Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
რიბქა ჯინჯიხაშვილი - უკანასკნელი ებრაელი ცხინვალში
ცხინვალში ძირძველ ებრაელთაგან უკანასკნელი, რიბქა ჯინჯიხაშვილი ცხოვრობს. მისი ოცნებაა - ერთხელ მაინც ნახოს, როგორ ცხოვრობს მისი ხალხი ისრაელის მიწაზე. მის შესახებ სტატიას გაზეთი ,,ნიხასი'' აქვეყნებს.

,,მამაჩემი ვერ დაბრუნდა სამამულო ომიდან, დედაჩემი აღარ გათხოვდა და ასე სიღარიბეში გვზრდიდა მე და ჩემს ორ ძმას. ძმები დამეღუპნენ, მათი შვილები დიდი ხნის წინ წავიდნენ ისრაელში; საქართველოშიც მყავს შორეული ნათესავები, თუმცა მათ არასდროს მოვუკითხივარ. ძალიან კარგი ძმები მყავდა, ძალიან მიყვარდნენ, ყველას მათთან ვადარებდი და ვცხოვრობ ახლა ასე მარტო, ჩემს კატასთან ერთად." - ამბობს რიბქა ჯინჯიხაშვილი.

გასულ საუკუნემდე ცხინვალის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ებრაელები შეადგენდნენ. 1917 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობის 39%-ს შეადგენდნენ.

ქალაქის ძველ ნაწილს დღემდე აქვს შემორჩენილი ,,ებრაელთა დასახლების" სახელწოდება, 2008 წლის ომის დროს ეს კვარტალი მნიშვნელოვნად დაზარალდა.



ფოტოზე: ძველი ცხინვალი, ებრაელთა დასახლება

ცხინვალის დატოვება ებრაელებმა 1970-იანი წლებიდან დაიწყეს. 90-იანი წლების კონფლიქტის დროს კი ბევრი მათგანი ქართველებთან ერთად დევნილად იქცა. რიბქამ ვერ მოახერხა ქალაქის დატოვება და დღემდე მშობლიურ სახლში ცხოვრობს.

მისი მდგომარეობა ძალიან გართულდა მას შემდეგ, როცა მის სახლში დაუპატიჟებელმა სტუმრებმა იწყეს სიარული. ინფორმაციას პორტალი ,,ნიხასი" ავრცელებს. მათთან საუბრისას რიბქა ჯინჯიხაშვილი ამბობს, რომ - სრულიად უცხო ადამიანები მიდიან მასთან, თან მოაქვთ ათასი სიბინძურე და მოხუცზე ფიზიკურ ძალადობასაც კი არ ერიდებიან - ერთ-ერთმა მათგანმა კბილიც კი ჩაუმტვრია.

,,როცა კარი ჩაკეტილია, ძალით ამტვრევენ საკეტს. ერთხელ 12 ათასი რუბლი წამართვეს, მეორედ 23 ათასი, აღარ ვიცი რა ვიღონო. გაყარეთ ჩემი სახლიდან ეს ,,სტუმრები!" - ამბობს რიბქა ჯინჯიხაშვილი მიცემულ ინტერვიუში.


ფოტოზე: რიბქა ჯინჯიხაშვილი

,,რიბქას საცხოვრებლის გარშემო ნაგვის მთებია აღმართული" - ვკითხულობთ ,,ნიხასის" სტატიაში, თუმცა რას აკეთებს ამ დროს ცხინვალის ხელისუფლება, გაურკვეველია.

ცხინვალელები აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურებიან. მათი უმეტესობა შეშფოთებულია მარტოხელა მოხუცის მდგომარეობით და მთავრობას სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებს; ნაწილი მოხუცთა თავშესაფარში წასვლას ურჩევს, ნაწილს კი გაზვიადებულად ეჩვენება მოხუცის ნაამბობი.


ფოტოზე: რიბქა ჯინჯიხაშვილის სახლი

რიბქა მეზობლებისა და სხვა კეთილი ადამიანების დახმარებით ცხოვრობს. მათ მიაქვთ მასთან საკვები და სხვა საჭირო ნივთები.

,,ის საწყალი ქალია, ბევრი რამის გადატანა მოუწია - ძმები დაეღუპნენ, მათი შვილები შორს ცხოვრობენ. თვითონ მარტო ცხოვრობს, ხშირად მივდივარ ხოლმე მასთან და ცხელი წვნიანი და სხვა საკვები მიმაქვს." - ამბობს მეზობელი ინტერვიუში.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020