Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ ამერიკელი ტურისტი უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლა
ოკუპირებულ ჯავის რაიონში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ უკანონოდ დაკავებული ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ჯექსონ პოლ კრამერი თავისუფალია.

ამის შესახებ ინფორმაცია დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობის მედიამ გაავრცელა. დაახლოებით 15 წუთში კი, ეს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა.

,,დაკავების მომენტიდანვე გააქტიურდა ცხელი ხაზი, მომხდარის შესახებ ინფორმაცია ეცნობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ამოქმედდა ყველა არსებული ბერკეტი და საშუალება, იმისთვის, რომ უკანონოდ დაკავებული აშშ-ის მოქალაქე გადმოგვეყვანა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და დროულად მომხდარიყო მისი უკანონო ტყვეობიდან გათავისუფლება",- განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ირაკლი ანთაძემ.

უკანონოდ დაკავებულის გათავისუფლების მიზნით ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობდა ინტენსიური კონსულტაციები, რომლის შედეგადაც შესაძლებელი გახდა აშშ-ის მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება.

" მე გადავკვეთე საზღვარი, არ ვიცოდი ამის შესახებ, ვითარებიდან გამომდინარე, დავბრუნდი. ბევრს ვერაფერს ვიტყვი, ციხეში ვიყავი ეს დრო. მერე გამათავისუფლეს. კავკასიის რეგიონის მიმდებარედ ლაშქრობას ვგეგმავდი, შავი ზღვის მიმართულებით და ხელი შემეშალა ამაში საზღვარზე",- გათავისუფლების შემდეგ აღნიშნა აშშ-ის მოქალაქემ, რომელსაც ინტერვიუ შსს-ს პრეს-სამსახურმა ჩამოართვა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგნლის, ირაკლი ანთაძის განცხადების, მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას.

რაც შეეხება ოსურ მედიას, სააგენტო ,,რესმა'' ამერიკელ ტურისტს ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც აღნიშნულია, რომ პოლ კრამერი ოსი ხალხით დაინტერესდა.

,,ამერიკელმა მოგზაურმა ცხინვალში ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის დაბრუნდება რესპუბლიკაში (გულისხმება - დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთი, რედ:), რათა რაც შეიძლება მეტი იცოდეს ოსების, კულტურისა და ტრადიციების შესახებ.

"მე რომ შემომთავაზონ ის, რომ სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელი ვიყო ამერიკაში, მე მხოლოდ კარგს ვიტყვი სამხრეთ ოსეთზე," - ციტირებს მის სიტყვებს სააგენტო ,,რესი''



,,რესის'' ცნობით, ჯექსონ პოლ კრამერი საქართველოში ჩამოვიდა მიმდინარე წლის 14 აგვისტოს, რომლის მიზანი იყო კავკასიონის მთავარ ქედზე ფეხით მოგზაუბრობა, აზერბაიჯანის საზღვრიდან აფხაზეთის სანაპიროებამდე, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის გავლით.

თავად მოგზაურის თქმით, მან აირჩია ეს მარშრუტი, რადგან მას დიდი ხანია იზიდავს კავკასიონის მთები და ასევე დაინტერესებულია კავკასიელი ხალხების კულტურით.

"კავკასიონის მთები ძალიან ლამაზია და მიზიდავს", - თქვა მან. - მეც მაინტერესებს ისტორია. კავკასიის ისტორიისადმი ინტერესის მიუხედავად, მე არ ვიცოდი ოსების და სამხრეთ ოსეთის არსებობის შესახებ, მინდოდა ყველაფერი გამეგო ადგილზე. რუქამ ეს არ აჩვენა და ამიტომ მე აქ აღმოვჩნდი. მინდოდა საქართველოდან შავ ზღვაზე წასვლა. დამიჭირეს რუსმა მესაზღვრეებმა, რომლებმაც ცხინვალში მიმიყვანეს. მე კი ვერ ვიტყვი დაკავების ზუსტ ადგილს ".

ეს არ არის ჯექსონის პირველი მოგზაურობა, ამერიკაში მან უკვე გაიარა გზა - მექსიკიდან კანადამდე, რომელიც 2600 მილია.

"მე მინდოდა გრძელი მარშრუტის დაპყრობა, რათა დამემტკიცებინა საკუთარი თავითვის, გამეგო ჩემი შესაძლებლობები. ძალიან მიყვარს მოგზაურობა და მამაჩემმაც მიბიძგა ჩემი იდეის განსახორციელებლად და ამიტომ ვმოგზაურობ სულისთვის, მე ნამდვილად მიყვარს მოგზაურობა. "

- გააგრძელებ მოგზაურობას? დაასრულებთ თქვენს მარშრუტს?

- სამწუხაროდ, მარშრუტის შემდგომი გაგრძელება უკვე შეუძლებელია, 14 სექტემბერს გავფრინდები ამერიკაში. მაშინ წარმოდგენა არ მქონდა, რომ ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდებოდი.აუცილებლად დავბრუნდები''

,,რესი'' წერს, რომ ამერიკის მოქალაქე მადლიერია, რომ მან შეძლო გაეგო სამხრეთ ოსეთის არსებობის შესახებ.

"ეს ჩემთვის დიდი გაკვეთილია", - თქვა მან. - ,,და თუ მექნება შესაძლებლობა დავბრუნდე სამხრეთ ოსეთში, გამოვიყენებ მას. მე მექნება სამხრეთ ოსეთის მონახულების სურვილი, რადგან აქ არის ძალიან უძველესი ისტორია და აუცილებლად დავბრუნდები ".

- საიდან იცით, რომ სამხრეთ ოსეთს უძველესი ისტორია აქვს, თუ თქვენ არც კი იცოდით მისი არსებობის შესახებ? - ჰკითხეს მას ჟურნალისტებმა.

-
სანამ აქ ვიყავი, მათ წიგნი მომცეს და მე მოვახერხე ოსეთისა და ოსი ხალხის ისტორიის გაცნობა. გარდა ამისა, მე მოვახერხე სამხრეთ ოსეთის მუზეუმის მონახულება. მე ყველაფერი მომეწონა,'' - უპასუხა ამერიკელმა ცხინვალელ ჟურნალისტებს.

- და როგორ გექცეოდნენ?

- ძალიან კარგად, არანაირი პრეტენზია.

,,ამერიკაში, სახლში, ჯექსონს ელოდება მამა, ძმა და და. მიუხედავად იმისა, რომ მათ არც კი იციან, რომ ის სამხრეთ ოსეთშია. მოგზაურის თქმით, იგი ჯერ არ დაკავშირებია მათთან, თუმცა დარეკვის შესაძლებლობა ჰქონდა. '' - წერს ,,რესი''

"ჩემთვის ოსები არიან ძლიერი ადამიანები, რომელთაც სურთ იყვნენ დამოუკიდებლები და თავისუფლები", - თქვა ,,რესის'' ცნობით, ამერიკელმა მოგზაურმა ჯექსონ პოლ კრამერმა.

ჯექსონ პოლ კრამერს დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და ,,გააძევეს'' დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთიდან.

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020