Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
,,სემსოტას’’ იგივე შალვა გულიაშვილის ისტორია
შიდა ქართლის პოლიცია 38 წლის შალვა გულიაშვილს ეძებს. ჩხრეკა მის საცხოვრებელ სახლშიც ჩაატარეს. შსს-ს პრეს-სამსახური ირწმუნება, რომ ვერხვების დასახლებაში წუხელ მომხდარ ფაქტზე, იგი არაა დაკავებული. არც ისაა ცნობილი, შეძლო თუ არა პოლიციამ მისი დაკითხვა.

2021 წლის 3 ივნისს, საღამოს დაახლოებით 20-დან 21 საათამდე პერიოდში, სასიკვდილოდ, 42-წლის ზურაბ რიკრიკაძე (მეტსახელად ტრუტი) დაჭრეს. სწორედ, ამ საქმის გამო, დაიწყო პოლიციამ შალვა გულიაშვილის ძებნა. რიკრიკაძის გადარჩენა კი გორმედის ექიმებმა ვერ შეძლეს.

ვისგან ან ვისი კუთვნილი იარაღიდან მიიღო ჭრილობა 42 წლის მამაკაცმა, ჯერ უცნობია. გულიაშვილის ოჯახის წევრები ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებენ, რომ სწორედ იარაღის წარმომავლობაა გასარკვევი. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ შალვა გულიაშვილი არ არის მკვლელი და არც არასდროს ყოფილა.



ფოტოზე: ვერხვების დასახლება, 2021 წლის 3 ივნისი

შალვა გულიაშვილის ადგილსამყოფელს არკვევს ადვოკატი ანა ჟღენტიც, რომელიც გორში დღეს სპეციალურად ჩავიდა, საგამოძიებო უწყებას ორდერი ჩააბარა, რადგან საჭიროების შემთხვევაში, გულიაშვილის ინტერესები საგამოძიებო პროცესებში დაიცვას.

ადვოკატი ანა ჟღენტი შალვა გულიაშვილს წლების განმავლობაში იცავდა. ჩვენს მისგან მოვიპოვეთ ნებართვა იმ ინფორმაციის გახმაურების შესახებ, თუ როგორ ცდილობდა ადვოკატი 16-წლიან პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებულის უფლებების დაცვას. ჩვენს მიერ მოპოვებულ საქმის მასალებში დგინდება, რომ 2004 წლიდან 2018 წლამდე, პატიმარი შალვა გულიაშვილი, მეტსახელად ,,სემსოტა" საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად იბრძოდა.

გულიაშვილის საქმეები, ბოლო 16 წლის განმავლობაში, განხილული აქვს ბორჯომის, ქარელის, გორისა და მცხეთის სასამართლოებს. ნაწილი ეხება ახალ აღმოჩენილი გარემოებების გამო განაჩენში ცვლილებებს, ნაწილი კი პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმების მოთხოვნებს. 

,,რომ ჩაიხედოთ საქმეებში, საოცარ ამბებს ნახავთ" - გვითხრა ადვოკატმა. ჩვენ მას ვკითხეთ, ამ წარსულ საქმეებში ოდესმე გადაიკვეთა თუ არა შალვა გულიაშვილისა და ზურაბ რიკრიკაძის ინტერესები. ადვოკატს მსგავსი ფაქტი არ ახსოვს.


რა გზა განვლო შალვა გულიაშვილმა?



შალვა გულიაშვილი 21 წლის იყო, როდესაც თავდაპირველად ბორჯომის პოლიციამ ქურდობის მუხლით დააკავა. 2004 წლის იანვარში 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, საიდანაც ციხეში წელიწადზე მეტი გაატარა, ხოლო პირობითი მსჯავრი 8 თვე ჰქონდა დარჩენილი. ეს ის პერიოდია, როდესაც შიდა ქართლში და განსაკუთრებით გორში ადგილი ჰქონდა მანქანების გატაცების და, შემდეგ, ცხინვალში მათი გადაყვანის ფაქტებს.

ადვოკატი ანა ჟღენტი 2013 წელს მიცემულ ინტერვიუში აცხადებდა, რომ ციხიდან განთავისუფლების შემდეგ, გულიაშვილმა პოლიციელებისგან შეთავაზება მიიღო.

,,პოლიციამ იცოდა, რომ მას ჰქონდა კავშირები ცხინვალში, ამიტომ, შიდა ქართლის სამმართველოს უფროსი ვოვა ჯუღელი სისტემატიურად იბარებდა შეხვედრაზე, თუმცა გულიაშვილი მაქსიმალურად არიდება თავს. ერთ დღესაც ის გორის ცენტრში გადაადგილდებოდა, მას მიუახლოვდა პატრულის თანამშრომელი და მოსთხოვა ჯუღელთან გაყოლოდა. გულიაშვილმა იფიქრა, წამლის ჩადებასა და კვლავ დაპატიმრებას მიპირებდნენო და გაქცევა გადაწყვიტა. იქვე იდგა საპატრულო პოლიციის მანქანა, ჩაჯდა და გაიქცა ამ მანქანით, მოახერხა ცხინვალში გადასვლა.“ - აღნიშნავს ინტერვიუში ადვოკატი.

პატრულის მანქანის გატაცების ორი ვერსია


ოტოზე: ადვოკატი ანა ჟღენტი

პატრულის მანქანის გატაცების ფაქტი 2005 წელს მოხდა. შს სამინისტრომ კი ეს ფაქტი მაშინ ასე აღწერა:

,,2005 წლის 2 მაისს, დაახლოებით 18 საათზე, შალვა გულიაშვილი ძიებით დაუდგენელ პირთან და ზ. ბ-სთან ერთად, ამ უკანასკნელის მართვის ქვეშ მყოფი, შავი ფერის "ფოლცვაგენ გოლფის" მარკის ავტომანქანით, მოძრაობდა ქ. გორში, სტალინის გამზირზე, ცენტრიდან მდინარე მტკვარზე არსებული ხიდის მიმართულებით. მოძრაობისას მათ შენიშნეს ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული, საპატრულო პოლიციის კუთვნილი "შკოდას" მარკის სპეცავტომანქანა, რომლის წინა, მარჯვენა სავარძელზე იჯდა პატრულ-ინსპექტორი ბ. გ-ი. დაინახეს რა, რომ ამ უკანასკნელის მეწყვილე ავტომანქანაში არ იმყოფებოდა, მათ დანაშაულებრივად განიზრახეს ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ ავტომანქანაში მყოფ პოლიციის თანამშრომელს დიდი ოდენობით ნივთის-საპატრულო პოლიციის სპეცავტომანქანის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.’’ - ვკითხულობთ 2005 წლის განაჩენში.

ამავე განაჩენის მიხედვით, შალვა გულიაშვილმა და მის მეგობრებმა ავტომანქანა საპატრულო პოლიციის ავტომანქანის გვერდით გააჩერეს.

,,სამივე მათგანი ავტომანქანიდან გადავიდა. განზრახული ჰქონდათ ჯგუფური თავდასხმა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით თავიდან აიცილეს რა პატრულის მხრიდან მოსალოდნელი შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა, ძლიერი დარტყმა მიაყენეს მას მარცხენა საფეთქლის არეში. დარტყმის შედეგად პატრულის თანამშრომელი ასფალტზე დაეცა, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა მიიღო და გონება დაკარგა.“ - ირწმუნებოდა პროკურატურა.

ცოტა ხანში, პატრულის მანქანას პოულობენ იმავე სტალინის ქუჩაზე, ,,ბავშვთა სამყაროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, არხში ჩავარდნილს. შალვა გულიაშვილი კი ვერსად ნახეს. როგორც შემდეგ გაირკვა, ის ცხინვალში წასულა.

ადვოკატი, 2013 წელს მიცემულ ინტერვიუში უთითებს, რომ ეს არ იყო მანქანის გატაცება, ეს იყო მოსალოდნელი უკანონო დაკავებისგან თავის არიდება, რადგან შალვა გულიაშვილს პოლიციის უფროსი იბარებდა. გულიაშვილმა კი, წამლის ჩადებისგან თავიდან აცილება გადაწყვიტა და პატრულის თანამშრომლებს გაექცა.

დეპუტატ თამაზ ყაჭეიშვილისა და მისი მანქანის გატაცება


ადვოკატი იხსენებს, რომ 2005 წელს ცხინვალში მყოფ შალვა გულიაშვილს, ქართველი პოლიციელებისგან გაგზავნილი პიროვნება შეხვდა:

,,ცოტა ხანში, მასთან ცხინვალში მივიდა პიროვნება, რომლის ვინაობასაც ამ ეტაპზე არ გავაჟღერებ და ასეთი რამ შესთავაზა: ძებნაზე არ გსვამენ, თუმცა შენგან ითხოვენ თანამშრომლობასო. ეს პიროვნება ქართველი სამართალდამცველებისგან იყო გაგზავნილი შუამავლად. როდესაც ჩემი კლიენტი დაინტერესდა, თუ რაში გამოიხატებოდა მისი თანამშრომლობა, პირდაპირ უთხრა: ჩვენ მოგცემთ მანქანას, რითაც მიხვალ ბუფერულ ზონაში. ე.წ. საზღვართან და შენ უნდა გადმოიყვანო მარეკ დუდაევის ძმა, ერიკ დუდაევი. როდესაც ის გადმოვა, მანქანის გადაცემის ფაქტზე ჩვენ მას დავაკავებთო. იმ პერიოდში ავტომანქანების გატაცება და ცხინვალში გადაყვანა, მაინცდამაინც, უცხო ხილი არ იყო. გულიაშვილმა უარი განაცხადა ასეთი ტიპის თანამშრომლობაზე და რაღაც პერიოდის განმავლობაში ცხინვალში დარჩენა არჩია. შემდეგ ის გადმოვიდა ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, თავის სოფელში, იქ კიდევ დაეკონტაქტა ის პიროვნება და ამჯერად მოახერხა გულიაშვილის დათანხმება. მართლაც, ნატახტარის ტეკთან დაუთქვა შეხვედრა, მივიდნენ ორი ჯიპით, ერთში იჯდა თვითონ ეს პიროვნება, მეორეში კი, სადაც გულიაშვილი ჩასვეს, არც მეტი, არც ნაკლები ვანო მერაბიშვილი გახლდათ. ძალიან გაუკვირდა და შეეშინდა კიდეც. მერაბიშვილმა უთხრა, რატომ იმალებოდიო. ჩვენ შენი დაპატიმრება ყველგან შეგვიძლია, მაგრამ თუ ითანამშრომლებ, პრობლემა არ იქნებაო. მოგცემ მანქანას, რომელსაც გადასცემ ერიკ დუდაევს, მაგრამ ეს არ იქნება ერთი შემთხვევა. მთავარია, რომ შენ ის შემოიყვანო ნდობაშიო. გულიაშვილი დასთანხმდა ამ შემოთავაზებას, რის შემდეგაც მიუთითეს კონკრეტულ ჯიპზე. გადასცეს საბუთები და უთხრეს, ეს ჯიპი უნდა გადაიყვანოო. გულიაშვილმა მოგვიანებით გაიგო, რომ ეს მანქანა დეპუტატ თამაზ ყაჭეიშვილს ეკუთვნოდა, რომელიც ტყეში გაიტაცეს და სასტიკად გაუსწორდნენ.“ - ამბობდა ადვოკატი ანა ჟღენტი. ეს ინტერვიუ გაზეთ პრაიმ ტაიმში გამოქვეყნდა, რომელიც მირინა ბოქულაშვილმა ჩაწერა.

გაზეთი 24 საათი, 2005 წელს ამ ფაქტს განსხვავებულად აღწერს. უფრო მეტიც, გამოქვეყნებული აქვთ შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის ბრიფინგის ტექსტი, სადაც მაშინდელი მინისტრი ამბობდა, რომ დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფის წევრი, რომელსაც დეპუტატ თამაზ ყაჭეიშვილის გატაცებაშია ბრალდებული.

ეს საქმე მცხეთის სასამართლომ განიხილა, რადგან ტერიტორიულად, დეპუტატის გატაცება ამ რაიონის ტერიტორიაზე მოხდა. განაჩენში ვკითხულობთ:

,,შალვა გულიაშვილმა ძიებით დაუდგენელ ოთხ პირთან ერთად შექმნა დანაშაულებრივი ჯგუფი ყაჩაღობის ჩადენის მიზნით. 2005 წლის 23 აგვისტოს, თბილისში, აღნიშნულ პირებთან ერთად იგი თავს დაესხა თამაზ ყაჭეიშვილს, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით წაართვეს მისი კუთვნილი ავტომანქანა "ჰუნდაი გალოპერი", მობილური ტელეფონი, ფულადი თანხა; პარლამენტის წევრის მოწმობა; ავტოტრანსპორტის რეგისტრაციის მოწმობა და მართვის მოწმობა. ამის შემდეგ მათ ჩასვეს ზემოაღნიშნულ ავტომანქანაში, მას უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და წაიყვანეს მცხეთის რაიონში არსებულ ტყის მასივში, სადაც მიაბეს ხეზე და დატოვეს, თვითონ კი დაუდგენელ პირებთან ერთად მიიმალა. გულიაშვილმა გატაცებული ავტომანქანა გადაიყვანა ქ. ცხინვალში და მიყიდა გამოძიებით დაუდგენელ ვინმე "მიშიკოს" – ვკითხულობთ განაჩენში.

ადვოკატი აცხადებს, რომ ამ ჯიპის გატაცებაში შალვა გულიაშვილს ბრალი არ მიუძღვის, რადგან ეს ჯიპი შალვა გულიაშვილს მიუყვანეს იმის გამო, რომ ცხინვალში ერიკ დუდაევისთვის გადაეცა. შალვა გულიაშვილმა მანქანა წაიყვანა, თუმცა შს სამინისტროს მაშინდელი დავალება არ შეასრულა. პოლიცია მიხვდა, რომ ერიკ დუდაევის დასაკავებლად შალვა გულიაშვილი არ გამოადგათ და ამის შემდეგ, გადაწყვიტეს თვითონ გულიაშვილის დაკავება:

,,მოკლედ, ეს ჯიპი გადაიყვანა, დაუკავშირდა ერიკ დუდაევს, თუმცა მანქანის გაყიდვა ვერ მოხერხდა. მალევე ცხინვალში ჩადის ის პიროვნება, რომელიც შუამავალი იყო და გულიაშვილს ეუბნება, დამიბრუნე მართვის მოწმობა, გადამაღებინე ფოტოები და ,,ვაზვრატზე“ დაველაპარაკები ყაჭეიშვილსო. გულიაშვილი უპრობლემოდ დასთანხმდა ამ წინადადებასაც. სინამდვილეში არანაირ ვაზრვატზე არ იყო საუბარი, რადგან უკვე მისი დაპატიმრება ჰქონდათ განზრახული. ჩათვალეს, რომ მან დავალება ვერ შეასრულა. როდესაც ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა, საკუთარ სახლში იმყოფებოდა, რა დროსაც ჩაატარეს სპეცოპერაცია. მამამისის ლოგინში უპოვეს ვითომ ის ფოტოები და საბუთები, რომელიც შუამავალს გადასცა. დაიჭირეს გულიაშვილი და გაასამართლეს საპატრულო პოლიციის მანქანისა და ყაჭეიშვილის დაყაჩაღება-გატაცების ბრალდებით. ასევე, გაასამართლეს მისი მეგობარი, რომელიც საერთოდ აზრზე არ იყო, რა ხდებოდა. დაკავების მომენტში მასზე განხორციელდა სერიოზული ზეწოლა, იყო წამების ფაქტები. „ - აღნიშნავდა ადვოკატი.

ქარელის სასამართლო შენობიდან გაქცევა და ერიკ დუდაევის დასაკავებლად მისი გამოყენების მცდელობა


როგორც ირკვევა, ციხეში ყოფნის პერიოდში, 2006 წელს, შალვა გულიაშვილს კიდევ შესთავაზეს თანამშრომლობა. კერძოდ, ცხინვალში გარკვეული დავალება უნდა შეესრულებინა. ამის გასაკეთებლად კი, ციხიდან უნდა გაქცეულიყო. შალვა გულიაშვილი ქარელის სასამართლოდან გაიქცა, თუმცა დავალება მაინც არ შეასრულა:

,,მერაბიშვილის მიერ გაგზავნილმა ხალხმა მას ცხინვალში გარკვეული ღონისძიების ჩატარება დაავალა, მანამდე სასამართლო დარბაზიდან უნდა მომხდარიყო მისი გაქცევის ინსპირირება თავის გადარჩენის მიზნით. გულიაშვილი თანხმდება ამ წინადადებას. მართლაც, ქარელის სასამართლოდან მოხდა მისი გაქცევა. სპეცრაზმმა მას კორიდორი გაუკეთა და ,,ფორთოჩკიდან“ გადახტომის საშუალება მისცეს. დავალება მას არ შეუსრულებია. როდესაც საბოლოოდ, გადაეწურათ ქართველ სამართალდამცველებს გულიაშვილთან თანამშრომლობის იმედი, სოდ-მა ცხინვალში ჩაატარა სპეცოპერაცია. ვინაიდად, ის უკვე საკმაოდ, სერიოზული ინფორმაციის მატარებელი იყო. უნდოდათ, იზოლირებული ჰყოლოდათ. ოპერაციის შედეგად, ჩამოიყვანეს თბილისში. მაშინ გავრცელდა სპეცოპერაციის კადრები და ვანო მერაბიშვილის კომენტარი, თითქოსდა დაიჭირეს სასტიკი კრიმინალი, რომელმაც გაიტაცა დეპუტატი ყაჭეიშვილი. მაშინ მერაბიშვილმა თქვა, რომ ე.წ. ბუფერულ ზონაში, ფრისის ტერიტორიაზე მოხდა დაკავება. სინამდვილეში, გორში, რესტორან ,,ნიავთან“ დადგეს სპექტაკლი, რომ ვითომ ფრისში დააკავეს. ეს დასჭირდათ იმიტომ, რომ ვერ იტყოდნენ ცხინვალში შევედით და სპეცოპერაცია ჩავატარეთო. მოკლედ, დააკავეს და 22 წელი მიუსაჯეს.“ - აღნიშნა ადვოკატმა პრაიმ-ტაიმთან მიცემულ ინტერვიუში.

მართლაც, შალვა გულიაშვილს 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, სასჯელთა შეკრებითობის პრინციპით. 2007 წლის დეკემბერში გამოცემული ამნისტიით, გარკვეულ მუხლებზე ამნისტია შეეხო და სასჯელის ზომა 15 წელსა და 8 თვემდე ჩამოვიდა. სასჯელის ათვლა დაიწყო, 2005 წლის 9 სექტემბრიდან, - დაკავების მომენტიდან.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020