Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ეროზიული პროცესები შიდა ქართლში
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით ქარელის მუნიციპალიტეტში ქარისმიერ და წყლისმიერ ეროზიას განიცდის 8,677 ჰა, ხოლო გორის მუნიციპალიტეტში 14,157 ჰა. ქარელში დამლაშებულია 450 ჰა, ხოლო გორში - 233 ჰა ნიადაგი.

ამის შესახებ შიდა ქართლის რეგიონის განვითარების სტრატეგიაშია აღნიშნული, რომელიც შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული და მოიცავს 2014-2024 წლამდე არსებულ პერიოდს.

ამავე კვლევის მიხედვით, კვერნაკის ქედის ორივე ფერდობზე საძოვრები საშუალოდ ეროდირებულია ცხვრის მიერ გადაძოვების გამო, ზოგან შეიმჩნევა ნიადაგის ეროზიაც. ატენის ხეობაში კი, შეიმჩნევა ტყის საზღვრების ცვლილებები.

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ შიდა ქართლში შეიმჩნევა გაუდაბნოების პროცესის გააქტიურება, სადაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ქარსაცავი ზოლების განადგურებისა და ნალექების დეფიციტის პირობებში მომატებული ტემპერატურების ფონზე გაძლიერდა ქარისმიერი ეროზიის პროცესი.

შიდა ქართლის რეგიონის განვითარების სტრატეგიის შემდგენლები ფიქრობენ, რომ მიწების დეგრადაცია შეიძლება თავიდან იქნას აცილებული, ან შეფერხებული მაინც, ეფექტიანი მიწის პოლიტიკის არსებობით, ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეებზე.

,,მიუხედავად სივრცითი მოწყობის საკანონმდებლო საფუძვლების არსებობისა, საქართველოში სუსტია დაგეგმვის პრაქტიკა, რის გამოც არ არის უზრუნველყოფილი მიწის ნაკვეთების შესაფერის ადგილებში გამოყოფა განვითარებისა და სამშენებლო საქმიანობებისათვის ისე, რომ ზიანი არ მიადგეს არც მაღალი სასოფლო-სამეურნეო ფასეულობის მქონე ტერიტორიებს და არც მნიშვნელოვან ბუნებრივ ეკოსისტემებს. მხოლოდ ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით შემუშავებული სივრცით-ტერიტორიული განვითარების გეგმების განხორციელებით შეიძლება შეიქმნას მიწის რესურსების მდგრადი განვითარების საფუძველი და თავიდან იქნას აცილებული კონფლიქტები სხვადასხვა დარგებს შორის."" - აღნიშნულია 2014-2024 წლის სტრატეგიაში.

ამ კუთხით რა ღონისძიებები გაატარა მთავრობამ? ამის შესახებ ინტერნეტრესურსი არ მოიძებნება.

რაც შეეხება დამოუკიდებელ ექსპერტებს, ჯერ კიდევ, 2017 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრმა მარიამ ციცაგმა მოამზადა სადოქტორო ნაშრომი თემზე: ,,ნიადაგის ეროზიული პროცესების შეფასება შიდა ქართლის მაგალითზე"". მისმა კვლევებმა დაადასტურა, რომ რეგიონის მასშტაბით ნიადაგის ძირითადი პრობლემა ეროზიული პროცესებია, რაც იწვევს მეწყერებს, ღვარცოფებს და ა.შ.

მარიამ ციცაგის კვლევის მიხედვით: ,,კარგად განვითარებული ჰიდროგრაფიული ქსელი, მთიან ადგილებში რელიეფის ჰორიზონტალური და ვერტიკალური დანაწევრების მაღალი მაჩვენებელი, ფერდობების დახრილობა, ეროზიისადმი დამყოლი მოლასური და ტერიგენული ქანების ფართო გავრცელება; მცენარეული საფარის განადგურება წარმოადგენს მთავარ ფაქტორს ეროზიის ფართომასშტაბიანი განვითარებისათვის."

სტატიის ქვემოთ მოცემული მონაცემები მთლიანად ეყრდნობა მარიამ ციცაგის მონაცემებს, კერძოდ:



მდინარეების ეროზიული მოქმედება რეგიონში არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბუნებრივი ფაქტორი. ფერდობების და ფლატეების ძირების გამორეცხვა იწვევს მათ დამეწყვრას (შაქშაქეთი, ბრეთი, კნოლევი, მეტეხი). ბოლოს აღსანიშნავია მიწისძვრების მაპროვოცირებელი ფაქტორი.

