Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
კულტურის განვითარების მხარდაჭერა: პროექტმა EU4Culture საქართველოს რეგიონების ქალაქებისთვის კონკურსი გამოაცხადა
ახალმა პროექტმა EU4Culture საქართველოს რეგიონების ქალაქებისთვის კონკურსი გამოაცხადა, რომელიც მიზნად ისახავს ქალაქების მხარდაჭერას კულტურის განვითარების სტრატეგიების მომზადებაში.

კონკურსში მონაწილეობა შეეძლებათ საქართველოს ქალაქებს (გარდა დედაქალაქისა), რომლებიც კონკურსის პირობებს აკმაყოფილებენ. აპლიკანტებს შეუძლიათ რეგისტრაციის გავლა და წინადადებების წარდგენა გოეთეს ინსტიტუტის სააპლიკაციო პორტალზე (GAP). განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 30 ივნისი.

თავდაპირველად, შეირჩევა საქართველოს ხუთი ქალაქი, რომლებიც სრული საკონკურსო განაცხადის დასაწერად 1,000 ევრომდე ოდენობის გრანტს მიიღებენ. მომდევნო ეტაპზე მაქსიმუმ სამი შერჩეული ქალაქი მიიღებს 30,000 ევროს ოდენობის გრანტს კულტურის განვითარების სტრატეგიის სრული ვერსიის მოსამზადებლად. საბოლოოდ კი, ერთი ქალაქი მოიპოვებს 300,000 ევრომდე დაფინანსებას საკუთარი სტრატეგიის განსახორციელებლად.

პროექტის საბოლოო მიზანია კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიის როლის გაზრდა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესში. ამ მიზნის მიღწევის გზად კი კულტურის განვითარების ისეთი სტრატეგიების შემუშავებაა დასახული, რომლებშიც პრიორიტეტული იქნება სახელმწიფოსა და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობა, ასევე მულტიკულტურული და მულტიეთნიკური გარემოს შენარჩუნება და განვითარება.

EU4Culture ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტია, რომელიც საქართველოსთან ერთად აღმოსავლეთ პარტნიორობის კიდევ ხუთ ქვეყანაში - აზერბაიჯანი, ბელარუსი, სომხეთი, მოლდოვა და უკრაინა - ხორციელდება. EU4Culture-ს ბიუჯეტი შეადგენს 7,85 მილიონ ევროს, რომელიც მოხმარდება ქალაქების კულტურის განვითარების სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებას, არტისტებისა და კულტურის პროფესიონალების მობილობის პროგრამების დაფინანსებას, ასევე ფესტივალების, კულტურული და ინოვაციური პროექტების მხარდაჭერას.

პროექტს ახორციელებენ გოეთეს ინსტიტუტი (წამყვანი პარტნიორი), დანიის კულტურის ინსტიტუტი, ჩეხეთის ცენტრი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.

საკონტაქტო ინფორმაცია:

მარიამ ლეჟავა - პროექტის EU4Culture კომუნიკაციების მენეჯერი
ელ. ფოსტა: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ; ტელ: +995 32 2938945 (207)
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020