Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ყობი – წნელისის მისადგომებთან

ოტოზე: წაღვლი-ყობის გზა

წაღვლის შემდეგ დაღმართი იწყება. ორი მდინარის: დასავლეთ ფრონესა და ლამუშურისწყლის ხეობების სოფლები ხელისუგულივით ჩანს.


ჯერ სოფელი ყობია, შემდეგ წნელისი, შემდეგ გარშემო – აბანო, კოდა, შორს – გაღმა მხარეს ატოცი. მარცხნივ რუსული საგუშაგოს კოშკია. რუკაზე ვხედავთ, რომ ის სოფელ ბალთაშია აშენებული. ყველაფერი ისე ახლოსაა ერთმანეთთან, რომ უცხო თვალი გამყოფ ხაზს ვერც კი წარმოიდგენს. ძალიან ახლოსაა – ქალეთიც და ლოპანიც. აქ გვერდიგვერდაა ხაშურის, ქარელისა და ზნაურის ქართულ-ოსური სოფლები.

სერზე შევდექით და ველოდებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრეს-სამსახურის დასტურს, რომ სოფელ ყობში შესვლის უფლებას მოგვცემს. იქ ერთი ოჯახი ცხოვრობს. გენადი ბოსიკოვმა და სვეტლანა თიგიშვილმა უკვე იცოდნენ, რომ მათთან სტუმრად მივდიოდით.

თავდაპირველად, წაღვლის პოლიციაში მივედით, ვუთხარით, რომ ყობში შესვლა გვინდოდა: ,,აქანე, არაა ასეთი სოფელი“ - გვიპასუხა ერთ-ერთმა პოლიციელმა. მივხდით, რომ როტაციის პრინციპით ახალი გადმოყვანილი იყო სხვა განყოფილებიდან. წაღვლის ბოლოსკენ გავემართეთ. იმედი გვქონდა, რომ პრეს-სამსახურის დასტური დროულად მოვიდოდა და პოლიციის პიკაპიც იქ დაგვხვდებოდა.

,,სამწუხაროდ, ვერ შეგიშვებთ ყობში, უსაფრთხოების ზომების გამო, იქ მედიის შეშვება არ ხდება“ - მოგვივიდა სატელეფონო შეტყობინება. ვდგავართ სერზე და ორი არჩევანი გვაქვს – ჩავიდეთ ქვემოთ ბოსიკოვების ოჯახში, სადაც გველოდებიან, ან გამოვბრუნდეთ უკან და ვაცნობოთ მასპინძელს, რომ არ გვიშვებენ:

,,იცი რა მაინტერესებს? თუ ასეთი საშიშია ჩემთან მოსვლა, მე რატომ ვარ აქ? მე რატომ არ მეუბნებიან, რომ საფრთხე მელის, ანუ მწირავენ?“ - გვეკითხება გენადი ბოსიკოვი.

დავეშვით დაღმართზე და გენადი ბოსიკოვის ოჯახს ვესტუმრეთ. ჩავუარეთ წაღვლელ მწყემსებს. არ უთქვამთ, რომ ჩვენი იქ ყოფნა საშიშია. სამაგიეროდ, შეშინებულები ვართ ,,ოფიციალური თბილისის“ შეტყობინებით.

მარცხნივ, მთის წვერზე ოსურ-რუსული საგუშაგოა, რომლის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იტყობინება, რომ ეს საგუშაგო ზნაურის რაიონის სოფელ წნელისიდან 500 მეტრით შეჭრილია ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

ჩვენი მასპინძელი გენადი ბოსიკოვი, სოფელში მეუღლესთან - სვეტლანა თიგიშვილთან ერთად ცხოვრობს. სოფელში გაზაფხულიდან-შემოდგომამდე რჩება, ზამთარს კი ცოლ-ქმარი, შვილებთან ერთად ქალაქ რუსთავში ატარებს, რადგან ეშინიათ რომ ზამთარში გზა გაუვალი გახდება და საჭიროების შემთხვევაში სოფლიდან ვერ გავლენ.
ფოტოზე: ყობის შესასვლელი (უკანა ფონზე მოჩანს წნელისი-ბალთას გზა)

