Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
როგორ მიიღო გორის მერიამ ჭარბი ფული პანდემიის პირობებში
გორის მერიამ, 2020 წელს, დაახლოებით 8 მლნ ლარი კერძო ბანკში გააპროცენტა. გაპროცენტებული თანხიდან, პანდემიის წელს, ადგილობრივმა ბიუჯეტმა, თითქმის 1 მლნ ლარი მოიგო. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი დაინტერესდა, როგორ იყენებს ფულის შოვნის იოლ გზას ადგილობრივი ხელისუფლება, ვისთვის იხარჯება ეს თანხა და იგრძნობს თუ არა მუნიციპალიტეტის მოსახლეობა დამატებითი შემოსავლის სიკეთეს, განსაკუთრებით კი ისინი, ვისაც გამყოფი ხაზის სიახლოვეს, აუტანელ პირობებში უწევთ ცხოვრება.


რას ნიშნავს ბიუჯეტის თანხის გაპროცენტება


მერიას აქვს როგორც სახაზინო ანგარიში, ასევე, კომერციულ ბანკში გახსნილი - სადეპოზიტო ანგარიში.

სახაზინო ანგარიშში თავს იყრის ყველა სახის შემოსავალი, თანაც ყოველდღიურად. მერიის შემოსავლებია: დამატებული ღირებულების, ქონებისა თუ მიწის გადასახადები, ჯარიმები, სახელმწიფო ბიუჯეტის ტრანსფერები და სხვა.

სახაზინო ანგარიშიდან, ყოველთვიურად, გაიცემა ხელფასები, ფინანსდება ,,აიპიები", სხვადასხვა პროგრამა, ინფრასტრუქტურული პროექტები და, ზოგადად, ყველა ის ვალდებულება, რაც ბიუჯეტით წინასწარ არის დაგეგმილი.

მერიის ფინანსური სამსახურის უფროსის, დალი ტლაშაძის განმარტებით, ყოველთვიურად, სახაზინო ანგარიშზე შემოსავალი უფრო მეტია, ვიდრე ხარჯი.

,,ამიტომ, ეს თავისუფალი თანხა, რომ უმოქმედოდ არ იდოს სახაზინო ანგარიშზე, გადამაქვს ბანკში გახსნილ კომერციულ ანგარიშზე. ე.წ. სადეპოზიტო ანგარიშზე. რაც კი შემოდის, დღის ბოლოს გადამაქვს სადეპოზიტო ანგარიშზე. მეორე, მესამე დღეს თუ დამჭირდება, გადმომაქვს ისევ სახაზინო ანგარიშზე. პარალელურად, ეს თანხა იხარჯება, არ გეგონოთ, რომ არ გამოიყენება"", - ამბობს დალი ტლაშაძე.


სქემა: მერიის ყოველდღიური თავისუფალი ფული
:



ფინანსური სამსახურის ინფორმაციით, კომერციულ ანგარიშზე განთავსებული თანხის ოდენობა ზოგ თვეში იყო 8 მლნ ლარი, ზოგ თვეში კი - 5 მილიონი.

2020 წელს მერიას თავისუფალი თანხა ,,ლიბერთი ბანკის" ანგარიშზე ედო. წლის ბოლოს მოგებამ 1 მლნ ლარს მიაღწია.


რატომ არის ხარჯი ნაკლები, ვიდრე შემოსავალი


როგორც დალი ტლაშაძე ამბობს, ყოველდღიუად და შესაძლოა ყოველთვიურადაც, მერიას ხარჯი შემოსავალზე ნაკლები აქვს. სწორედ, ეს განაპირობებს თავისუფალი, ე.წ საბრუნავი თანხის არსებობას.

,,აიპიები" თანხას სრულად ვერ ითვისებდნენ; კერძო სექტორში, ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, თანხას ნაკლებად ვრიცხავდით; კულტურული ღონისძიებები არ ტარდებოდა. ზოგიერთი პროგრამა არ განხორციელდა; შესაბამისად, 2020 წელს, მერიას საბრუნავი საშუალება უფრო მეტი ჰქონდა," - გვითხრა დალი ტლაშაძემ.

მისი თქმით, 2021 წელი უფრო მომგებიანი იქნება, რადგან გორის მერიამ სადეპოზიტო ანგარიში გადაიტანა "თიბისი ბანკში", რომელმაც უფრო მაღალი საპროცენტო სარგებელი შესთავაზა.

ჩვენს კითხვაზე, არსებობს თუ არა იმის რისკი, რომ მოქალაქეებმა გადასახადი დროულად ვერ გადაიხადონ და ხაზინაში შემოსავლები შემცირდეს, მერიის ფინანსურმა სამსახურმა გვიპასუხა:

,,რა თქმა უნდა, აქ გასათვალისწინებელია ფულის ნაკადი. მაგრამ ამის საშიშროება ნაკლებია. მაგალითად, ,,დღგ"" სტაბილურად შემოდის.ასევე ქონების გადასახადი. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ თანხებს, მისი განთავსება სადეპოზიტო ანგარიშზე არ შეიძლება.""

ის, რომ გორის ბიუჯეტი დღგ-ს თანხის მიღებით უზრუნველყოფილია, ამას ადასტურებს სტატისტიკური მონაცემები. გორის ბიუჯეტის 51 პროცენტს სწორედ დღგ-დან მიღებული შემოსავალი ავსებს.

დალი ტლაშაძის მტკიცებით, არც ხარჯების გადამეტების რისკი არსებობს, რადგან ხარჯები წინასწარ განსაზღვრულია:

,,პანდემიის პერიოდში, პირიქით, ხარჯი შემცირდა: კომპანიებმა ვერ წაიღეს თანხა. კერძო სექტორში არ მიდიოდა ეს თანხა და შესაბამისად, განვათავსეთ სადეპოზიტო ანგარიშზე. როგორც კი ხელშეკრულებების ათვისება იწყება, თანხა იხარჯება, შემდეგ ისევ შემოდის გადასახადი და საბრუნავი საშუალება ჩნდება. ჩვენთან ისე ხდება, რომ ყოველთვიური ხარჯი არ აღემატება შემოსავალს. შესაბამისად, საბრუნავი საშუალება გვაქვს. ასევე, წინა წლის ნაშთსაც ვახვედრებთ."" 



რა განსხვავებაა აუთვისებელ და თავისუფალ თანხას შორის


ირკვევა, რომ ყოველი წლის ბოლოს, მერიას ,,აუთვისებელი" თანხა რჩება. ასე მოხდა 2020 წელსაც.

დალი ტლაშაძე გვიხსნის, რომ არ უნდა აგვერიოს წლის ბოლოს დარჩენილი ნაშთი ყოველდღიურ საბრუნავ საშუალებაში.

,,მაგალითად, გასულ წელს, გორის ბიუჯეტს დარჩა 3 მლნ ლარი. ეს არის ბალანსი წლიურ შემოსავალსა და ხარჯს შორის. ნაშთიც ასევე შეიძლება გამოიწვიოს მეტმა შემოსავალმა, ასევე, სხვადასხვა ხარჯების შემცირებამ. ტენდერებიდან მიღებულმა ეკონომიამ და ა.შ. ოღონდ, ეს არის წლიური ნაშთი." - განმარტავს მერიის ფინანსური სამსახურის უფროსი.

როგორ იყენებს მერია ბანკიდან მიღებულ სარგებელს

2020 წელს მერიას 250 000 ლარის მოგება ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა როგორც აღვნიშნეთ, ბევრად მეტი, 1 მლნ ლარი მიიღო. მუნიციპალიტეტს ახალ ბანკში უკეთესი პირობების წყალობით, მომავალ წელსაც მოგების იმედი აქვს.

გორის მერია 2021 წელს განსხვავებული არაფერი დაუგეგმავს. როგორც მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი ამბობს, მთავარი მიზანია, თანადაფინანსების პროგრამა გაფართოვდეს და სოფლებშიც გავრცელდეს.

,,მაგალითად, კორპუსის მცხოვრებლებს ვთავაზობთ თანადაფინანსების პროგრამას. აქვთ მოსაწესრიგებელი ეზო ან კანალიზაცია. უნდა შექმნან ამხანაგობა, წარმოადგინონ პროექტი და ამ თანხის 90%-ს დავუფინანსებთ. ეს პროგრამა ქალაქში წარმატებით ხორციელდება. ამჯერად, გვინდა, რომ ის განვავრცოთ სოფლებში." - განაცხადა გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა.

2020 წელს მერია სოციალურად დაუცველებს პროდუქტებით ეხმარებოდა. რაც შეეხება პანდემიით დაზარალებულ მოსახლეობას, გორის მერი ამბობს, რომ ამ ადამიანების მდგომარეობას შეძლებისდაგვარად გაითვალისწინებენ.

"ხელისუფლება მარტო არჩევნებზე გვაკითხავს"

მერიას ჯერ არ გადაუწყვეტია, გამოიყენებს თუ არა გაპროცენტებით მიღებულ ჭარბ შემოსავალს იმ ადამიანების პრობლემების მოსაგვარებლად, ვისაც პანდემიამდეც სჭირდებოდა მუნიციპალიტეტის დახმარება, თუმცა პანდემიაში კიდევ უფრო მეტად გაუჭირდა. მათ რიგში არიან ადამიანები, ვისაც გამყოფი ზოლის მიმდებარედ, გაუსაძლის პირობებში უწევს ცხოვრება.

