Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
დაკეტილი ბანაკი პანდემიისას (ვიდეო)


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობნევში საბავშვო ბანაკი 2021 წლის 8 ივლისს გაიხსნა, თუმცა 10 დღეში დაიკეტა. პრემიერ-მინისტრმა, 17 ივლისს განაცხადა, რომ ბანაკური ტიპის შეკრებები 19 ივლისიდან აიკრძალებოდა. ბობნევის ბანაკი ბავშვებმა და მოზარდებმა 18-19 ივლისს დატოვეს.


18 ივლისს, საღამოს დიდი კოცონი დაანთეს. ყველა ცდილობდა, მაქსიმალურად გამოეყენებინა დარჩენილი წუთები. ბანაკის ლიდერი სკიპი (მამუკა) ნადირაძე, ცდილობდა, ეს საღამოც დაუვიწყარი ყოფილიყო:

,,ხომ ნახეთ, ჯერ მხოლოდ რამდენიმე დღის გახსნილი ვიყავით და გამოგვიცხადეს, რომ ბანაკური შეკრებები აიკრძალებოდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავემორჩილეთ ამ რეგულაციებს, ძალიან რთული იყო ბავშვებისთვის, მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა. ზაფხულის განმავლობაში, აქ რამდენიმე ნაკადი უნდა ჩამოგვეყვანა. ბავშვებს მერია არჩევდა და ჩვენ კი მათთვის მასპინძლობა უნდა გაგვეწია,“ - გვეუბნება ბანაკის ხელმძღვანელი.

ბანაკი ,,ტონთიო“ სოფელ ბობნევში რამდენიმე წელია არსებობს. ეს სოფელი ტანას ხეობაში მდებარეობს, კერძოდ, სოფელ ატენის შემდეგ. იქვეა ახლოს სოფელი ბიისი, სადაც ულამაზესი ჩანჩქერია. ამ ჩანჩქერთან ლაშქრობები ეწყობოდა.

მოზარდები ცხოვრებას დილის 7 საათიდან იწყებენ. ვარჯიშობენ, საუზმობენ, ახორციელებენ სხვადასხვა აქტივობებს. გეგმავენ ლაშქრობებს. როგორც სკიპი ნადირაძე ამბობს, მოზარდები დროს, ძირითადად, კარვების გარეთ, ღია სივრცეში, ან ტყეში ან ისტორიული ძეგლების მონახულებაში ატარებდნენ:

,,რომ გითხრათ, რომ დიდი საშიშროება არსებობდა ბანაკში ეპიდემიის გავრცელების, ჩემი აზრით, ასე არ იყო, იმიტომ, რომ ყველანაირ რეგულაციებს ვიცავდით, სწრაფი ტესტებით სისტემატიურად ვამოწმებდით ბანაკის მონაწილეებს, თუმცა, მოგვიწია ვითრების გათვალისწინება“ - ამბობს სკიპი ნადირაძე.

როგორც მერიის 8 ივლისის განცხადებაშია აღნიშნული, წლევანდელ ზაფხულს 400 ბავშვს უნდა დაესვენა. პირველ ნაკადის დროს, 50 ბავშვი წაიყვანეს.

,,დღეს ახალგაზრდების (50 ახალგაზრდა) პირველი ნაკადი გაემგზავრა. ისინი ბანაკში 5 დღეს დარჩებიან. მერია პროექტს 36 800 ლარით აფინანსებს. 14-დან 19 წლამდე მოზარდებს ბანაკი რვა ეტაპად უმასპინძლებს. ბანაკის ბენეფიციარები საველე პირობებში კარვებში ცხოვრებას ისწავლიან. მოეწყობა ასევე ლაშქრობები, ჩატარდება სპორტული, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები. „საზაფხულო ბანაკი 2021“ ტანას ხეობაში, გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ასოციაცია „ტონთიოს“ თანადაფინანსებით გაიხსნა.’’ - აღნიშნულია მმერიის 8 ივლისის განცხადებაში.

მერიის ცნობით, ბანაკში ბავშვების შერჩევისას, უპირატესობა ენიჭება სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან, დევნილი ოჯახებისა და ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრებ და სხვადასხვა პროექტებში ჩართულ აქტიურ ახალგაზრდებს.

სკიპი ნადირაძე ამბობს, რომ 19 ივლისის შემდეგ, გორის მერიას წერილით მიმართეს, რადგან გაითვალისწინონ ბავშვების სურვილი და ბანაკმა ფუნქცია აღადგინოს:

,,ამდენი კარავი გაიშალა, ამდენი პედაგოგი დასაქმდა, ამდენი ბავშვია ჩაწერილი, ამიტომ, სურვილია, რომ მუშაობა განაახლოს. დავიცავთ ყველანაირ რეგულაციას. ველოდებით პასუხს“ - ამბობს ბანაკის ხელმძღვანელი.

იგი მიიჩნევს, რომ ბანაკში ეპიდემიის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. ღამით კარავში მხოლოდ 4 ადამიანს სძინავს, მიუხედავად იმისა, რომ გათვალისწინებულია 5 პირზე.

,,ასევე, საგულისხმოა, რომ ბავშვები ძირითადად ღია სივრცეში იმყოფებიან. მოძრაობენ და ნაკლები შანსია, კიდევ ვიმეორებ, ეპიდემიის გავრცელების, ხდება რეგულაციების დაცვა. გარედან არავის ვუშვებთ. გვაქვს სამედიცინო კარავი. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ“ - აღნიშნავს ნადირაძე.

ბობნევის ბანაკი 2008 წელს შეიქმნა. მაშინდელი პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 4 ჰა ფართობი, სატყეო ფონდიდან გამოიყო. მანამდე, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოწყობილი იყო გორის საცდელ-საჩვენებელი სატყეო მეურ­ნეობა.

ბანაკების მოწყობის საერთაშორისო გამოცდილება

ბავშვთა დაცვის ორგანიზაციამ,  რომელიც ამერიკის პედიატრიის ინსტიტუტის ბაზაზეა შექმნილი, რეკომენდაციები იმ მშობლებისთვის შეიმუშავა, რომლებიც ბანაკში შვილების გაგზავნას ფიქრობენ.

სპეციალისტები განმარტავენ, რომ საზაფხულო ბანაკები, ბავშვებსა და მოზარდებში, ერთმანეთში დამეგობრების შანსს ზრდის, ხელს უწყობს ახალი უნარების განვითარებას. ბევრი ეს შესაძლებლობა COVID-19 პანდემიის დროს, ვერ გამოიყენეს ბავშვებმა.

,,პანდემიის დაწყებიდან ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, კვლევებმა აჩვენა, რომ ბანაკებმა უსაფრთხოების შესაბამისი ზომებით შეიძლება მნიშვნელოვნად შეზღუდონ COVID-19 ინფექციების გავრცელება. ძირითადი ნაბიჯები მოიცავს COVID-19 ვაქცინაციას, ფიზიკურ დისტანცირებას, მცირე ჯგუფების დაკომპლექტებას, შიდა სივრცეში ნიღბების ტარებას, ხელების ჰიგიენას და დასუფთავებას და დეზინფექციას, როგორც ყოველდღიური რუტინის ნაწილს.“ - აღნიშნულია კვლევაში.

ბანაკის გახსნის შემთხვევაში, 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვმა და ყველა თანამშრომელმა უნდა ატაროს სახის ნიღბები შენობაში, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ყველა არ არის აცრილი.

თუ ბანაკი მუშაობს სრულად ვაქცინირებული პერსონალით და მონაწილეებით, მაშინ ბანაკში ყოფნისას არ არის საჭირო დამატებითი COVID-19 უსაფრთხოების ზომები, როგორიცაა ფიზიკური დისტანცია.

როგორ დაეხმარება ბანაკი მცირეწლოვან ბავშვებს დაიცვან კორონავირუსის უსაფრთხოების წესები? ბანაკებს უნდა ჰქონდეთ ასაკის შესაბამისი საშუალებები, რათა დაეხმარონ ბავშვებს უსაფრთხოების ზომების დაცვაში, როგორიცაა ჯანსაღი ჰიგიენა და სხვაგან უსაფრთხო დისტანციის დაცვა შეძლებისდაგვარად და პრაქტიკულად. ეს შეიძლება იყოს გამოწვევა, განსაკუთრებით ახალგაზრდა ბანაკებისთვის, ამიტომ მათ დასჭირდებათ გამოცდილება.

გარე საქმიანობა, მეტი სუფთა ჰაერი ამცირებს COVID-19– ის გავრცელების რისკს არავაქცინირებულ ბავშვებს შორის. გარეთ ყოფნა ასევე აძლევს ბავშვებს ბუნებასთან დაკავშირების საშუალებას, რამაც შეიძლება გააუმჯობესოს მათი ჯანმრთელობა და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხანგრძლივი, სტრესული წლის შემდეგ. თუმცა, ბანაკებმა უნდა შეამცირონ საერთო აღჭურვილობა თამაშებისა და აქტივობებისთვის და ხშირად გაწმინდონ ისინი.

რა მოხდება, თუ ვინმე დაავადდება? ბანაკებს უნდა ჰქონდეთ გეგმა, თუ რა უნდა გააკეთონ, თუ მონაწილეს ან პერსონალის წევრს დაეწყება COVID-19-ს სიმპტომები, ან რაიმე სხვა დაავადება. ეს უნდა ეფუძნებოდეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციებს და პოლიტიკას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოახდინოს რეაგირება.

ბანაკში მყოფ ბავშვებს შეიძლება ეშინოდეთ სახლიდან შორს ყოფნის და, ასევე, სხვებთან პირისპირ შეხვედრის. ბანაკში მომუშავე პირებს, რომლებსაც ბავშვთა ზრუნვა ევალებათ, უნდა ჰქონდეთ სპეციალიზებული ტრენინგი გავლილი, რათა დაეხმარონ ბავშვებს სტრესთან გამკლავებაში.

ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) თანახმად, ბანაკის მცირე ჯგუფები გამოცდილი პერსონალით, შეამცირებს COVID-19 რისკს არავაქცინირებული ბავშვებისთვის.

საქართველოში ბავშვებში კორონავირუსის შემთხვევებმა ბოლო თვის განმავლობაში მკვეთრად იმატა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შიდა ქართლის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ეკა ქორჩაშვილის თქმით, უახლოესი მონაცემებით, შიდა ქართლში კორონავირუსით 59 ბავშვია ინფიცირებული.

3 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 895 პირი, გარდაიცვალა 34 პაციენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 297 შემთხვევა, აჭარა - 634, იმერეთი - 494, ქვემო ქართლი - 253, შიდა ქართლი - 262, გურია - 100, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 224, კახეთი - 323, მცხეთა-მთიანეთი -156, სამცხე-ჯავახეთი - 47, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 37.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 428 670-ს. ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 388 893-მდე. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 910 პირი ემსხვერპლა.


Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020