Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
შუქის ჩაქრობიდან გათავისუფლებამდე - გორის თეატრის დირექტორი გაათავისუფლეს
გორის თეატრის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მიიღო.

გია წვერავას თანამდებობას ,,ჩრდილი'' მაშინ მიადგა, როდესაც თეატრში, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია მიიწვიეს. იმ დღით გახარიამ გორში პარტიის ოფისი გახსნა. თეატრს შეხვედრის მიმდინარეობის დროს, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტეს.

"გია წვერავას აღნიშნულ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, სსიპ გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში არ შეინიშნება ხელშესახები განვითარება ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული და ფინანსური კუთხით. მოცემულ პერიოდში არ არის განხორციელებული პროექტები, რომლებიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა თეატრის მიერ საკუთარი შემოსავლების ზრდის ტენდენციას." - წერია მინისტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში.

ამ განცხადებას გია წვერავა იმით პასუხობს, რომ იგი გაათავისუფლეს პოლიტიკური ნიშნით, ანუ მას შემდეგ, რაც ღიად მოხვდა პარტია "საქართველოსთვის" პროპორციული სიის პირველ ათეულში.

გია წვერავამ გორის თეატრში მუშაობა 2017 წლის ბოლოს დაიწყო. მინისტრის საპასუხოდ, მან გაწეული საქმიანობის შესახებ ვრცელი განმარტება სოციალურ ქსელში გააკეთა:

,, ყოველწლიურ დინამიკაში ადგილობრივი შემოსავლები, აქ იგულისხმება ძირითადად დადგმული სპექტაკლების ბილეთების გაყიდვიდან შემოსავლები, გაზრდილია ორჯერ. (თუ არ ჩავთვლით 2020 წლის და შემდგომ პანდემიის პერიოდს, როდესაც თეატრი დაკეტილი იყო და სპექტაკლები არ მიმდინარეობდა). გორის თეატრში, მათ შორის პანდემიის პერიოდშიც, განხორციელებულია 100 მდე შიდა ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლებიც ეხებოდა სცენის, განათების, მუზეუმის, საგრიმიოროების და თეატრის სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, რამაც ხელი შეუწყო გორის თეატრის შემოქმედებით წარმატებებს. გორის თეატრს, სხვადასხვა სპექტაკლებში აღებული აქვს საქართველოში ყველაზე პრესტიჟული თეატრალური პრემიების "წინანდალი"-ს და "დურუჯი"-ს პირველი ადგილები.'' - წერს გია წვერავა.

რაც შეეხება პანდემიის პერიოდს, იგი აღნიშნავს, რომ 2020 წელს "საქართველოს თეატრალური საზოგადოების" მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ კონკურსში გორის თეატრს აღებული აქვს პირველი ადგილი სამ სხვადასხვა ნომინაციაში. ასევე გორის ისტორიაში პირველად, გორის თეატრის ორ დამსახურებულ მსახიობს გაეხსნა ვარსკვლავი.

,,გორის თეატრი წარმატებით გაემგზავრა უცხოეთში, საერთაშოროსო ფესტივალზე გასტროლებზე, სადაც თეატრმა აიღო საპატიო ჯილდო. გორის თეატრი ახლაც ემზადებოდა ჩემი უშუალო ჩართულობით უკრაინაში საერთაშორისო ფესტივალზე გასამგზავრებლად. და ბოლოს, გორის თეატრის პროექტმა, რომლის უშუალო ხელძღვანელი მე ვიყავი, გაიმარჯვა კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, ორი თვის უკან- ივლისში, გამოცხადებულ კონკურსში. პროექტი დღემდე მიმდინარეობს და გაგრძელდება დეკემბრამდე. დასკვნები თქვენთვის მომინდვია.'' - აღნიშნავს წვერავა.

იგი მადლობას უხდის გორის თეატრის მსახიობთა დასს, ადმინისტრაციულ და ტექნიკურ პერსონალს, სამხატვრო ხელმძღვანელს, ვისთან ერთადაც მოუწია გასული 4 წლის მანძილზე შრომა.

როგორ აღმოჩნდა გია წვერა გორის თეატრში?




გია წვერავა 2015-2016 წლებში გორის მუნიციპალიტეტის თემის გამგებლის მოადგილედ მუშაობდა. ეს ის დროა, როდესაც ქალაქსა და თემს საკუთარი ხელმძღვანელი (მერი და გამგებელი) ჰყავდა. 

2015-2016 წლებში გორის მუნიციპალიტეტის თემში ერთმანეთს გამგებელი (დავით ონიაშვილი) და საკრებულოს თავმჯდომარე (კონსტანტინე თავზარაშვილი) დაუპირისპირდნენ. კონსტანტინე თავზარაშვილი, რომელსაც ზურგს ,,ქართული ოცნების'' ცენტრალური შტაბი უჭერდა მხარეს, გამგებელს პროექტების ჩავარდნაში ადანაშაულებდა. დავით ონიაშვილმა კი ეს პასუხისმგებლობა პირველ მოადგილეს, გია წვერავას დააკისრა.

დავით ონიაშვილი აცხადებდა, რომ მას ხელს სპეციალურად უშლიდნენ, შედეგად, პირველი მოადგილე 2016 წლის ბოლოს გაათავისუფლა.

"ვერ ასრულებდა საკუთარ მოვალეობას ისე, როგორც უნდა შეესრულებინა და ამიტომ გავათავისუფლე", - ეს განცხადება დავით ონიაშვილმა ონიაშვილმა 2016 წლის 21 დეკემბერს მიიღო. "დავალებები ჰქონდა, რომლებსაც არ ასრულდებოდა. ამ დავალებებზე შენიშვნებიც მქონდა, მაგრამ მინც არ სრულდებოდა. რაიონის საკეთილდღეოდ ისე ვერ მუშაობდა, როგორც გამგებლის მოადგილე უნდა მუშაობდეს. ერთი შენიშვნის გამო არ გავათავისუფლებდი", - განმარტა მაშინ ონიაშვილმა.

,,დღეს სამსახურში ვიყავი საკრებულოს სხდომას დავესწარი,ონიაშვილი არ მინახავს. შესაბამისად ჩემი გათავისუფლების შესახებ არაფერი ვიცოდი", - განმარტავდა გია წვერავა. ონიაშვილი საბოლოოდ ჩამოშორდა ,,ქართულ ოცნებას'' და ის ,,შენების მოძრაობას'' შეუერთდა და 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა.

სწორედ, ამ პერიოდში, ქალაქი და თემი გაერთიანდა, ხოლო გორის მერი კოტე თავზარაშვილი გახდა. გორის თეატრი დაფინანსებას გორის მერიიდან იღებს. კონსტანტინე თავზარაშვილის თანხმობით, გია წვერავა თეატრის დირექტორად დაინიშნა.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020