Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
დადუმებული დოლი და აკორდეონი
დოლის, აკორდეონისა თუ კლარნეტის კარგი შემსრულებლების მოძებნა რეგიონში ყოველთვის ჭირდა, თუმცა ლხინისა თუ ჭირის სუფრები მათ გარეშე თითქმის არასდროს იშლებოდა. მათ თითოეული დღე გაწერილი ჰქონდათ. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ქორწილის ან ნათლობის დღე იმის მიხედვით ინიშნებოდა, როცა მუსიკოსებს ეცალათ.

ხაშურელი მიტო ტალახაძე 50 წელზე მეტია ამ საქმეს ემსახურება, დოლზე უკრავს. რაც პანდემია დაიწყო, როგორც თვითონ ამბობს, ორი წელია, საქმეში აღარ ყოფილა. მას ახლა სახლში, მეგობრებთან თუ ნათესავებთან ნახავთ. ვეღარც ქორწილის სუფრებზე მიდის და ვეღარც – ჭირის. მისი სიმღერები კი ყველა თაობის წარმომადგენლებს შორის, დღესაც პოპულარულია.

ხაშურში მიტო ტალახაძის სახლი ყველამ იცის, თუმცა შინ არ დაგვხვდა. ოჯახის წევრებმა მალევე მოგვიძებნეს, ბიძაშვილთან გადასულა. სულ ხალხში ტრიალი უყვარსო. მეზობელი თავისი მანქანით გამოგვყვა, რათა ადვილად მოგვეძებნა ხაშურელი კოლორიტი.

,,გორიდან ხარ? ერთი კარგი ამბავი მახსენდება გორზე"", - გვითხრა მიტომ როდესაც ბაიანთხევის გზას დავადექით. ბაიანთხევი მისი მშობლიური კუთხეა სურამთან ახლოს. რაკი სააღდგომო დღეებზე დაწესებული შეზღუდვების ვადა გასული იყო, სოფლის სასაფლაოსკენ წავედით. აქ მიტოს შვილისა და მეუღლის საფლავებია.

,,რაც ეს პანდემია დაიწყო, ორი წელი არ ვყოფილვარ საფლავზე. როგორ შეიძლებოდა, რომ აღდგომას მე საფლავზე არ გავსულიყავი. ჩემი დამკვრელებით ამოვდიოდი-ხოლმე"", - გვიყვება მიტო და თან არ ივიწყებს გორის ამბავს, რომელიც მას 30 წლის წინ გადახდა.

80-იან წლებში, გორის რაიკომის მდივანს შვილის ქორწილი ჰქონია.

,,მაშინ სახლის ტელეფონი მქონდა. დამირეკა, რომ აუცილებლად შენ უნდა იმღერო ჩემი შვილის ქორწილშიო. მე ყოველთვის რვეული მქონდა, სადაც ვინიშნავდი, თუ რომელ დღეს სად უნდა ვყოფილიყავი. შევარჩიეთ დღე, როცა უნდა ჩავსულიყავი გორში, მაგრამ, ისეთი რამ შემემთხვა, ვერ ჩავედი"", - გვიყვება მიტო.

თურმე იმ დღეს, როცა რაიკომის მდივნის შვილის ქორწილში უნდა წასულიყო, მიტოს უფროსმა ვაჟმა ცოლი მოიყვანა. შაბათი დღე იყო და მძახლებიც ესტუმრნენ.

,,ძალიან უხერხულ დღეში ჩავვარდი. არც რაიოკომის მდივნის მოტყუება შეიძლებოდა და არც ჩემი მძახლების მიტოვება. ჩემი მუსიკოსები გავუშვი ქორწილში. რომ გაიგო რაიოკომის მდივანმა არ მივედი, მუსიკოსებს უთხრა, სანამ მიტო არ მოვა, ფულს არ გადაგიხდითო. რა მექნა? მეორე დღეს მაინც წავედი გორში"", - იხსენებს მიტო ტალახაძე.

გორის ამბის გახსენება დაასრულა და სასაფლაოსაც მივადექით. რამდენიმე წუთი სიჩუმეში იდგა და უყურებდა ხან შვილის საფლავს, ხან – მეუღლისას, რომელიც 2 წლის წინ ინსულტით დაეღუპა.

ბაიანთხევიდან მიტო ტალახაძე წლების წინ მაშინ წავიდა, როდესაც მისი ერთ-ერთი ვაჟი, 7 წლის დათო გარდაიცვალა. ვეღარ გაძლო იმ სახლში, სადაც მისი ბიჭი ავადმყოფობდა. ახლა აქაურობასთან მხოლოდ მოგონებები აკავშირებს.

,,ამ პატარა დათოს ეძღვნება ის სიმღერა, რომელიც მე ყველაზე ძალიან მიყვარს და ჩემი დაწერილია. 1978 წელს დამეღუპა. ტეზერში ჩემს სიმამრთან ვიყავით, ღორი ჰყავდა დაკლული. მწვადებს ვამზადებით ნაკვერჩხალზე და ჩემ პატარა ბიჭს აუღია ეს მწვადი და ცხელი ჩაუყლაპია. მას შემდეგ გახდა ავად. სად აღარ მყავდა, ხან თბილისში, ხან ვინ ჩამოვიყვანეთ პროფესორი, მაგრამ ვერ ვუშველეთ. ჩემი მეუღლე ყოველ ღამე სიზმარში ხედავდა. წამოჯდებოდა საწოლზე და დაიწყებდა ტირილს – დათო, შვილო, სადა ხარ...სწორედ, მაშინ დავწერე ეს სიმღერა. 3 წელი გარეთ აღარ გავდიოდი. ბოლოს ისევ ხალხი დამეხმარა და გამიყვანა გარეთ"," - გვიყვება მიტო.

ორი წლის უნახავი საფლავიდან დაბრუნებისას გზად სულ შვილთაშვილზე, პატარა მიტო ტალახაძეზე გველაპარაკება. მისი მომავალია ახლა 73 წლის კაცის იმედიც და სიხარულიც.

,,ახლა, სადღა უნდა წავიდე, მგონი დოლის დაკვრა და სიმღერა დამავიწყდა. რესტორნები 9 საათზე იკეტება, სუფრები აღარ იშლება და რა ვიცი, 2000-ლარიანი ჯარიმის გადახდა არც მე მინდა და არც არავის. პანდემია როცა გაივლის, რას გავაკეთებ? ალბათ, ისევ სიკეთეს. სხვა არ ვიცი, როგორ გავაგრძელებ ცხოვრებას. ჩემს საქმეს ახლა შვილი და შვილიშვილი აგრძელებენ. ისინიც მუსიკოსები არიან. ჩემსავით ისინიც არ მუშაობენ. შვილიშვილმა კი სხვა საქმეს მიჰყო ხელი, ოჯახს ხომ უნდა შემოსავალი? მე კი ჩემს პენსიაზე ვარ დამოკიდებული."- ამბობს მიტო ტალახაძე.

ვიდეო: ინტერვიუ მიტო ტალახაძესთან





ვახტან ყაზაშვილი 13 წლიდან დოლზე უკრავს. 50 წლის განმავლობაში არ ყოფილა შემთხვევა, დაკვრა ამდენი ხნით შეეწყვიტა. დღეს მისი დოლი უქმად დევს სახლში. პანდემიის გამო, აკრძალულია ჭირის სუფრების გამართვა. უკვე 2 წელია ქელეხში დამკვრელად არ ყოფილა.


,,მე რომ ამ დოლს ასე ვხედავ, უქმედ დევს, როგორ ვიქნები? რად მინდა დოლი, თუ არ დავუკარი? ეს იყო ჩემი მარჩენალი. ამით ვშოულობდი ფულს"", - გვეუბნება ვახო ყაზაშვილი.

მეუღლესთან ერთად გორში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ყოველთვიურად, ქირის თანხას 45 ლარს იხდის, პენსიიდან. დიდი ხანია დენის ფული აღარ გადაუხდია. სახლის მფლობელი აცდის, რომ როცა ვახოს შემოსავალი ექნება, ელექტროენერგიის თანხა მერე გადაუხადოს.

,,მე ძირითადად ჭირის სუფრებზე დავდივარ. ხალხი როგორია იცი? თუ დაგინახავენ, რომ ჭირის სუფრაზე უკრავ, ლხინში აღარ გეძახიან, მაგრამ არის ხოლმე შემთხვევები, რომ ლხინშიც ვუკრავ. საერთოდ, ლხინში დაკვრა ადვილია. აი, ჭირში? - ეს ყველაზე ძნელია"", - ამბობს ვახო და თან ერიდება იმის, რომ მის ერთოთახიან ბინაში ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი – მაგიდა, საწოლი, ტელევიზორი, დოლები…

გვეუბნება, რომ ჭირის სუფრებზე სიარული მისთვის ემოციურად ძალიან რთულია, - ,,ამ დროს შეიძლება მოკვდე. გული გაგისკდეს და მოკვდე. ყოფილა შემთხვევა, რომ დამიკრავს და ვერ მიმღერია. კი არ ვმღეროდი, მეც ვტიროდი – ეს არის ძალიან ცუდი მომენტი, როდესაც შენ უკრავ და გვერდით 23 წლის ბიჭის ცხედარია. მაგრამ, რა ვქნა, უნდა გაუძლო. ეს ჩვენზე ძალიან მოქმედებს".

ჯერ კიდევ 13 წლის იყო, როდესაც გორელმა მედოლემ, დევანოზ ორთანეზაშვილმა არბოს წმინდა გიორგის ეკლესიაში წაიყვანა.

,,იმ დროს დავუკარი, მახსოვს. დევანოზმა წამიყვანა. მაშინ შემარქვა "ქიწნურა".მითხრა, ქიწნურა ყურძენივითა ხარო, რამდენიც გინდა მორწყე, მტევანი არ იზრდებაო. შენც ეგრე, ამდენს ჭამ და არ იზრდებიო. ასე შემარქვა დევანოზამ ქიწნურა. აი, იმ დღიდან მოყოლებული, დოლი არ გამიგდია ხელიდან"", - იხსენებს ვახო ყაზახაშვილი.

წარმოშობით გორის რაიონის სოფელ ახალხიზიდანაა. ახლა ამ სოფელს ბეთლემი ჰქვია.

,,ბიძაჩემი პედაგოგი იყო. ომიდან რომ ჩამოვიდა, ხეიბარი იყო და მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. მეც სულ მეუბნებოდნენ, რომ მესწავლა, მაგრამ საერთოდ არ მიყვარდა სწავლა. წამოვედი სოფლიდან და დავიწყე დოლზე დაკვრა. დავდიოდი დამკვრელად და ასე გავატარე ეს 50 წელი. დღესაც ერთი სული მაქვს, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად გავიდე და ეს საქმე გავაგრძელო."".

მისი პარტნიორი, კლარნეტზე დამკვრელი, ახლა 70 წლისაა. იშვიათად ნახულობს. ის ადგილიც ცარიელია, სადაც დამკვრელები იკრიბებოდნენ ხოლმე.

ვიდეო: ინტერვიუ ვახტანგ ყაზაშვილთან

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020