Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ვახო ნაცვლიშვილი: ,,ჩემი მოკვლაც უნდოდა''
სოფელ ახალდაბაში მცხოვრები ვახტანგ ნაცვლილი ამბობს, რომ მის მეზობელს, სურენ მაჭარაშვილს მისი მოკვლა დიდი ხანია სურდა. მისი თქმით, წლების წინ, შურისძიების მიზნით, სურენ მაჭარაშვილმა სახლი ააფეთქებინა.

ვახტან ნაცვლიშვილი ვალერი და გია ნაცვლიშვილების მამაა, რომელთაგან ერთი დღეს, ხოლო მეორე, 2004 წელს, სოფელ ახალდაბაში მოკლეს.

ნაცვლიშვილები ამბობენ, რომ დღევანდელი ფაქტი სურენ მაჭარაშვილმა ჩაიდინა, რომელიც ამჟამად 75 წლისაა.

,,ჩემი ბიჭი, 2004 წელს, მაგ კაცის შვილებმა მომიკლეს. თვითნაც ციხეში იჯდა. ციხიდან დაიქირავა ვიღაც და სახლიც კი ამიფეთქა. 2006 წელს სასამართლო ჩატარდა. სასჯელი დაუმატეს, მაგრამ გამოვიდა ციხიდან და ეს ჩაიდინა'' - აცხადებს ვახტანგ ნაცვლიშვილი.

ორ ოჯახს შორის დაპირისპირების ისტორია დიდი ხანია გრძელდება.

2004 წელს სურენ მაჭარაშვილის შვილები პოლიციამ ვახტანგ ნაცვლიშვილის ჩვენების საფუძველზე დააკავეს. იგი ერთადერთი მოწმე იყო, რომელმაც  მკვლელობის ფაქტზე 3 ადამიანი ამხილა. მოგვიანებით, სასამართლომ ერთ-ერთი ბრალდებული, პაატა როსტომაშვილი გაამართლა, ხოლო ბრალდებული ძმები პატიმრობაში დატოვა.

რა გააკეთა პოლიციამ იმისათვის, რომ ორ ოჯახს შორის ტრაგედია აღარ განმეორებულიყო. ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც დღეს ნაცვლიშვილებს აწუხებთ. ვახტანგ ნაცვლიშვილის და, მარიამ ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ვარიანის შს განყოფილების თანამშრომლებმა არავითარი ღონისძიებები გაატარეს, პირიქით, მისი ინფორმაციით, ვარიანის პოლიციის თანამშრომლები მაჭარაშვილებს მფარველობდნენ.

ოჯახებს შორის ბოლო დაპირისპირების ფაქტი სარწყავ არხს უკავშირდება. ვახტანგ ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ერთმანეთს, სწორედ, არხის გამო დაუპირისპირდნენ. მანამდე კი, ოჯახები ფერმაზე დავობდნენ.

იხ. ამავე თემაზე:

მორიგი მკვლელობა 17 წლის შემდეგ – რა მოხდა 2004 წელს სოფელ ახალდაბაში

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020