Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
დარღვევები ქარელის მერიაში - აუდიტის სამსახური მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შედეგებს აქვეყნებს
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქარელის
მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
ჩაატარა. სახელმწიფო აუდიტმა ქარელის მერიის საქმიანობაში
ხარვეზები გამოავლინა.
ანგარიშის მიხედვით, რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი მალევე დაზიანდა. უყურადღებოდაა მიტოვებული ის ქონებები, რომელიც მერიამ იჯარით გასცა, საიდანაც თანხის ამოღება არ ხდება. განსაკუთრებით, ხაზგასმულია საკუთრივ ქარელის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის არაეფექტური საქმიანობა.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
ფინანსური რესურსების მართვა - ფინანსური რესურსების მართვის ხარვეზები - მუნიციპალიტეტში არსებობს როგორც ფინანსური რესურსების, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა, რის გამოც შესაბამისი საბიუჯეტო მუხლის შესრულებას 2018-2019 წლებში, შესაბამისად, 13% და 12% დააკლდა.
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია - ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის კონტროლის ხარვეზები - შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლის სისტემის ნაკლოვანებების გამო, მუნიციპალიტეტში ერთი მილიონი ლარის პროექტების განხორციელებისას, არ არის მიღწეული სამუშაოების დადგენილი ხარისხი, რითაც ობიექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია.
გამოუყენებელი ინფრასტრუქტურა - მუნიციპალიტეტმა დაგეგმა და შეისყიდა ისეთი პროექტები, რომლებიც უფუნქციოა და არ იყენებს. შესაბამისად, ბიუჯეტიდან გაწეულია 23.3 ათასი ლარის არაეფექტიანი ხარჯი და დასახული მიზანი არ არის მიღწეული.
ქონების მართვა - ქონების მართვის არასწორი მენეჯმენტი და მიუღებელი შემოსავლები - მუნიციპალური ქონების იჯარით გაცემის ხელშეკრულებებით სათანადოდ არ არის დაცული ქონების მესაკუთრის ინტერესები. ამასთანავე, მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო იჯარით გაცემული ქონების სათანადო ადმინისტრირება და ვერ მიიღო 27.0 ათასი ლარის კუთვნილი შემოსავალი
ფინანსური რესურსების რაციონალური მართვის უზრუნველყოფის მიზნით, ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებები გამოიყენოს შესაბამისი წლის ბიუჯეტით დაგეგმილი პროგრამების/ქვეპროგრამების მიზნების და მოსალოდნელი შედეგების მისაღწევად. ამასთანავე, ბიუჯეტი დაგეგმოს იმგვარად, რომ არ დაუშვას ნაშთის უკონტროლო დაგროვება და არსებული ნაშთი მიმართოს ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების დასაფინანსებლად;
N2 რეკომენდაცია ქარელის მუნიციპალიტეტის მერიას:
შეიმუშაოს და დანერგოს სამშენებლო სამუშაოების მიღებისა და ჩაბარების წესი, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი მოქმედი სტანდარტების დაცვით სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო კონტროლის მექანიზმები. დოკუმენტით ნათლად უნდა განისაზღვროს კონტროლის თითოეულ ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოები და კონტროლის განმახორციელებელი პირები, მათი მოვალეობები და პასუხისმგებლობები. აღნიშნული ხელს შეუწყობს კონტროლის მექანიზმების გამართულ ფუნქციონირებას, პროექტის შემოწმებისათვის საჭირო ყველა პროცედურის სათანადოდ წარმართვას და ხარისხიანი პროექტების ჩაბარებას. ამასთანავე, მუნიციპალიტეტმა შეისწავლოს პროექტების დაზიანების გამომწვევი მიზეზები და უზრუნველყოს მათი აღმოფხვრა;
N3 რეკომენდაცია ქარელის მუნიციპალიტეტის მერიას:
დანერგოს კონტროლის სათანადო მექანიზმები, განსაზღვროს პასუხისმგებელი პირები და მუდმივი მონიტორინგის გზით, უზრუნველყოს ინფრასტრუქტურული პროექტების შემდგომი მოვლა-პატრონობა;
N4 რეკომენდაცია ქარელის მუნიციპალიტეტის მერიას:
შეიმუშაოს ქონების მართვის კონტროლის მექანიზმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქონების განკარგვის პროცესის გაუმჯობესებას და გაატაროს ღონისძიებები გადაუხდელი საიჯარო ქირისა და დარიცხული საურავის ადგილობრივ ბიუჯეტში მობილიზების მიზნით. ამასთანავე, გადახედოს მოიჯარეებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებს და მოიყვანოს კანონმდებლობის შესაბამისობაში. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს შეზღუდული ფინანსური რესურსების პირობებში, ადგილობრივ ბიუჯეტში საკუთარი შემოსავლების გაზრდის შესაძლებლობას.

N1
რეკომენდაცია ქარელის მუნიციპალიტეტის
მერიას:

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани