Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
,,ევროკრედიტის'' მიერ დაზარალებულმა მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს
გორში,  სასამართლოს შენობის წინ, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ევროკრედიტის" მიერ დაზარალებული მოქალაქეები შეიკრიბნენ. ისინი ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

მათი თქმით, მართალია, ევროკრედიტის ხელმძღვანელი დააკავეს და პასუხისგებაში მისცეს, თუმცა ეს დაზარალებული ადამიანებისთვის შეღავათი არ აღმოჩნდა.

სამოქალაქო დავაში ამ ეტაპზე პერსპექტივას ვერ ხედავენ, რადგან საფინანსო ორგანიზაციას აღარანაირი ქონება გააჩნია.

აქციის მონაწილეები დიდი ხანია ითხოვენ, რომ ქალაქის ცენტრში არსებული მიწის ნაკვეთი მათი საკუთრება გახდეს, რომლის გაყიდვის შემდეგ, შემოსავალს ზარალის სახით აინაზღაურებდნენ.

როგორც ირკვევა, სადაო ტერიტორიას ყადაღა ცოტა ხნის წინ მოუხსნეს და მასზე კორპუსი შენდება. მშენებლობას კი ყოფილი პარლამენტარი, იოსებ მაკრახიძე უძღვება.

,,ევროკრედიტი'' მანამდე სხვა კორპუსს ქალაქის სხვა უბანში, წმინდაწყალზე აშენებდა. წმინდაწყლის კორპუსი კვლავ დაუმთავრებელია, ქალაქის ცენტრში კი, - მშენებლობა მიმდინარეობს.

დილემის წინაშე მყოფ მოქალაქეებს მხარდაჭერას ანა დოლიძე უცხადებს, ის სპეციალურადგორში ჩავიდა და ცდილობს სამართლებრივი დახმაურება აღმოუჩინოს.

შეგახსენებთ, 2019 წელს კომპანია ,,ევროკრედიტს" გორში 72 მოქალაქის მიმართ არსებული დავალიანების გადახდა დააკისრეს.  მოსამართლე ვალერიან ფილიშვილის გადაწყვეტილებით (სარეზოლუციო ნაწილი) ,,ევროკრედიტს" დაახლოებით 1 მლნ ლარის გადახდა დაეკისრა.

72 მოსარჩელემ ,,ევროკრედიტს" მას შემდეგ უჩივლა, როდესაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ დაზარალებულებს პროცენტის გადახდა შეუწყვიტა. თითოეული მოქალაქის თანხა სხვადასხვა რაოდენობისაა. კომპანიის დირექტორი ქეთევან ყაყიტაშვილი დაკავებულია. მასთან ინტერვიუ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა დაკავებამდე ჩაწერა.

,,ჩვენ შეგვეძლო გვეჩივლა კონკრეტული პიროვნებისთვის, რადგან მან შეგვატანინა თანხები. თუმცა რაკი მას, როგორც პიროვნებას, საკუთრებაში ქონებები აღარ გააჩნია, გადავწყვიტეთ კომპანიისთვის გვეჩივლა. როგორც ჩვენ ვიცით, ეს კომპანია ისევ მუშაობს, აქვს ანგარიშები გახსნილი და იქ თანხა ისევ ბრუნავს" - აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020