

ელექტროგადამცემი ხაზები, მსოფლიო მასშტაბით მრავალი სახეობის ფრინველისათვის ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენს. განსაკუთრებით მტაცებელი ფრინველებისათვის, რადგან სწორედ ამ ჯგუფში ფიქსირდება ყველაზე მაღალი მოწყვლადობის მაჩვენებელი.

ყოველწლიურად მილიონზე მეტი ფრინველი იღუპება ელექტოგადამცემ ხაზებთან შეჯახებითა და ელექტოანძებზე დენის დარტყმის შედეგად. დენის დარტყმა – ძირითადად ხდება მაშინ, როდესაც ფრინველი უშუალოდ ეხება დადებითად (+) და უარყოფითად (-) დამუხტულ ორ სადენს, რაც წრედის შეკვრას და ფრინველის მოკვდინებას იწვევს. ასევე დენის დარტყმა ხდება მაშინ, როდესაც ელექტროგადამცემი ანძის დამცავი იზოლატორი დაზიანებულია და ელექტროენერგია უშუალოდ ანძაზე გადადის.

ელექტროგადამცემ ხაზებთან შეჯახება – ასევე ითვლება ერთ-ერთ ძირითად პრობლემად მსოფლიოში, მილიონზე მეტი ფრინველი იღუპება ელექტროგადამცემ ხაზებთან შეჯახების შედეგად, ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას დიდი ზომის ფრინველების შემთხვევაში, რადგაც ფრენის დროს, ჰაერში მათ უჭირთ სწრაფი მანევრირება.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020