Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ხოჯევანიშვილის კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია საბიუჯეტო შემოსავლების შემცირება
,,კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში მოსალოდნელია საბიუჯეტო შემოსავლების შემცირება'' - ასეთია დასკვნა იმ კომიტეტისა, რომლის წევრებმა პარლამენტს თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებების შეტანა მოითხოვეს.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: გიორგი ხოჯევანიშვილი, ეკა სეფაშვილი, ნინო ლაცაბიძე, ანზორ ბოლქვაძე და ვიქტორ ჯაფარიძე. პროექტი დღეს პარლამენტის სხდომაზე მეორე მოსმენით მიიღეს, სადაც წარმგენს, გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატს, გიორგი ხოჯევანიშვილს არც ერთი კითხვა დაუსვეს.

კანონპროექტი, კორონავირუსის პანდემიის გამო, სხვადასხვა კომპანიებისთვის საშეღავათო პირობების დაწესებას გულისხმობს.

კერძოდ, თვითმმართველობის კოდექსს ემატება მუხლი, რომლის მიხედვითაც, 2021 წლის 1 ოქტომბრამდე, რეგიონებში, მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია, საინვესტიციო და ფინანსური პირობები შეცვალოს ან გააუქმოს. ამ უფლებამოსილებას მერი საკრებულოს თანხმობით მიიღებს.

პროექტში აღნიშნულია, რომ საინვესტიციო და ფინანსური პირობების შეცვლა შეეხება იმ კომპანიებს ან კერძო პირებს, რომლებმაც მუნიციპალიტეტის ქონება შეიძინეს აუქციონის ფორმით, ან მიღებული აქვთ სარგებლობისა და მართვის უფლებით.

,,ვინაიდან კანონპროექტის მიზანია, აღნიშნულ პირთა ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება, სასურველია კანონპროექტი ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.'' - აღნიშნულია დასკვნაში.

კომიტეტის წევრები აღიარებენ, რომ მოსალოდნელია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შემცირება, რადგან სარგებლობის ან მართვის უფლებით გადაცემული ქონებაზე ქირების ოდენობა შემცირდება.

,,გარდა ამისა, შესაძლებელია მოხდეს საინვესტიციო პირობების გაუქმება ან შეცვლა ლიბერალიზაციის კუთხით, რაც ასევე გარკვეულწილად აისახება ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების შემცირებაზე. ადგილობრივი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენი პირი მიმართავს საკრებულოს შესაბამის ქონებაზე საინვესტიციო და ფინანსური პირობების გაუქმების ან შეცვლის მიზნით.'' - აღნიშნავენ კომიტეტის წევრები.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020