Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ქარელში გარეტრენაჟორებს რუსეთის ნაცვლად თურქეთიდან ჩამოიტანენ
184 ათასი ლარი დაიხარჯება იმ გარეტრენაჟორების შესაძენად, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უახლოეს ორ თვეში დაიდგმება. კომპანია ,,დიზაინ მენტალმა" ტენდერში გაიმარჯვა. მისი ხელმძღვანელი პირობას დებს, რომ შეკვეთილ პროდუქციას თურქეთიდან, კერძოდ კომპანია ,,ქოჩაკპარკისგან'' შეიძენს.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში გარეტრენაჟორების მონტაჟი მიმდინარეობს. ტენდერში გამარჯვებული კომპანიებს კონსტრუქციები ძირითადად რუსეთიდან შემოაქვთ. ამის თაობაზე, განგაში ოპოზიციამ ატეხა და აღნიშნეს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხა ოკუპანტი ქვეყნის კომპანიების სასარგებლოდ იხარჯება.

მაგალითად, 2020 წლის ზაფხულში, გორის მერიის მიერ შერჩეული კომპანიის ხელმძღვანელი, მაკედონ ანანიკოვი აცხადებდა, რომ საქართველოში გარეტრენაჟორები მხოლოდ ერთ კომპანიას შემოაქვს, თანაც მხოლოდ რუსეთიდან. შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის თანხის განკარგვა იმგვარად, რომ რუსულ კომპანიებს არ ესარგებლათ, ამის განხორციელება შეუძლებელი იყო.

იგივეს აცხადებდა გორის მერი კოტე თავზარაშვილი, რომელსაც ოპოზიცია სწორედ პრორუსული ორიენტაციაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ის ვერ გააკონტროლებს საზღვარგარეთიდან სპორტული ინვენტარის შემოტანას.

რაც შეეხება ქარელს, აქ 9 ლოკაციაზე ,,ქოჩაკპარკისგან'' შეძენილი გარეტრენაჟორები დამონტაჟდება. კონკრეტულ სოფლებს სპორტის სამსახურის წარმომადგენლები შეარჩევენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020