თინა გუდაძე სოფელ მერეთში ცხოვრობს. მთელი წლის განმავლობაში, პანდემიის პერიოდში, დახმარება არ მიუღია. მთელი ოჯახის სიმძიმე მას დააწვა ტვირთად. მეუღლე ავადაა და სიარული არ შეუძლია. ამბობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების ნაცვლად, მასთან ხშირად ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები დადიან.


,,ჩემთან ჟურნალისტები ხშირად მოდიან. მეკითხებიან ერთი და იგივეს: როგორაა ჩემი ძმა? ახალი ხომ არაფერია? და ა.შ. მეც სულ იგივეს ვპასუხობ, რომ არაფერი ვიცი. არავინ კითხულობს ჩემს ამბავს. ხელისუფლებას მხოლოდ არჩევნების დროს ვახსენდები. მხოლოდ მაშინ შემოაღებენ კარს, როცა ჩემი მეუღლის ხმა სჭირდებათ არჩევნებზე. სხვა დროს არ ახსენდებათ ავადმყოფი კაცი", - ამბობს თინა გუდაძე.

თინას ძმა, გენადი ბესტაევი, რომელსაც ჟურნალისტები ხშირად კითხულობენ, ცხინვალის იზოლატორში 3-წლიან სასჯელს იხდის.

,,ჩემი ძმა მეხმარებოდა, რაც შეეძლო. ხან ნაკვეთში, ხან – ბაღში. თუმცა, აქ არ რჩებოდა ხოლმე. სახლში მიდიოდა და იქ ამჯობინებდა ყოფნას. სხვა გზა არ ჰქონდა. სად უნდა წასულიყო? მაგის სახლიდან კი ორ ნაბიჯზე რუსეთის სამხედროების საგუშაგო დგას",- გვეუბნება თინა.

გენადი ბესტაევი რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით საკუთარ სახლში, ზარდიანთკარში 2020 წლის იანვარში დააკავეს. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სასამართლომ 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასჯელი იმ მოტივით გაუმკაცრეს, რომ მანამდე 4-ჯერ იყო დაკავებული.

,,იცით, რატომ აკავებდნენ ხშირად? იმიტომ, რომ ზედ მავთულხლართებთან ცხოვრობდა. ადრეც ვამბობდი, რომ იქნებ ჩემს ძმას ერთი ბინა მისცენ ისეთ ადგილზე, სადაც უსაფრთხოდ იქნება. კედელზე გადის მავთულხლართები. როგორც მითხრეს, სახლიდან გაუყვანიათ რუსებს გენადი. მე ვერც მივდივარ მაგ სახლში. ძალიან მეშინია" - ამბობს თინა გუდაძე.




ფოტოზე: საგუშაგო ზარდიანთკარში, რომლის მიღმა გენადი ბესტაევის სახლია

ჟენევის შეხვედრებზე, გენადის გათავისუფლების საკითხი, ერთ-ერთი მთავარი თემაა. საქართველოს ხელისუფლება მის გათავისუფლებას, ერგნეთში, ოთხმხრივ მოლაპარაკებების დროსაც ითხოვს.

გენადის სახლი ორი სოფლის გასაყარზეა - ზარდიანთკარის და ხელჩუასი. ერთს თბილისი აკონტროლებს, მეორეს რუსი სამხედროები.

ზარდიანთკარი გორის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ოკუპირებულ ტერიტორიად ითვლებოდა. ომიდან 5 წლის მერე მოსახლეობის ნაწილმა დაბრუნება შეძლო. საოკუპაციო ხაზმა სოფელ ხელჩუასთან (ცხინვალის რაიონი) გადაინაცვლა. მიუხედავად ე.წ. საზღვრის შეცვლისა, 10-მდე სახლი ე.წ. სასაზღვრო ზონაში, ქართულ და რუსულ საგუშაგოებს შორის მაინც მოხვდა. ამ ზონაში მოექცა გენადის სახლიც.

გენადი 2003-2017 წლებში პატიმარი იყო და 14-წლიან სასჯელს საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიდა. ის 2008 წლის აგვისტოს ომს ვერ მოესწრო. სოფელში მხოლოდ მაშინ დაბრუნდა, როდესაც ომი დიდი ხნის დამთავრებული იყო. როგორც ეთნიკურად ოსს, საკუთარ სახლში შესვლის საშუალება მიეცა, თუმცა ცხოვრების გაგრძელება საკმაოდ რთული აღმოჩნდა.


ფოტოზე: თინა ტერაშვილი, სახლის დანგრეული ნაწილის ფონზე


,,ფაქტობრივად, მარტო დაიწყო ცხოვრება. არავინ ჰყავდა იქ. გასაცოდავებული ცხოვრობდა. აქ თუ მოვიდოდა ჩვენთან, მე ვზრუნავდი მასზე, მაგრამ არ რჩებოდა. ისევ თავის სახლში ყოფნა ერჩივნა. ცოლ-შვილი ცხინვალში ჰყავს. სულ იმას ცდილობდა, გადასულიყო და შვილები ენახა. დიდი შვილები ჰყავს, მაგრამ იქაც არ შეუძლია ყოფნა. ერთხელ სწორედ ცხინვალში დააკავეს. გავიდოდა დღეები, არ გამოჩნდებოდა და რომ მოვიკითხავდი, მეუბნებოდნენ, რომ სახლშია, თუმცა გასაცოდავებულად. ხანდახან რუს სამხედროებს მიუწოდებიათ საჭმელი", - გვითხრა თინა გუდაძემ.

რა გააკეთა და რას აპირებს გორის მერია?

თინას ძალიან გაუჭირდა პანდემიის პერიოდში. მერეთი და ზარდიანთკარი ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა. 2020 წლის მარტიდან საქართველოს ხელისუფლებამ საგუშაგოებზე კონტროლი გააძლიერა. აიკრძალა იმ ადამიანების შესვლა და გასვლა, რომლებიც გამყოფ ხაზთან არ ცხოვრობენ. არ მოძრაობდა ტრანსპორტი.

რა გააკეთა გორის მერიამ ამ პერიოდში? მერიიდან მიღებული ინფორმაცით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ერთჯერადი სასურსათო პაკეტები დარიგდა, თუმცა ეს დახმარება მერეთში თინა გუდაძის ოჯახს არ მიუღია.

2020 წლის ბიუჯეტიდან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, მხოლოდ 59 600 ლარი დაიხარჯა. ეს თანხა მეჯვრისხევში, მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლებაში ბუნებრივი აირის გამრიცხველიანებას მოახმარეს.

როგორც მერიაში აცხადებენ, ინფრასტრუქტურულ პროექტებში გამყოფი ხაზის მიმდარე სოფლები გათვალისწინებული იყო. ეს ეხება სკვერების, გარეგანათებისა და ნაგვის ურნების დადგმას, ასევე, საგზაო სამშენებლო სამუშაოებს, თუმცა კონკრეტული ოჯახების საცხოვრებელი სახლებით დასახმარებლად არაფერი გაკეთებულა.




ფოტოზე: საახალწლო დახმარება ზარდიანთკარელებს გერმანელი ემიგრანტისგან (მიუნხენიდან)

გორის მერი კოტე თავზარაშვილი აცხადებს, რომ ზარდიანთკარელებმა 2008 წლის აგვისტოს ომიდან მოკლე პერიოდში კომპენსაციები მიიღეს, რაც სახლების შესაკეთებლად უნდა გამოეყენებინათ. ზარდიანთკარელები კი ამბობენ, რომ მიზერული თანხით ცხოვრების პირობების გაუმჯობესება შეუძლებელი აღმოჩნდა.

გენადი რომ გამოვიდეს ციხიდან, რა უნდა ქნას? - კითხულობს თინა გუდაძე.

,,ჯემალ (იგივე გენადი) ბესტაევის პრობლემა გორის მერიაში ცნობილია. იგი ე. წ. საზღვართან ცხოვრობდა ორსართულიან სახლში. მას ასევე აქვს პატარა სახლი სოფელშიც, რომელიც ომის დროს დაზიანდა და იქ ცხოვრება შეუძლებელია. ასეთი რამოდენიმე სახლია ზარდიაანთკარში, რომლის შესახებ ცენტრალურ ხელისუფლებას მერიის მხრიდან მიწოდებული აქვს ინფორმაცია. ომის შემდეგ ეს ადამიანი ცხოვრობდა თავის დასთან მერეთში და როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, ძირითადად, მუშად მუშაობდა და ამით ირჩენდა თავს. მერიის მხრიდან ბატონი ჯემალი იყო ინფორმირებული ქირავნობის შესახებ, მაგრამ ამის სურვილი არ ჰქონდა. მისი გათავისუფლების შემდეგ მერიის მხრიდან კიდევ ერთხელ მოხდება მასთან გასაუბრება და მაქსიმალურად კომპეტენციის ფარგლებში მოვახდენთ დახმარებას. ამ ეტაპზე შეგვიძლია პროდუქტით დავეხმაროთ და ასევე სურვილის შემთხვევაში დავუქირავოთ სახლი. - გვითხრა გორის მერის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა.

გენადი ბესტაევი ციხიდან წელიწადნახევარში გამოვა. ამ ხნის განმავლობაში, თუ სხვა წასასვლელი არ ექნება, კვლავ მოუწევს ძველ სახლში, რუსი სამხედროების გვერდით თანაცხოვრება და სამადლოდ მიწოდებული საკვებით არსებობა.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020