Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
თეა ახვლედიანი დევნილ და გამყოფი ხაზთან მცხოვრებ სტუდენტებს შეხვდა
,,თაობები ოკუპაციის წინააღმდეგ" - ამ სახელწოდებით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღონისძიება გაიმართა. სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი გამყოფ ხაზთან მცხოვრებ და დევნილ სტუდენტებს შეხვდა და მოწვეულ ისტორიკოს ჯაბა სამუშიასთან ერთად საბჭოთა და მიმდინარე ოკუპაციის შესახებ დისკუსია-სემინარი გამართა. ახალგაზრდებთან შეხვედრას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი და დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე მოეწყო ფოტოგამოფენაც ,,თაობები ოკუპაციის წინააღმდეგ". თეა ახვლედიანმა სტუდენტებთან ერთად დაათვალიერა როგორც საბჭოთა, ასევე მიმდინარე ოკუპაციის ამსახველი და ეროვნულ არქივში დაცული ფოტომასალები. ღონისძიების დასასრულს თეა ახვლედიანი უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ ოკუპაციის მუზეუმს ეწვია და უმაღლეს სასწავლებელს საჩუქრად გამოფენაზე გამოტანილი ფოტომასალები გადასცა.

"საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა ღონისძიებები სახელწოდებით - "თაობები ოკუპაციის წინააღმდეგ", როგორც ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ, ასევე გამყოფი ხაზის რეგიონებში. ახალგაზრდებთან, გამყოფ ხაზთან მცხოვრებ და დევნილ სტუდენტებთან ჩვენს მიერ მოწვეული ისტორიკოსის ბატონ ჯაბა სამუშიას მონაწილეობით, ჩვენ გავიხსენეთ საქართველოს ისტორიის 100 წლის წინანდელი ტრაგიკული მოვლენები, მოხდა მათი შეფასება და გაანალიზება გორის უნივერსიტეტში ჩატარებული სემინარის ფარგლებში. ასევე ვისაუბრეთ და ვიმსჯელეთ მიმდინარე რუსული ოკუპაციის შედეგად დღესდღეობით ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტებზე.

ღონისძიების მთავარი გზავნილი იყო, რომ ოკუპაცია დროებითია, რომ ჩვენ ერთიანი ძალისხმევით და გაერთიანებული ძალებით აუცილებლად შევძლებთ დავშალოთ ხელოვნური ბარიერები და აღმართული მავთულხლართები, რომლებიც დღემდე აშორებენ ომით გაყოფილ საზოგადოებებს ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ერთიანი მიდგომით მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწევთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზაზე"- განაცხადა თეა ახვლედიანმა.

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020