Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
,,ანტივაქსერულ კამპანიას აშუქებენ და ხელს უწყობენ პრორუსული საშუალებები’’ - ინტერვიუ მედიის განვითარების ფონდის წარმომადგენელთან
მედიის განვითარების ფონდი აქტიურად აკვირდება სოციალურ ქსელებში ყალბი ახალი ამბების გავრცელების ტენდენციებსა და ანტივაქსერულ განწყობებს. სწორედ ვაქცინაციასა და ანტივაქსერულ განწყობებზე ისაუბრა ,,ქართლის სტუდიაში’ ქეთი ხუციშვილმა, რომელიც მედიის განვითარების ფონდს წარმოადგენს.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველოში ფაიზერის ვაქცინა შემოვიდა, ძალიან გააქტიურდა ანტივაქსერული კამპანია და მასში სხვადასხვა ჯგუფები არიან ჩართულები. იქნება ეს კონკრეტული ანტივაქსერული ანგარიშები, ჰომეოპათები თუ სასულიერო პირები.

,,ანტივაქსერულ კამპანიას აშუქებენ და ხელს უწყობენ პრორუსული საშუალებები. მაგალითად ,,ალტ-ინფო’’ ან ,,ალტ-ინფოსთან’’ დაკავშირებული ანგარიშები, რომლებიც მხარდაჭერას აფიქსირებენ ანტივაქსერი ადამიანების მიმართ, მუდმივად აძლევენ მათ ეთერს და მათი დეზინფორმაციული მოსაზრებები უფრო ფართო აუდიტორიამდე მიაქვთ.’’ - განაცხადა ქეთი ხუციშვილმა.

მისი თქმით, ანტივაქსერები მუდმივად ყალბი ინფორმაციის გავრცელებით არიან დაკავებული სოციალურ ქსელებში.

,,ჩვენმა დაკვირვებამ თვეების განმავლობაში აჩვენა, რომ დაიწყო ამგვარი მცდარი ინფორმაციის გავრცელება, რომ ესა თუ ის ადამიანი აიცრა ვაქცინით და მალევე გარდაიცვალა და ამ გარდაცვალებას უკავაშირებენ ვაქცინას და გადამოწმების შემდეგ დგინდებოდა, რომ ვაქცინაციასთან არანაირი კავშირი არ არსებობდა. ასევე, ავრცელებულ ინფორმაციას ისეთი ადამიანების შესახებ, რომლებიც ორი დოზით აიცრნენ, მაგრამ მაინც გარდაიცვალნენ. ამ შემთხვევაშიც ჩვენ ვთანამშრომლობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლის ცენტრში და ისინი ჩვენი მიმაერთვის შემდეგ ამოწმებენ მსგავსი სახელისა და გვარის პიროვნება მართლა არის თუ არა აცრილი; მისი გარდაცვალება რამე კავშირში არის თუ არა კორონა ვირუსის ვაქცინასთან და აღმოჩნდება ხოლმე, რომ დეზინფორმაცია და ტყუილია.

ყველაზე რთულად გადასამოწმებელია ის, როცა სახელებისა და გვარების გარეშე წერენ. ამბობენ, რომ მეზობლის მამიდაშვილი გარდაიცვალა ვაქცინაციით ან რაიმე მსგავსი. ამით ცდილობენ ადამიანების დაშინებას.’’

მედიის განვითარების ფონდის მიერ ჩატარებულმა სამი ტალღის კვლევამ აჩვენა, რომ თავიდან იყო პანდემიის უარყოფის ტენდენცია, რომ თითქოს ვირუსი არ არსებობდა და საშიშიც არ იყო. ვაქცინების შექმნის შემდეგ კი, უკვე ანტივაქსერული კამპანიები დაიწყო.

,,ამის შემდეგ ვაქცინების განვითარებასთან ერთად მოჰყვა უკვე ანტივაქსერული სენტიმენტები. დაიწყო ვაქცინების შემადგენლობაზე საუბარი. იმაზე, რომ ის შეიძლება არ იყოს ისეთი ეფექტური.

პანდემიის დაწყებისთანავე, როცა გამოიკვეთა, რომ ეს კითხვები იყო და შესაძლებელი იყო მოსახლეობა შესულიყო შეცდომაში, მაშინ უნდა დაწყებულიყო საინფორმაციო კამპანია.

ეს, სამწუხაროდ, ვერ დავინახეთ. აქტიური საინფორმაციო კამპანია დაიწყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც ვაქცინები შემოვიდა და ამ დროს უკვე არსებობდა ძალიან ბევრი მცდარი წარმოდგენა ვაქციების შესახებ და ამან გაართულა ანტივაქსერულ კამპანიასთან ბრძოლა.’’
ქეთი ხუციშვილმა, ასევე, ისაუბრა იმაზეც, თუ როგორ პოულობენ ანტივაქსერული განწყობების ინფორმაციას.

,, ვაკვირდებით ხოლმე კონკრეტულ ანტივაქსერულ ანგარიშებს, ჯგუფებს. ასევე, ამ ინფორმაციას მოქალაქეები გვაწვდიან, რომლებიც ჩვენი მკითხველები არიან. თუ წააწყდებიან ხოლმე სოციალურ ქსელში რაიმე ინფორმაციას, რომლის სიმართლეშიც ეჭვი ეპარებათ, გვიგზავნიან, რათა ჩვენ ის გადავამოწმოთ. ეს შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომ მოგვმართოს, გადავამოწმოთ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელშიც ეჭვი ეპარება.’’

მედიის განვითარების ფონდის წარმომადგენელს, ასევე, ვთხოვეთ გორის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ხელისუფლების წარმოადგენლებისა და მოსახლეობის შეხვედრების ამსახველი ვიდეოს შეფასება. რამდენად მომზადებულნი არიან და როგორ უმკლავდებიან ხელისუფლების წარმოამდგენლები ანტივაქსერულ განწყობებს.
,,სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან არ არის საკმარისი გაკეთებული იმისათვის, რომ ადამიანებმა კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღონ, რომ მათ დამატებითი შეკითხვები აღარ გაუჩნდეთ და აღარ დაიწყონ ინფორმაციის მოძიება სხვა წყაროებიდან, რომელმაც შეიძლება ისინი შეცდომაში შეიყვანოს.

ძალიან ბევრი ადამიანი ამ ინფორმაციული ვაკუუმის გამო, არასწორ ინფორმაციას იღებს, ექცევა მისი გავლენის ქვეშ და შემდეგ უფრო რთულია ამ ადამიანებისთვის იმის ახსნა, თუ რა არის რეალურად მართალი და რას გვაჩვენებს რეალურად ციფრები.
ამიტომ მიგვაჩნია, რომ უფრო აქტიური უნდა იყოს საინფორმაციო კამპანია, რომ ადამიანებს ამ კითხვებზე, რომელთა დიდი ნაწილიც ლეგიტიმურია ამომწურავი პასუხი გაეცეთ.

ვურჩევდით, რომ ყოფილიყვნენ უფრო აქტიური. უფრო მეტად მიეტანათ მოსახლეობასთან მათ კითხვებზე პასუხები. მეტად მომხდარიყო ვაქცინაციის წახალისება. თუნდაც ის, რომ მაგალითად რეგისტრაციის დროს იყო შეფერხებები. ახლა უკვე ეს პრობლემა ნაწილობრივ აღმოიფხვრა იმიტომ, რომ ახლა აცრა რეგისტრაციის გარეშეც არის შესაძლებელი.

მნიშვნელოვანია, ასევე, რომ ანტივაქსერულ დეზინფორმაციაზე მოხდეს დროული რეაგირება, იმიტომ, რომ როცა ეს ინფორმაცია გავრცელდება, მალე უნდა გაეცეს პასუხი, რომ ბევრად მეტ ადამიანამდე არ მიაღწიოს მცდარმა ინფორმაციამ.

ჩვენ ვხედავთ, რომ თუნდაც საინფორმაციო გამოცემის კომენტარებში რამდენი მცდარი ინფორმაცია იწერება, რამდენი ანტივაქსერული კომენტარია და ამ ყველაფერზე ერთიანი კოორდინირებული პასუხია საჭირო, რომელიც უფრო ეფექტური იქნება.

ჩვენ სოციალურ ქსელებში გამოვლენილ დეზინფორმაციაზე ვამზადებთ ხოლმე საინფორმაციო მასალებს, რომელშიც არის კონკრეტული წყაროები მოყვანილი, კვლევები, არგუმენტები, თუ რატომ არის ესა თუ ის ინფორმაცია მცდარი და შემდეგ ხდება ამ პოსტების მონიშვნა ანუ ,,ფეისბუქზე’’ მათ ენიჭებათ სპეციალური იარლიყი, რომელსაც ეწერება რომ ეს მანიპულაციური ინფორმაციაა ანდა კონტექსტის გარეშე მიწოდებული ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება მცდარი წარმოდგენები შექმნას ვაქცინაციასთან ან პანდემიასთან დაკავშირებით.

ეს უმცირებს დეზინფორმაციულ პოსტებს გავრცელებას და იმ ადამიანებს, რომლებმაც უკვე ნახეს აძლევს საშუალებას, რომ მიიღონ ალტერნატიული ინფორმაცია და არ შევიდნენ შეცდომაში. ‘’ - განაცხადა ქეთი ხუციშვილმა.

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020