როგორც გენადიმ ჩვენთან საუბრისას თქვა - სოფელი ორასი წლის გახდა. გენადის წინაპრები გერის ხეობიდან ჩამოსულან აქ და დასახლებულან. მათთან ერთად ყობში - თიბილოვები, ვალიევები და იკოევებიც ცხოვრობდნენ. ამ 30 წლის წინ კი სოფელს ქართველი არაფორმალები დაესხნენ თავს, სახლები გადაწვეს და გაქურდეს, მოსახლეობა კი იძულებული გახდა სოფელი დაეტოვებინა და გაქცეულიყვნენ:

,, აქ თავის დროზე 27 კომლი ცხოვრობდა, მაგრამ დაუწვეს სახლები და სულ გაიფანტა ჩვენი ხალხი. ზოგი ციმბირში ცხოვრობს, ზოგი ვლადიკავკაზში, ზოგიც საქართველოს ქალაქებში... ერთმანეთს რომ ვხვდებით ვეღარ ვცნობთ და გვარს თუ გავიგებთ ერთმანეთისას, მივყვებით წინაპრებზე და ეგრე ვადგენთ ნათესაობას...“ - გვითხრა გენადი ბოსიკოვმა.

თვითონ და მისი ოჯახი, მიუხედავად ყველაფრისა არ აპირებდნენ სახლის მიტოვებას, თუმცა ბოლოს მაინც იძულებულნი გახდნენ, რომ სოფლიდან ვლადიკავკაზში წასულიყვნენ, სადაც, როგორც გვიამბობს - ვერ გაძლეს დიდხანს და ისევ უკან დაბრუნდნენ:

,,მამაჩემმა მითხრა - აქ იყავი და არსად წახვიდეო, თორემ ჩემი ძმები სულ ყველა იქით ცხოვრობენ და რა მინდა მე აქ?! აღარ მიმიწევს იქით გული... ეჰ, არა და რომ იცოდეთ რამდენი უბედურება მაქვს მეც გამოვლილი. აბა, როგორია ზურგზე ბავშვით, წელამდე თოვლში, ზარის გზაზე მივდიოდით...“ - გვიამბობს ბატონი გენადი.

ძალიან წუხს, რომ სოფლამდე მისასვლელი გზა ასეთ მდგომარეობაშია. მისი თქმით - პროექტში წერია, რომ გზა მოიხრეშა, მაგრამ ფაქტიურად გზა ისევ ისეთი დარჩა და წლიდან-წლამდე უფრო უარესდება.

,,კომუნისტების დროს დღეში სამჯერ მოდიოდა ხაშურიდან ავტობუსი და ცხინვალიდან რომ გუჯარეთში მიდიოდა, იმასაც ესე უნდა გაევლო.“ - აღნიშნავს გენადი ბოსიკოვი.
გენადის ბოლო ორ წელიწადში ორჯერ ვესტუმრეთ, პირველად 2019 წელს, ეს ის დროა, როდესაც ,,წნელისის კრიზისი“ დაიწყო. საქართველოს შს სამინისტრომ საპოლიციო საგუშაგო გააკეთა, რასაც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მხრიდან საპასუხო ნაბიჯი მოყვა – მეორე მთის წვერზე მათი საგუშაგო განთავსდა. სწორედ, ამ საგუშაგოს მანათობელი შუქურა დაჰყურებს ყობს:

,,ღამე ისე ანათებს ეს პროჟექტორი, გეგონება დღე არისო“ - ხუმბროს გენადი.ეს საგუშაგო იმდენად ახლოსაა ყობთან, რომ მათი საუბარი სოფელშიც კი ისმის.

,,ერთხელ ბაღში სიმინდს ვარჩევდი და იქიდან გადმომძახეს ქართულად - ,,ბარაქა, ბარაქაო!“ - ქართველი ვეგონე ალბათ; მე კიდევ ოსურად ავძახე - ,,ჩამოდით და მომეშველეთ, რას ყვირიხართ მანდედან-მეთქი?“ - მათი თქმით - უკვირთ, როცა ესმით, რომ აქ ცხოვრება საშიშია.

გენადის მეუღლე სვეტლანა თიგიშვილი წუხს, რომ ამჯერადაც ასე მოულოდნელად ვესტუმრეთ. ,,რომ მცოდნოდა მოხვიდოდით, სახლის საქმეებს არ დავიწყებდიო“. ჩვენი პირველი რეპორტაჟის შემდეგ, მათ მზის ბატარეები აჩუქეს, ,,იუსაიდის“ დახმარებით, მათ სახლში უკვე სინათლე ანთია.



ფოტოზე: მზის ბატარია ოჯახს 2019 წელს ,,იუსაიდის'' დახმარებით გადასცეს

,,დღეს მზეა, ხვალ რომ მოღრუბლული ამინდი იყოს, ხვალაც გვექნება დენი, მაგრამ ზეგ უკვე აღარ ყოფნის. ამიტომ, გვიხარია ხოლმე, როცა მზიანი ამინდია.“ - ამბობს სვეტლანა თიგიშვილი. თუმცა, ზაფხულის პერიოდში მათთვის წვიმიანი ამინდებიც სასურველია, რადგან სარწყავი წყალი არა აქვთ:

,,დენის პრობლემების გადაწყვეტა - ადვილია. ჩვენ არ გვაქვს გზა და შუქი. შუქი კი გვაქვს - (მზის) ბატარეები დაგვიდგეს, მაგრამ თუ მზეა, მაშინ იტენება და გვაქვს შუქი. თუ მზე არ ანათებს, მაშინ არ იმუხტება ის უმზეოდ და ყოველთვისაც არ არის მზის სხივი და მაგიტომ არ გვაქვს ყოველთვის შუქი. სინათლის პრობლემა ადვილი გადასაწყვეტია. გვინდა მარტო ბოძები - 15 ცალი... 15 კი არა და 18 ცალი ბოძი გვინდა, რათა, აი, ჩვენი სოფლის თავზე არის სოფელი წაღვლი და იქიდან აქ რომ გამოვიყვანოთ შუქი. ადვილად, ძალიან ადვილად. მაგრამ ასეთი პასუხი გაგვცეს, მოკლედ ერთ-ორ-სამ კომლს - არაო, ათ კომლზე ნაკლები არ უნდა იყოსო და ვინ მოვიყვანო ახლა?! მითხრან და მოვიყვან ხალხს აქ, მაგრამ ვინ მოვიყვანო, აი, ვინ? - აღარავინაა. აგერ, 2-3 ოჯახი ვართ და - მათთვის შუქს მარტივად არ გაიყვანენო. გასავალი დიდიაო და ასე ვერანაირადო.“ - ამბობს გენადი ბოსიკოვი.

საუბრის დროს, მწყემსებმა წყაროდან შემოგვძახეს – მივდივართო. ბოსიკოვები ძალიან მადლიერები არიან წაღვლელების. ,,თუ რამე დაგვჭირდება, წამალი, მაღაზია ან ხაშურიდან რაიმეს ჩამოტანა, წაღვლელები გვეხმარებიან. აგერ, წეღან თემომაც კვერცხები ჩამოგვიტანა. სანამ გენადის მამიდაშვილი ცოცხალი იყო, ხშირად მივდიოდით. ცოტა ხნის წინ დაიღუპა და მისი გარდაცვალების ამბავი ძალიან განიცადა გენადიმ.“ - გვიყვება სვეტლანა.

წაღვლამდე კი იმდენად მოუწესრიგებელი გზაა, რომ წვიმიან ამინდში დიდ მანქანებსაც უჭირს მოძრაობა. გენადის ამ პრობლემის მოგვარების გზაც ნაპოვნი აქვს:

,,პროექტში რომ ნახოთ, გზა გაკეთებულია, ხრეში დაყრილია და ვითომ გაკეთებულია, მაგრამ ფაქტიურად არ არის გაკეთებული. რაც უნდოდათ ის გააქრეს, შეჭამეს უკვე და მაგას აღარავინ კითხულობს, გზა კი დარჩა ასე. აღარც ფეხით სავალია და აღარც მანქანის. არ ვიცი მე, გზის საქმე ძალიან ცუდია. არა და ცოტაა, ორი კილომეტრი და ნახევარია სულ და ისიც სულ თავქვეა. ადვილი გასაკეთებელია, ქვიშაა დასაყრელი, მაგრამ აბა ჰა, არ არის არავინ; ვისაც მივმართავთ - საშუალება არ გვაქვსო - გვეუბნებიან. რაიონში მივედი, რაიონში და - 3 ტომარა ცემენტს და 10 ტომარა ქვიშას ვთხოვდი, მაგრამ - არ გვაქვს საშუალებაო. აბა, სამი ტომარა ცემენტი და ათი ტომარა ქვიშა ვინც არ მოგცა, ის გზას გაგიკეთებს ორ კილომეტრზე და ნახევარზე?! ჰო და ვართ უგზოოდ და ვწვალობთ.“ - ამბობს გენადი ბოსიკოვი.

ოჯახი ცდილობს წყლის პრობლემაც მოაგვაროს:



ფოტოზე: ხაშურის მერიის გაკეთებული ჭა, სოფლიდან 300 მ მანძილზე უფუნქციოდაა

,,სატუმბი ვიყიდე, მილები ვიყიდე... ერთადერთიღა მინდა ტრაქტორი; ტრაქტორი ვერ ვიყიდე - ძვირია, აბა როგორ ვიყიდდი- ძვირია. გასათხრელია მარტო ტრანშე და ჩასაყრელია... კაბელიც ნაყიდი მაქვს, მილებიც და მოტორიც. გასათხრელია მარტო 250, სადღაც 300 მეტრი - მისი სიგრძე, რათა მილები და კაბელი ჩაყარო. მერე, რომ ვერ ვაკეთებდი და ტრაქტორი რომ ვერ ვიშოვნე, ჩემი ძმაკაცი არის გეოდეზისტი და ჭის სიგრძე გავაზომინე, რა სიმაღლეზე იდგა ჭა, სახლთან გავაზომინე თან და თვითდინებით წამოვიდოდა წყალი, მაგრამ 40 სანტიმეტრი არ ჰყოფნის, რომ წამოიღოს. ჰო და ახლა, ჭა გავთხაროთ - მერე საერთოდ ვერ გამოვა და ერთი გამოსავალია, რომ მილები ჩავყაროთ და მოტორით გამოვიყვანოთ, სხვა გზა არ გვაქვს. თუ არა და აი, 300 მეტრია აქედან იქამდე - წყლამდე და სანამ აქედან ავალ და წყალს ჩამოვიტან, ხო დაიხოცნენ უწყლოდ! აღარც მოსწყურდება ადამიანს, იქ ასვლა-ჩამოსვლის გამო. აი, ასეა ჩვენი წყლის საქმეები...“ - განმარტავს ჩვენი მასპინძელი.

ოჯახისთვის წელს მუშაობის მორიგი სეზონი იწყება. დაამუშავეს მიწა, მოხნეს მინდორი. თუ შესაბამისი ამინდები იქნება, კარგ მოსავალსაც ელოდებიან:

,,ცხოვრება იცვლება, მაგრამ ცხოვრება ადამიანმა თვითონ უნდა შეცვალოს. თუ გინდა რომ კარგად იცხოვრო, მაშინ ხელები უნდა გაანძრიო, რომ გქონდეს რამის საშუალება. შენ ასე, არავინ არაფერს გაჩუქებს; მუშაობის გარეშე არაფერი მოდის. იმიტომ ვსაქმიანობთ ყოველთვის, რომ ვიმუშაოთ, მოვიყვანოთ და გვქონდეს. აი, ეს არის ჩვენი ცხოვრება დღესდღეობით. ასეთია ჩვენი ცხოვრება, თუ ვიმუშავეთ - გვაქვს, თუ არ ვიმუშავეთ და - არა. ასე რომ შენი საქმით... არავინ არაფერს მოგცემს.“ - ამ სიტყვებით გვემშვიდობებიან ყობის მცხოვრებნი.


Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020