Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
კოვიდისგან ,,დაპატარავებული“ სარესტორნო ბიზნესი გორში
პანდემიამდე სარესტორნო ბიზნესი გორში ერთ-ერთი ყველაზე უკეთ განვითარებული სფერო იყო. ქალაქში ყოველწლიურად ახალ-ახალი ობიექტები ჩნდებოდა. მხოლოდ, 2019 წელს უფლისციხის გზაზე 10-მდე რესტორნის მშენებლობა დაიწყო. ქალაქის ტერიტორიაზე არსებული რესტორნები კი სტუმრების მიღებას ვეღარ აუდიოდნენ.

დაახლოებით ერთწლიანი პაუზის შემდეგ, 2021 წლის 25 მაისიდან, რესტორნებს საშუალება მიეცათ, მომხმარებლებისთვის შიდა სივრცეები გაეხსნათ, თუმცა, მხოლოდ საღამოს 11 საათამდე. რეგულაციების შემსუბუქება უქმე დღეებზეც გავრცელდება.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი დაინტერესდა, თუ როგორ გაატარეს ერთი წელი და რა გამოწვევების წინაშე დგანან დღეს სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები. რესტორნის მფლობელები, რომლებიც დაწესებული შეზღუდვების პირობებში საკუთარ ობიექტებს ამუშავებენ, ამბობენ, რომ მათი ერთადერთი მიზანი სარესტორნო ბაზარზე დარჩენაა.

ფასების შენარჩუნების მცდელობა


ფოტოზე: რესტორანი ,,ნაჭარმაგევი''

გორთან ახლოს მდებარე ერთ-ერთი მაღალშემოსავლიანი რესტორნის „ნაჭარმაგევის“ მენეჯერი, დიმიტრი ოქროპირიძე ამბობს, რომ მათი სამი ობიექტის მქონე რესტორანი ფაქტობრივად შემოსავლის გარეშეა დარჩენილი. ნავაჭრი, რაც პანდემიის პერიოდში აქვთ, რეალურად, მხოლოდ რესტორნის ხარჯებს ფარავს.

„კორონავირუსმა, როგორც მთელ მსოფლიოს, ჩვენც ძალიან დიდი ზარალი მოგვაყენა. ჯერ იმიტომ, რომ 100 თანამშრომელი გვყავდა პანდემიამდე და ახლა 30 თანამშრომელზე ვართ ჩამოსულები. როდესაც რესტორანი დაკეტილი იყო და მხოლოდ გატანის სერვისზე მუშაობდა, მაშინ 5 ადამიანი გვყავდა დასაქმებული. სამზარეულოსაც, მხოლოდ იმიტომ ვამუშავებდით, რომ მომხმარებელს ვერ ვღალატობდით, რადგან საკმაოდ ავტორიტეტული რესტორანია. გაგვქონდა ხინკალი, ხაჭაპური, ქაბაბი და ისეთი რამ, რაც შეიძლება გატანის სერვისში ყოფილიყო. გახსნის შემდეგ გავზარდეთ თანამშრომელთა რაოდენობა, მაგრამ არა იმდენად, რადგან კომენდანტის გამო მხოლოდ 8 საათამდე შეგვეძლო მუშაობა. ამასთან შაბათ-კვირა აკრძალული იყო სტუმრის მიღება“, - გვიხსნის დიმიტრი ოქროპირიძე.

მენეჯერი ამბობს, რომ „კომენდანტის საათის: ორი საათით გადაწევა და შაბათ-კვირას მომხმარებლის ღია სივრცეში მიღების დაშვება რესტორნისთვის უკვე დიდი შეღავათია, რადგან ეს სტუმრების რაოდენობასაც გაზრდის და შემოსავალსაც.


ფოტოზე: დიმიტრ ოქროპირიძე, ,,ნაჭარმაგევის'' მენეჯერი

„ჯერ ერთი, ხალხსაც გაუჭირდა, რადგან ვაჭრობა ძალიან არის შემცირებული. აქამდე თუ შეიძლებოდა დარბაზში 300 კაცის დასმა, ახალი რეგულაციების გათვალისწინებით, მხოლოდ 160 ადამიანის დასმის უფლება გვაქვს და ისიც მაგხელა სუფრებს ვერ ვაკეთებთ, რადგან არც ქორწილები შეიძლება, არც ნათლობები და არც ქელეხები. დიდი სუფრები არ შეიძლება და მხოლოდ ექვსკაციანი მაგიდების გაშლის უფლება გვაქვს. ეს ყველაფერი აისახება სარესტორნო ბიზნესზე. ჩვენ რეგულაციებს ზედმიწევნით ვიცავთ. ტყვიავის პოლიცია ხშირად ამოდის და ამოწმებს სტუმრების რაოდენობას. ამდენი აკრძალვების გამო ხალისიც აღარ აქვს ხალხს. ამ პატარ-პატარა მაგიდებით ვსულდგმულობთ, რომ იტყვიან. მოგებაზე აღარცაა ლაპარაკი, უკვე გადართულები ვართ მხოლოდ თანამშრომლის შენარჩუნებაზე და იმაზე, რომ გავძლოთ, მანამ სანამ სახელმწიფო არ ჩადგება თავის რეჟიმში და არ დავუბრუნდებით ძველ ცხოვრებას“, - ამბობს რესტორნის მენეჯერი.

დიმიტრი ოქროპირიძე გვიყვება, რომ თანამშრომლებისთვის ორას ლარიანი დახმარების გარდა, სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამები მათ ბიზნესს რეალურად არ შეხებია. არც გადასახადში ჰქონდათ რაიმე სახის შეღავათი. მისი თქმით, ძველი რესტორნის შენობის გასაახლებლად მფლობელებს სესხის აღება სურდათ, თუმცა დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, ამასაც ვერ ახერხებენ.

„პანდემიამდე თუ გვივაჭრია თვეში 100 000 – 150 000 ლარი, მითუმეტეს იცით, რომ ამ ტერიტორიაზე სამ ობიექტს ვამუშავებთ, ახლა, ჩვენი თვიური შემოსავალი ნახევარზე ნაკლებია. 50 000 -დან 60 000 -მდე შეიძლება იყოს ერთი თვის ნავაჭრი, ისიც ამ თანხის 20% საშემოსავლო გადასახადში მიდის. ამ ეტაპზე კარგი იქნება, რომ შემცირდეს საშემოსავლო გადასახადი და, ჩემი აზრით, ჯობია გვქონდეს ფიქსირებული გადასახადი და არა პროცენტი რადგან 20% პროცენტი არც ისე ცოტაა.

სწორედ, მცირე შემოსავლის გამო, მოგვიწია თანამშრომლების დათხოვნა, ისიც აქამდე თუ ჰქონდათ ხელფასი 100 ლარი ახლა აქვთ განახევრებული, იმიტომ, რომ ფაქტობრივად კომენდანტმა სამუშაო საათები გაგვინახევრა. ერთი მომენტიც არის - ის ადამიანები, ვინც 18 საათამდე მუშაობენ, 1 და 2 საათის გამო ვერ ამოვიდოდნენ რესტორანში, ახლა კი შეძლებენ ცოტა მეტხანს დასხდნენ და განიტვირთონ, რადგან აწი 10 საათამდე ვიმუშავებთ“, - იმედიანად ამთავარებს საუბარს ,,ნაჭარმაგევის“ მენეჯერი.

დიმიტრი ოქროპირიძე დასძენს, რომ ქვეყნის შიგნით მკაცრად განსაზღვრული რეგულაციების გარდა, რესტორნის ფუნქციონირებაზე ტურისტების ნაკლებობაც მოქმედებს.

„როდესაც გვექნება მეტი შემოსავალი, შევძლებთ მეტი ადამიანის დასაქმებას. თუ ქვეყანაში ტურისტი არ შემოვიდა, თუ ხალხს ჯიბეში ფული არ გაუჩნდა და საზოგადოებაში მატერიალური დოვლათი არ შეიქმნა, ჩვენი ბიზნესიც განწირულია. მიუხედავად იმისა, რომ საბაზრო ფასებმა ძალიან მოიმატა, არამხოლოდ შემოტანილ პროდუქტზე, არამედ ადგილობრივზეც, ჩვენ მაინც ვცდილობთ კერძების ფასების შენარჩუნებას. ჯერჯერობით, ვიჭერთ ფასებს, მაგრამ ესეც როდემდე გაგრძელდება, არ ვიცით. პირველ რიგში, მაინც ჯანმრთელობაა და იმედი მაქვს, რომ ქვეყანაში მშვიდობა დაბრუნდება და ხალხი დაუბრუნდება ძველ ცხოვრებას, რომ ადამიანებს ჰქონდეს რესტორნებსა და კაფე-ბარებში სიარულის შესაძლებლობა და ხალისი.“

მსგავს პრობლემებზე საუბრობს გორის კიდევ ერთი პოპულარული რესტორნი, „ჟოზეფის“ მენეჯერი, ბაჩო ბერკაცაშვილი. მისმა რესტორანმა, გაძვირებული ბაზრისა და ლარის გაუფასურების გამო, კერძებზე ფასები ვერ შეინარჩუნა და მენიუ 10%-15% - ით გააძვირა.



„რადგან პროდუქტის ფასმაც და დოლარმაც მოიმატა, იძულებულები ვართ, გავზარდოთ მენიუს ფასი და შევამციროთ პერსონალი. რესტორნის თვიური ბრუნვა დამოკიდებულია სტუმრის რაოდენობაზე, აქედან გამომდინარეობს იმ პერსონალის რაოდენობაც, ვინც სტუმარს უნდა მოემსახუროს. მაგალითად, თუ ერთ მიმტანზე გათვლილია ოცი ადამიანის მომსახურება, ახლა ერთ მიმტანზე შემოდის 7-8 ადამიანი. ამიტომ გვიწევს, რომ კადრი გავათავისუფლოთ. გატანის სერვისმა კი მოიმატა, მაგრამ არც იმდენად რომ ის დანაკლისი აანაზღაუროს, რაც იყო“, - ამბობს ბაჩო ბერკაცაშვილი.

პანდემიის დაწყებამდე რესტორანი „ჟოზეფი“ სრული დატვირთვით მუშაობდა და შემოსავალიც მაღალი ჰქონდა, თუმცა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემოღებულმა რეგულაციებმა მათ ბიზნესს შემოსავლის 70% პროცენტი მოაკლო.



ფოტოზე: ,,ჟოზეფის'' მენეჯერი - ბაჩო ბერკაცაშვილი

„ყველას გვიყვარს გართობა, რესტორანში წასვლა, აქედან გამომდინარე, საქართველოში სარესტორნო ბიზნესი ძალიან განვითარებულია და საკმაოდ კარგ დონეზეა ასული. პანდემიამ იმდენად დაგვარტყა, რომ ბრუნვა სარესტორნო სისტემაში 30% -მდე დაეცა. როდესაც ცხრა საათამდე იყო „კომენდანტი“, ჩვენი რესტორნის ნავაჭრიც 20%-30% მდე დავარდა. ახლა კი გადაიწია „კომენდანტმა“, მაგრამ ჯერჯერობით დიდი შეღავათი არ გვქონია.“

რესტორნების მენეჯერები ფიქრობენ, რომ გადასახადებზე შეღავათის დაწესება მნიშვნელოვანი იქნებოდა ბიზნესისათვის, რადგან რეგულაციების ზედმიწევნით დაცვაც საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

„ ეს 70%-80% პროცენტიანი დანაკლისი ალბათ გესმით. ძალიან ცოტაა შემოსავალი რესტორნისთვის, ელემენტარულ ხარჯებს ძლივს წვდება. იმასაც არ ჰყოფნის, რომ თანამშრომლების ხელფასები და კომუნალურები დაფაროს. როდესაც დაკეტილი იყო რესტორანი გარკვეული გადასახადები მოიხსნა, მაგრამ ახლა ჩვეულებრივად ვიხდით. ის, რომ სადეზინფექციო ხსნარით უნდა დამუშავდეს ზედაპირები და ხშირად შეხებადი ნივთები, ასევე ხშირად დაისხას სითხე დეზობარიერზეც. პირბადეები, რომელსაც ხანდახან დღეში ორჯერ იცვლის თანამშრომელი ან სტუმარი, რომელსაც არ აქვს პირბადე ვაძლევთ. ასევე ხელთათმანის ხარჯი და ა.შ.“, - გვიხსნის „ჟოზეფის“ მენეჯერი.

ბრძოლა ბაზარზე დასარჩენად



რესტორანი “ტერასას” დირექტორი, თენგიზ არჩვაძე ამბობს, რომ მათ ობიექტს ყველაზე დიდი დარტყმა საზღვრების ჩაკეტვამ მიაყენა, რადგან რესტორანი ძირითადად ტურისტებს ემსახურებოდა.

„პანდემიამდე ჩვენი რესტორანი ნახევარზე მეტი დატვირთვით მუშაობდა ტურისტულ სეგმენტზე, შესაბამისად, ჩვენი მუშაობა განახევრდა, შეიძლება ითქვას 60% -ით შემცირდა. შემდეგ როდესაც ჩავიკეტეთ და „კომენდანტის საათი“ გამოცხადდა, რესტორანი გადავიდა გატანა-მიტანის სერვისზე, მაგრამ ეს იმდენად მიზერული სამუშაო იყო, რომ ამით ვეცადეთ მხოლოდ შეგვენარჩუნებინა თანამშრომლები, სამზარეულო და მომხმარებელი.“

„ტერასას“ მენეჯერის თქმით, კრიზისული მდგომარეობის მიუხედავად, რესტორანმა სცადა, თანამშრომლების დიდი ნაწილი შეენარჩუნებინა და ისედაც მძიმე ფინანსურ ფონზე, მათი მატერიალური მდგომარეობა უფრო მეტად არ დაემძიმებინა.



ფოტოზე: ,,ტერასა გორის'' მენეჯერი თენგიზ არჩვაძე

„თანამშრომლები გადავიყვანეთ ნახევარ განაკვეთზე, რომ შეგვძელბოდა მთლიანი სტაფის შენარჩუნება. სახელმწიფოსგან მხოლოდ ის შეღავათი გვქონდა, რომ ხელფასები არ იბეგრებოდა და არ ვიხდიდით სახელფასო გადასახადს და რომელ თანამშრომელსაც ვერ ვამუშავებდით, მაგალითად მიმტანებს, რომლის სამუშაოც რეალურად არ იყო, ისინი სახელმწიფოსგან იღებდნენ 200 ლარს. ამ დროს არანაირი გათვლა არ გვქონია, რაიმე მოგებაზე ან შემოსავალზე, უბრალოდ, ვეცადეთ დავრჩენილიყავით ბაზარზე.“

თენგიზ არჩვაძე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ ტურისტული სეზონის იმედი აქვთ და ფიქრობენ, რომ რეგულაციების ცოტათი შემსუბუქება რესტორანს საშუალებას მისცემს ისევ დარჩეს ბაზარზე.

„ფაქტობრივად, უკვე ერთი წელია, არანაირ მოგებაზე არ არის საუბარი ისევ და ისევ ვცდილობთ ბაზარზე დარჩენას. გათვლები გვაქვს და იმედია რომ ტურისტი შემოვა, რაც სახმელეთო საზღვრები გაიხსნა და, შესაბამისად, ველით შემოსავლების მომატებას.
თავიდან, როდესაც გავიხსენით, პირველი ორი თვე ვცდილობდით კერძების ფასები შეგვენარჩუნებინა, თუმცა შემდეგ უკვე იმდენად გაძვირდა ყველაფერი, რომ მოგვიწია 10-15% ით ფასების ზრდა.“

რა ზიანი მიადგა ქალაქს

გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელის, რობერტ მაღლაკელიძის თქმით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქალაქში მხოლოდ 14 220 უცხო ქვეყნის მოქალაქე შემოვიდა, აქედან მხოლოდ 9 000 იყო ტურისტი, დანარჩენი უბრალოდ ვიზიტორი.

„პანდემიამ დიდი ზარალი მიაყენა ქალაქის ეკონომიკას. სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესს. აგრეთვე ღვინის მარნებსა და მუზეუმებს. 2020 წელს ძალიან ცოტა უცხოელი ტურისტი გვყავდა. ახლა სახმელეთო საზღვრები გაიხსნა და შესაბამისად ველოდებით ქვეყანაში და აგრეთვე ქალაქში უცხოელი ტურისტების შემოდინებას, თუმცა ახლახანს გავრცელდა სამწუხარო ინფორმაცია, რომ ქვეყანაში დაფიქსირდა ინდური შტამი, რაც ვფიქრობ ცუდად აისახება ტურისტულ სეზონზე“, - გვითხრა რობერტ მაღლაკელიძემ და მოუწოდა საზოგადოებას, მკაცრად დაიცვან ყველა არსებული რეგულაცია.

პანდემიამდე, 2019 წლის ბოლოსა და 2020 წლის პირველი იანვრის ჩათვლით, მხოლოდ გორში 513 250 ტურისტი შემოვიდა. მათი დიდი ნაწილი რუსეთის, ჩინეთის, ისრაელის, ბელარუსის, ინგლისის, ამერიკის შეერთებული შტატების, იტალიისა და საფრანგეთის მოქალაქეები იყვნენ.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, იმ შემთხვევაში თუ ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის ტენდენცია შენარჩუნდება, პირველი ივნისიდან, კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ საშუალება ექნებათ სტუმრები დახურულ სივრცეშიც მიიღონ, თუმცა შეზღუდვა სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი და ა.შ. ძალაში რჩება. რესტორნის მეპატრონეები კი ამბობენ, რომ მათთვის ყველაზე დიდი მოგება სწორედ სოციალური ღონისძიებების მომსახურება გახლდათ.

როდის დავჩექინდეთ?

მიუხედავად იმისა, რომ რესტორნებში დღესდღეობით მომხმარებელთა რაოდენობა ასე თუ ისე გაიზარდა, მოქალაქეები ერიდებიან ფოტოებისა და ვიდეობის გამოქვეყნებას, ასევე, ლაივების ჩართვას.

ფეისბუკის მონაცემების მიხედვით 2019 წლამდე, იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებმაც სოციალურ ქსელში გორის ესა თუ ის რესტორანი მონიშნეს, რამდენიმე ათეულ ათასს აღწევდა.

,,ნაჭარმაგევში'' სტუმრად მყოფმა 28 990 მომხმარებელმა მიუთითა ,,Check In''. მეორე ადგილი დაიკავა რესტორანმა ,,ჟოზეფმა'', რომელიც წლების წინ, სპორტკაფის სახელით იყო ცნობილი. ჟოზეფში 19 004 მომხმარებელი „დაჩექინდა“.
,,ნაჭარმაგევისა'' და ,,ჟოზეფის'' ვიზიტორების რაოდენობა სტალინის სახლ-მუზეუმში ,,დაჩექინებულთა'' რაოდენობასაც აღემატება. სტალინის სახლ-მუზეუმში ყოფნა ფეისბუკზე 16 158 ტურისტმა მიუთითა.

,,შანსელიზეში'' ყოფნის ფაქტი აღნიშნა სოციალურ ქსელში 13 232-მა სტუმარმა, ხოლო რესტორან ,,მზიურში'' - 13 195-მა.

შედარებით ახალგახსნილ ,,რესტო ბარში'' 4 544 ადამიანი, ხოლო ,,ტერასა გორში'' – 1 931 ადამიანი ,,დაჩექინდა."

ფეისბუკის ხუთეული ,,Check In''-ის მიხედვით ასე გამოიყურება:

1. ,,ნაჭარმაგევი'' - 28 990
2. ,,ჟოზეფი'' - 19 004
3. სტალინის მუზეუმი - 16158
4. ,,შანსელიზე'' - 13 232
5. ,,მზიური'' - 13 195

დღეს ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 360 ახალი შემთხვევა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 546, საიდანაც: ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 220 პირი. 658 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 7 059 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 44 ადამიანი, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 773 პირი ემსხვერპლა.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020