ღვარცოფული პროცესები რეგიონის ცალკეულ უბნებზე ინტენსიურადაა გავრცელებული და ახასიათებთ პერიოდული გამოვლინება. ამ პროცესებით ტერიტორიის დაზიანების ყველაზე მეტი რაოდენობრივ-ხარისხობრივი მაჩვენებელი აღინიშნება თრიალეთის ქედის ცენტრალური და აღმოსავლეთი ნაწილების ჩრდილოეთი განშტოებების ფარგლებში. შედარებით ნაკლებია ისინი სურამის ქედის აღმოსავლეთ ნაწილში.

ღვარცოფების განვითარებას ადგილი აქვთ თრიალეთის ქედის ყველა მდინარის აუზში-დაწყებული მდ. მტკვრის დიდი შენაკადებიდან (მდ. მდ. ძამა, ტანა, თეძამი), მათი მეორე და უფრო დაბალი რანგის შენაკადების ჩათვლით და დამთავრებული ხევებით და დროებითი პატარა ხრამებით.

ღვარცოფების მიერ გამოტანილი მასალა რეგიონში ხშირად ანგრევს საირიგაციო სისტემებს, გზებს, ხიდებს, ჯებირებს, შენობა ნაგებობებს, ანადგურებს და ფარავს სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს და ნათესებს, ხშირად იღუპება შინაური პირუტყვი და რაც ყველაზე მთავარია გასული წლების განმავლობაში დაფიქსირებულია ადამიანის მსხვერპლიც (მდ. კნოლევის ხევი, 1972 წ. 3 ადამიანი).

გრავიტაციული მოვლენები-კლდეზვავები, ჩამონაცვენები, ჩამონაშალები და ქვათაცვენა გვხვდება მაღალი ენერგიის მატარებელ ფერდობებზე, რომლებიც აგებულია დაშლილ-დანაპრალიანებული კლდოვანი, ნახევრადკლდოვანი, შეკავშირებული და ზოგჯერ ფხვიერი, შეუკავშირებელი ქანებით. მათი უმეტესობა დაკავშირებულია მდ. მდ. მტკვრის, ძამას, იმერხევის, ხვედურეთისწყლის, თეძამის, კავთურას, ნიჩბისისწყლის, ხეკორძულას, ჭერათხევის, აღმოსავლეთ, შუა და დასავლეთი ფრონეს მაღალი და ძლიერ მაღალი დახრილობის ფერდობებთან და ეროზიულ-გრავიტაციულ ქარაფიან კარნიზებთან.

შედარებით დიდი მოცულობის და ფართობის კლდეზვავები დაკავშირებულია შუა ეოცენის ვულკანოგენურ (ქვენაფლევი, ძეძვის მონასტერი), ცარცის კარბონატულ (ბიჯნისი), ზედა ეოცენის ტერიგენულ (თაგვეთი, რბონა) და პლიოცენის მოლასურ (თედოწმინდა) ნალექებთან.

აქ კლდეზვავების ძველ კერებში ამჟამადაც პერიოდულად ხდება რამოდენიმე ათეული მ3 მოცულობის დაშლილი ქანების ჩამონგრევა. შედარებით ხშირია საშუალო ზომის (ჯვართმუხა, ნედირი, კრისხევი) და განსაკუთრებით მცირე ზომის (რამოდენიმე ათეული მ3 მოცულობის) კლდეზვავები, რომლებიც ძირითადად აზიანებენ საგზაო კომუნიკაციებს.

რაც შეეხება მეწყერებს, მეწყრები ფართო გავრცელებით ხასიათდება რეგიონის სამხრეთ და დასავლეთ ნაწილებში-ხაშურის, ქარელის და კასპის რაიონებში. მეწყრებმა ძლიერ დააზარალა და დღემდე საშიშროების ზონებშია ამ რაიონების მრავალი ათეული დასახლებული პუნქტი.

მეწყრების წარმოშობა-განვითარების ბუნებრივი ფაქტორებიდან უპირველესად აღსანიშნავია რეგიონში დამეწყვრისადმი ადვილად დამყოლი ქანების ფართომასშტაბიანი გავრცელება.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020