Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
ხაშური-სურამის ეპისკოპოსის შეურაცხყოფის გამო სამების ეკლესიის დეკანოზმა მეუფე იობის წინაშე დაიჩოქა
დეკანოზ თეიმურაზ თათარაშვილი გაუგებრობას უწოდებს იმ ფაქტს, რაც
ქარელში, საკათედრო ტაძარში მოხდა. მან რუის-ურბნისის მიტროპოლიტს
სთხოვა შენდობა ხაშური-სურამის მეუფის, სვიმეონ ცაკაშვილის
შეურაცხყოფის გამო.
,,უდიერი განწყობა გამოვხატე ხაშური-სურამის ეპისკოპოსის წინაშე, აღვნიშნე, რომ მასთან შეხვედრას მერჩივნა ქვეწარმავალს შევხვედროდი. საერო პირმა გამოხატა უკმაყოფილება და უხერხულია, ჩემთვის იმის თქმა, რა სახით მოხდა ფიზიკური დაპირისპირება.'' - განაცხადა სამების საკათედრო ტაძრის დეკანოზმა, ფილოსოფოსმა თეიმურაზ თათარაშვილი.
მისი თქმით, მან მართლაც დაიჩოქა მეუფე იობის წინაშე, ოღონდ, ეს შეურაცხყოფის სახით, არ მიუღია
,,როდესაც ვითხოვ შენდობას ეპისკოპოსთან, ვასრულებთ მეტანიას. აქ არაფერია შეურაცხმყოფელი'' - განაცხადა დეკანოზმა თეიმურაზ თათარაშვილმა ტვ პირველთან საუბრის დროს.
დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი ჩივილს არ აპირებს. პრეტენზია არ გააჩნია არც იმ "ერის ადამიანის მიმართ", ვინც, მისივე თქმით, ფიზიკურად დაუპირისპირდა. სავარაუდოდ, ეს საერო პირი ხაშურის ეპისკოპოსის მძღოლია.
"მსურს, განვაცხადო ხმამაღლა, მე ვფიქრობ, რომ ყოველი სასულიერო პირი უნდა მოიქცეს ასე. იმას კი არ ვამბობ, მე მომბაძეთ-მეთქი. უბრალოდ ეს ჩივილი, ძიება, ქექვა, ისე მოხდა, ასე მოხდა, უნდა დაისაჯოს ადამიანი…" — დასძენს ის.
ჟურნალისტმა დეკანოზს უთხრა, რომ ის, რაც მან მოყვა, სისხლის სამართლის დანაშაულია.
"სისხლის სამართლის დანაშაული თუ არის, არავის მიმართ პრეტენზია, საჩივრის მსგავსი, არ გამაჩნია… იმედია, არ მიეცემა ამ საქმეს მსვლელობა. არავის ვუჩივი, მე არავითარი პრეტენზია ამაზე არ მაქვს. როგორც ყველა ადამიანს შორის, ჩვენს შორისაც არსებობს გარკვეული მინუსები, დაპირისპირებაც ზოგჯერ და ა.შ. რაც რა თქმა უნდა, სამწუხარო ფაქტია, მაგრამ თუ ვინმე გვაყენებს შეურაცხყოფას, თუ სადმე ვართ მძიმე მდგომარეობაში, ჩვენ ვალდებული ვართ, ეს ყველაფერი გადავყლაპოთ", — უპასუხა დეკანოზმა ჟურნალისტს.
ინფორმაცია დეკანოზის დაჩოქების შესახებ, სოციალურ ქსელში თეოლოგმა ლევან ტატურაშვილმა გაავრცელა: ,,ეკლესია ჯოჯოხეთს დაემსგავსა!!! სამი საათის წინ ერთერთი მიტროპოლიტის რეზიდენციაშია სტუმარ ცნობილ სასულიერო პირს კრიტიკული აზრის გამო ასევე სტუმარი ეპისკოპოსი სვიმეონ ცაკაშვილი თანხლებ პირებთან ერთად თავს დაესხა მღვდელს, სცემეს! და ძალადობრივად დააჩოქეს'' - წერს თეოლოგი.
თეიმურაზ თათარაშვილი 2019 წელს პატრიარქმა დააჯილდოვა: მის ქადაგებაში ვკითხულობთ:
,,არის დასაჯილდოებელი სასულიერო პირი, – დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი, მან დიდი შრომა გასწია ფილოსოფიის დარგში, დღეს სტუდენტები სწავლობენ მისი წიგნების მიხედვით. დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი დაჯილდოებულია მეორე ჯვრის ტარებისუფლებით''.
ხაშური-სურამის ეკლესიები წლების განმავლობაში რუის-ურბნისის ეპარქიაში შედიოდა და მას მეუფე იობი ხელმძღანელობდა. მას შემდეგ, რაც ეპარქია გაიყო, მეუფე იობის ხელშეწყებოთი, ხაშური-სურამის ეპისკოპოსი სვიმეონ ცაკაშვილი გახდა.

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани