Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
,,მე სწავლით უნდა მეცხოვრა" - წინარეხელების ამბები საფლავის ქვებზე
მთ. ფოტოზე: 17 წლის ბიჭის საფლავის ქვ

მე ვანოს ძე მარჯანის ძე ვიყავ
17 წლისა. გარდავიცვალე 1936 წელში
წამკითხველო მოსწავლე ვიყავ
ბეჯითი, შვიდწლედში გადასული.
სიკვდილმა მახე დამიდგა
ვერ ვნახე დასასრული.


ფოტოზე: 24 წლის ელიზბარ მარჯანიძის საფლავის ქვა


სახელად მქვია ელიზბარ, გვარი მარჯანიძე
შე სატიალო სიკვდილო,
ვერსად ვერ დაგემალე კოხტა ბიჭიო,
საშუალო დავამთავრე
მე მქონდა სწავლის ნიჭიო,
მე სწავლით უნდა მეცხოვრა
სიკვდილმა მომკლა, თან ჩამყვა
სწავლის ნიჭიო.
ნუღარ მიტირებ დედა, შენი ჭირიმე
სანამ ვიყავი, დავფრინავდი,
არავინ მყავდა ბატონი.

(1915-1936)


,,სიკვდილმა უნდა წამამყვეო, ათი დღე ვიყავ ავათ, სული დავლიე, ჩემო გვირგვინო ანიკო,ბევრს ნუ მიმგლოვებ""

სოფელი წინარეხი

ასეთი შინაარსის წარწერებია იმ საფლავის ქვებზე, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის შესასვლელში, ძველ სასაფლაოზეა შემორჩილი.

გასული საუკუნის 50-იან წლებში ამ სოფელს ცნობილი ქართველო ეთნოგრაფი სერგი მაკალათია სტუმრობდა.

მაკალათია გვიყვება: წინარეხი მოზრდილი სოფელია კავთურას ხეობაში. აქ მოსახლეობენ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან გადმოხიზნული ქართველები. მებატონე ამ სოფელს არ ჰყოლია; იგი ყოფილა საეკლესიო და კუთვნებია თბილელს (ეპისკოპოსს), რომელსაც სოფელი აძლევდა საბეგრო გადასახადს.

თავდაპირველად, ამ სოფელში დასახლებულა თელათ-გორის ოხრახევიდან მოსული ქეშელაშვილი, რომლის ძველი გვარი ყოფილა ლომისაშვილი. ოხერახევში ეს გვარი შეუწუხებია ,,მაცდურს"" (გველებს) და ამის გამო აქ გადმოსულან.

მათთვის გვარი გამოუცვლია მეფეს. ლომისაშვილის მამა-პაპა მეფისთვის ღვინოს ეზოდებოდა. ერთხელ მათ წინაპარს მეფის სუფრაზე რუმბით ღვინო სდგმია და ეს რუმბი სულ დაუცლია. მეფეს გაჰკვირვებია და უთქვამს: შენ ,,ქეშო"" (რუმბი) გაქვს მუცელშიო. ამის გამო დაურქმევიათ ქეშელაშვილი.

წინარეხში დაცულია რამდენიმე ეკლესია-სამლოცველი: წმ. თევდორე, ჯვარპატიოსანი, ღვთისმშობელი, წმ. სტეფანე, ჩადრის ეკლესია და მუნის საყდარი.

სოფლის თავში თევდორეს ეკლესიაა. ლოცულობდნენ საქონლის გამრავლებისთვის.

ჩადრისთავის საყდარი ამჟამად წარმოადგენს ნანგრევს. იგი მოთავსებულია წინარეხის სამხრეთ-დასავლეთით. ჩადრი ყოფილა მეცხვარე, მეტად კეთილი, სანდო და ,,მადლიანი"" ადამიანი. იგი აქ დაუსაფლავებიათ და მის სახელზე პატარა საყდარი აუგიათო. გადმოგვცემენ, როდესაც გვალვა დადგებოდა, მის სახელს ახსენებდნენ, აქვე მოდიოდნენ და საფლავიდან ჩადრის თავის ქალას ამოიღებდნენ. თავის ქალას წყალს ასხურებდნენ და შესთხოვდნენ მას ავდარს, შემდეგ თავის ქალას ისევ ჩაასვენებდნენ. ხალხური თქმულებით, ჩადრი ამ მიდამოში ცხვარს აძოვებდა, ძლიერ ცხელოდა და უნატრია: ღმერთი ჩრდილი მომეციო და მიწაში ჯოხი ჩაუსვამს. ეს ჯოხი მუხად ქცეულა და ჩრდილიც ჰქონია. მერე უნატრია წყალი და წყაროც გადმოსულა.

ჩადრის საყდრის მახლობლად არის ე.წ. მუნის საყდარი, რომელიც ახლა ნანგრევებია. აქ მოდიოდნენ მუნით დაავადებულები, მოჰყავდათ წითელი მამლები და განკურნებას შესთხოვდნენ. იქვე მუჭით მიწას იღებდნენ, ტანზე ისვამდნენ რომ განკურნებულიყვნენ.'' - წერს მაკალათია.

გარდა ამ ეკლესიებისა, სოფლის გასასვლელში, ქვათახევის გზაზე მაღალანთეკლესიაა.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020