Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ახალგორის რესტორანში ჩხუბისას დაშავებული ერთი მოქალაქე თბილისის კლინიკაში გადაიყვანეს
ახალგორის რესტორანში მომხდარ დაპირისპირების დროს დაშავებული ერთი მოქალაქე თბილისში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო ,,თავისუფლება'' ავრცელებს.

რაიონის ლეგიტიმური გამგეობის ხელმძღვანელის, ნუგზარ თინიკაშვილის ინფორმაციაზე დაყრდნობით, თბილისის კლინიკაში გადაყვანილი პიროვნება ქორეოგრაფი თეიმურაზ ზანგურაშვილია. დანარჩენი დაშავებულები კი, ცხინვალის საავადმყოფოში მკურნალობენ.

დაშავებულები არიან სოსლან ფიცხელაური და ირაკლი გარიევი.

ჩხუბი 2021 წლის 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ქეიფის დროს მოხდა. როგორც ახალგორელები სოციალურ ქსელში წერენ, დაპირისპირება ,,შალახოს'' მუსიკის დაკვრამ გამოიწვია.

რესტორანში რამდენიმე სუფრა იყო გაშლილი, სადაც იმყოფებოდნენ ასევე რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი მამიტოვი და კულტურის სახლის უფროსი ბესარიონ ბითაროვი. ,,შალახოს'' დაკვრა, სწორედ, ბითაროვმა გააპროტესტა.

სოციალურ ქსელში ,,ციცერონ ქსნელის'' სახელით შემდეგი სტატუსი გავრცელდა:

"ცნობილია დაპირისპირების ფიგურანტთა ვინაობა: ვიტალი მამიტოვი (ლენინგორის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი); თემო ზანგურაშვილი (მაია ქისიევას ბიძაშვილი, მმართველი პარტიის წევრი); ირაკლი გარიევი - უბრალო სტუდენტი, სცემა მამიტოვმა. მურათ ქუძიევი - სამხრეებით, ჯიოევის ქვეშევრდომი, პოლიციელი. 10 ბიჭი ყანჩავეთიდან (სადაც განლაგებულია რუსული არმიის შტაბი), მონაწილეობდნენ დაპირისპირებაში. მათ წინააღმდეგ გამოვიდა თემო ზანგურაშვილი.'' - წერს ციცერონ ქსნელი.

მან ასევე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც რესტორანში შეკრებილები შალახოს ცეკვავენ.

,,შალახო დაუშვეს მას შემდეგ, როცა ყოვლისშემძლე ბესარიონ ბიტაროვი წავიდა. ბოლოს, ყველამ მეგობრულად იცეკვეს შალახო, მათ შორის ადმინისტრაციის მეთაურმაც.'' - წერს ციცირონ ქსნელი.

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი გაკვირვებულია იმ ფაქტით, რომ ჩხუბის ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა, რადგან იქ მილიციონერებიც იმყოფებოდნენ:

,,სამი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. საავადმყოფოდანაც მათ სიგნალი უნდა მიეღოთ, მაგრამ, როგორც ჩანს, არავინ დარეკა. ჩხუბი იყო მასობრივი, მაგრამ არავინ ჩათვალა საჭიროდ ადგილზე სამართალდამცავები გამოეძახათ. როგორც ამბობენ, ჩხუბის დროს ერთი ახალგაზრდა დედას აგინებდა რაიონის ხელმძღვანელს, მამიტოვს, რომელიც ცდილობდა მის დამშვიდებას და რამდენჯერმე დაარტყა მას. ის ვალდებული იყო მილიციისთვის ეცნობებინა. ახლა ჩხუბის მონაწილეების ოჯახებიდან ცხინვალში რეკავენ და თავს იმით იმართლებენ, რომ ახალგაზრდები მთვრალები იყვნენ. თუ შესაბამისი რეაქცია არ იქნება, რაც კანონითაა გათვალისწინებული, და არ მიეცემა ამ ყველაფერს სამართლებრივი შეფასება, მაშინ საერთოდ რაში გვჭირდება სამართალდამცავი ორგანოები და კანონები. რაც შეეხება გავრცელებულ ვერსიას, რომ მამიტოვმა შალახოს დაკვრა აკრძალა, მთელი დღესასწაულის განმავლობაში ეს მუსიკა ისმოდა", - წერს სამოქალაქო აქტივისტი სოციალურ ქსელში.

იხ. ასევე

რა მოხდა ახალგორში 8 მარტს
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020