Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
კოვიდრეგულაციები 25 აგვისტოს შემდეგ - მთავრობის გადაწყვეტილება
25 აგვისტოდან, კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად 23:00 საათისა,
დასაშვები იქნება 22:00 საათამდე; მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო
ეტაპის ფარგლებში 2 სექტემბერს ბათუმის სტადიონზე დაგეგმილი
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და კოსოვოს საფეხბურთო მატჩი
მაყურებლის გარეშე ჩატარდება, ისევე როგორც, ყველა სხვა დაშვებული
სპორტული ღონისძიება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისმა
საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის
ადმინისტრაციაში გაიმართა.
საბჭომ განიხილა 14 აგვისტოდან დაწესებული შეზღუდვების ეფექტი ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, ვაქცინაციის პროცესი, კლინიკურ სექტორში არსებული ვითარება და, მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური ტენდენციების გათვალისწინებით, დამატებითი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.
კვლავ აკრძალულია ფესტივალების, გასართობი და კულტურული ღონისძიებების, კონცერტებისა და სპორტული შეჯიბრებების გამართვა, ასევე, ისეთი სოციალური ღონისძიებები, როგორიცაა - ქორწილი, ქელეხი, სხვადასხვა სახის იუბილე და ა.შ.
პირბადის ტარება სავალდებულოა როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, რამდენადაც ის, ვაქცინაციასთან ერთად, ვირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. შესაბამისად, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.
ამასთან, საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა ტურიზმის კერძო სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაციის სტიმულირების პაკეტი, რომლის თანახმად, ტურისტული კომპანიები, განთავსებისა და კვების ობიექტები სხვადასხვა სახის შეღავათებით ისარგებლებენ. უსასყიდლო წვდომა ექნებათ სახელმწიფო სერვისებზე სრულად ვაქცინირებულ გიდებს, კერძოდ - სახელმწიფო მუზეუმებში, დაცულ ტერიტორიებსა და საბაგიროებზე.
გარდა ამისა, შრომის ინსპექცია, მუნიციპალური სამსახურების, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ჩართულობით საქართველოს მასშტაბით განაგრძობს დადგენილი რეგულაციების აღსრულების მკაცრ კონტროლს. 21-23 აგვისტოს, შესაბამისი უწყებების ერთობლივი ძალისხმევით, შემოწმდა 400-ზე მეტი ობიექტი, რომელთაგან 235-მა - წერილობითი, ხოლო 197-მა ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება მიიღო. აკრძალული საქმიანობის ფაქტზე დაჯარიმდა 3 ფიზიკური პირი, ხოლო შრომის ინსპექციამ დალუქა 3 ობიექტი. 10-23 აგვისტოს პერიოდში, საქართველოს მასშტაბით განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, დაჯარიმდა 37 ობიექტი, მათ შორის 21 იურიდიული და 16 ფიზიკური პირი და დაილუქა 16 ობიექტი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 523 022 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 458 265 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 6 891 ადამიანი. სულ აცრილია 1 010 096 მოქალაქე.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 116 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 3 320 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 7 410 პირი.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე კახა კუჭავას ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани