Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
ახალგორიდან იმერხევში – ძაცოევების ოჯახი


ბოლო 30 წლის განმავლობაში, ალბათ პირველი შემთხვევაა, როდესაც მთელი ზაფხულის განმავლობაში იმერხევში ბავშვების მხიარული ხმები ისმის. 3 თვის განმავლობაში აქ მათი ჟრიამული არ შეწყვეტილა. ასე გაგრძელდება სექტემბერშიც, რადგან თბილისის სკოლებში, პანდემიის გამო, სწავლა ოქტომბრამდე გადაიდო.


სოფელი ვასიკო ძაცოევისა და მეგი დალაქიშვილის შვილებმა გააცოცხლეს. ვასიკოს და მეგის შვილებთან ერთად,სოფელში პატარების ბიძაშვილიც ისვენებს.

,,აქამდე, აქ ერთი ან ორი დღით ჩამოვდიოდით. ახლა უკვე მთელი ზაფხული აქ ვართ. ჩემმა მეუღლემ სახლი იყიდა. თვითონ თბილისში მუშაობს და შაბათ-კვირა მოდის“ - გვითხრა მეგიმ.

ვასიკო ძაცოევი და მისი ოჯახი ახალგორის რაიონის სოფელ გარუბანიდანაა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, სოფელი ოკუპირებულია. ბოლო რამდენიმე წელია, ახალგორის გზა ჩაიკეტა. ამიტომ, ძაცოევების ოჯახი მშობლიურ სოფლის მონახულებასაც ვეღარ ახერხებს:

,,სოფელი გვინდოდა, გვქონოდა. სად, სად და თუ არა იმერხევში? ხალხი, ბუნება... ჩემი მეუღლის ყველაფერი საუკეთესო მოგონება ამ სოფელს უკავშირდება“ - გვიყვება მეგი.

ვასიკო ბავშვობაში იმერხევში დეიდასთან ისვენებდა ხოლმე. იმერხევი ქარელის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, იქ სადაც მდინარე ღვანანა ჩამოედინება. ღვანანა მდინარე ძამის მარჯვენა შენაკადია.



ვასიკოს დეიდა, ბიძა და დეიდაშვილები რუსთავში არიან. იმერხევში ისინიც ძირითადად ზაფხულობით არიან. სწორედ, ვასიკოს ბიძა, ჯემალ ქელეხსაევი დაგვეხმარა ძაცოევების ოჯახის გაცნობაში.

პირველ დღეს, სოფელში შესვლა ვერ მოვახერხეთ. იმერხევის გზაზე სამშენებლო კომპანიის თანამშრომლები მუშაობდნენ და მთელი დღის განმავლობაში გზა ჰქონდათ გადაკეტილი. როგოროც სამშენებლო კომპანიის, ასევე, ქარელის მერიის თანამშრომლები გაგვინაწყენდნენ იმის გამო, რომ ალტერნატიული გზის გაკეთება მოვითხოვეთ, რადგან ნებისმიერი სამშენებლო სამუშაობის დროს, დამკვეთიც და შემსრულებელიც ვალდებულია მოსახლეობის გადაადგილება უზრუნველყოს ალტერნატიული გზით, მით უმეტეს, პანდემიის პერიოდია.

ზღუდერიდან იმერხევამდე კი შემოვლითი გზა საკმაოდ დაზიანებულია და ძირითადად საქონლისთვის იყენებენ.

ტელეფონს სოფელში მიღება არა აქვს, ამიტომ წინა დღეს ჩვენი მასპინძლები ვერ გავაფრთხილეთ, რომ სოფელში ასვლას ვეღარ ვახერხებდით. მასპინძლები მეორე დღეს აღარც გველოდნენ. თუმცა, მაინც ვესტუმრეთ, მიუხედავად იმისა, რომ ამინდი გაუარესდა.

,,ეს ახალი გზაც მალე დაზიანდება“ - ამბობს მეგი, რადგან ჩვენი სტუმრობის დროს, სოფლის ცენტრალურ გზაზე ხე-ტყით დატვირთული მანქანების მოძრაობა არ შემწყდარა.

,,ყოველ დღე ასეა, თან დიდი ხანია, ტყეს ეზიდებიან. როცა გაკეთდება გზა, ის გზაც დაზიანდება და გარდა ამისა ბუნებაც ზიანდება. აქ იმიტომ ვართ, რომ ბუნებაა“



ხეობაში წვიმიან ამინდში ყოფნასაც თავისი ხიბლი აქვს. წვიმას მთელი დღის განმავლობაში არ გადაუღია. ჩვენს ბედად სოფელში ასვლა წვიმის დაწყებამდე მოვასწარით, თორემ გარკვეულ მონაკვეთზე, მსუბუქი მანქანით აღმართზე ასვლას ვერც შევძლებდით. ფაქტობრივად, სოფელი ზამთრის გარდა, ზაფხულშიც იკეტება ნალექის დროს. ამიტომ, ახალი გზა სოფლისთვის დიდი შეღავათი იქნება. თუმცა, ხე-ტყით დატვირთული მანქანების ასე ხშირ მოძრაობას როგორ გაუძლებს, ეს უკვე ადგილობრივების საფიქრებელიც გახდა.

ჭექა-ქუხილის გამო, სოფელში დენის მიწოდება ნახევარი დღის განმავლობაში შეწყვეტილი იყო. როგორც თოვლი უქმნის საფრთხეს სოფელს, ასევე – წვიმაც. ინფრასტრუქტურა ჯერ ისე არაა განვითარებული, რომ ზამთარ-ზაფხულ რაიმე პრობლემა არ შექმნას.

,,გადმოცემით ვიცით, რომ სოფელში ბუნებრივი აირის შემოყვანას აპირებენ, მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვით, როდის.“ - ამბობს მეგი. სოფლის მოსახლეობა ზაფხულის განმავლობაში, შეშის ღუმელს კვლავ იყენებს.



როგორც მეგი დალაქიშვილი გვიყვება, ბავშვებმა მთელი ზაფხულის განმავლობაში, სოფელში არაჩვეულებრივად გაატარეს დროს.

,,ახლა ხომ ამბობენ, რომ სწავლის დაწყება გადაიდო. ბავშვებს არც სწყენიათ, იმდენად კარგად გრძნობენ თავს. ოქტომბრის მერე რა იქნება, არ ვიცით. თუ ონლაინ გაგრძელდა სწავლა, მოგვიწევს თბილისში წასვლა. აქ რომ დავრჩეთ, ინტერნეტი არაა, ტელეფონიც არ იჭერს. ინტერნეტი რომ იყოს, ოქტომბრის მერეც დავრჩებოდით, თბილისში გამოკეტვას და იქ ჯდომას, აქ გვირჩევნია“ - გვითხრა მასპინძელმა.


იმერხევში ამჟამად 20-მდე კომლი ცხოვრობს. 30 წლის წინ, ვიდრე ქართულ-ოსური კონფლიქტი დაიწყებოდა, 70-მდე კომლი ცხოვრობდა. მოსახლეობის გადინება სწორედ ამ კონფლიქტმა დააჩქარა. მანამდე თუ ადგილობრივები ქალაქში ეშურებოდნენ წასვლას, 90-იან წლებში ეთნიკური ოსების უმრავლესობამ ჩრდილოეთ ოსეთში გადაწყვიტა წასვლა.

საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ეთნიკური ოსები წელიწადში ერთხელ ცდილობენ სოფლის მონახულებას. ბოლო ორი წელია, პანდემიის გამო, საზღვრის ჩაკეტვამ ამ პროცესს შეუშალა ხელი.

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020