Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
,,სადაც ყველა, იქაც მე'' - ვაქცინაცია სოფლებში
კასპის მუნიციპალიტეტში თავდაცვის სამინისტროს მობილური ჯგუფების მიერ იმუნიზაცისს პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მოსახლეობის მოთხოვნით ვაქცინაცია ტარდება სოფელ მიქელწყაროში, ქვემოჭალაში, ლამისყანაში, დოესში, კავთისხევში, ახალქალაქსა და ქვემოგომში, სადაც უკვე 500-ზე მეტი პირია აცრილი.

ქვემოჭალის მოსახლეობა ვირუსის მესამე ტალღის პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ სოფელში დაავადება თითქმის ყველა ოჯახში მძვინვარებდა, ამიტომ ადგილობრივების დიდმა ნაწილმა აცრის გადაწყვეტილება მარტივად მიიღო.

„მოვიდნენ დაგვიძახეს და სურვილიც გამოვთქვით, რომ ავცრილიყავით. ამდენი ხალხი იხოცება. ვფიქრობთ აცრილები უფრო დაცულები ვიქნებით, ვიდრე აუცრელები. ეს უკვე მეორე აცრაა. მიუხედავად იმისა რომ ძალიან ალერგიული ვარ არაფერი რეაქცია არ მქონია და საერთოდ ნორმალურად ვიყავი სულ. ვაქცინაცია აუცილებელია საზოგადოებისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი შვილები და გადავარჩინოთ ქვეყანა. ჩემს სამეზობლოშიც ყველა აიცრა. ჩემი ოჯახის წევრებიც აიცრნენ. ძალიან მშვიდად გადავიტანეთ ყველაფერი“,-ამბობს ადგილობრივი ზეინაბ შიუკაშვილი

ამავე სოფლის მკვიდრი ესტატე ხელაშვილი გვიყვება, რომ ერთერთ ოჯახში კოვიდით ჯერ მამაკაცი დაინფიცირდა, შემდეგ მისი მეუღლე. სამწუხაროდ თანმხლები დაავადებების გამო ქალი გარდაიცვალა, ხოლო მამაკაცმა ვირუსი გადაიტანა.



„ ეგეთი შემთხვევები ბევრი ყოფილა, სასწრაფო სასწრაფოზე მოდიოდა. სოფელში ვირუსი მოდებული იყო და საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო ხალხი. წამალი იმიტომ შეიქმნა, რომ ხალხი გამოჯანმრთელდეს. აცრის გადაწყვეტილება მეც მივიღე. თუ მარგებ მარგებს, თუ არადა ჩემისთანები წაუყვანიათ? მთელი სოფელი იცრება და სადაც სხვები, იქაც მე. თავიდან რომ მოვიდნენ, 20 კაცი აიცრა. მერე კიდე 20 აიცრა და ხალხმა რომ გაიგო, მოდის ასაცრელად. მეც რომ ავიცერი, გართულებები არ მქონია“,- ამბობს ესტატე ხელაშვილი და ამატებს, რომ მათი ოჯახები ეკონომიკურადაც დაზარალდა, რადგან ქვეყანაში არსებული უმუშევრობა პანდემიამ მეტად დაამძიმა.

„რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ვაქცინაცია, რადგან ამის გარეშე ვერ ვამარცხებთ პანდემიას და აუცილებელია, რომ ყველა აიცრას. მეორე თუ მესამე ტალღის დროს, ჩვენს სოფელში, ვირუსი ძალიან სწრაფად გავრცელდა და ბევრს მოედო. ძალიან მძიმედ არავის გადაუტანია, თუმცა რაოდენობრივად ბევრი იყო ინფიცირებული, ამიტომ მოსახლეობას აცრის სურვილი აქვს და უკვე ბევრიც აიცრა. მე და ჩემი ოჯახიც ავიცერით. ეს უკვე მეორე აცრაა და თავს მშვენივრად ვგრძნობ“,- გვიყვება თამილა ჩიმახიძე.

72 წლის გივი მესტუმრემ აცრის სურვილი ოჯახის პატარა წევრების გამო გამოთქვა. მიიჩნევს, რომ ასე მის შვილიშვილებს ვირუსისგან დაიცავს.

„პირველად უნდა ავიცრა. 72 წლის ვარ და ჯერ არაფერი მტკენია, მაგრამ მაინც ავიცრები,  რა ვიცი, იქნება რამე გვეშველოს“,- ფიქრობს გივი მესტუმრე.

ემა ესერგაშვილი გვიყვება, რომ ოჯახში ასაკოვანი და ჰყავს, ვისთვისაც მნიშვნელოვანი იყო ადგილზე იმუნიზაცია, რადგან ქალაქში მისი წაყვანა ბევრ სირთულეს წარმოადგენდა.

„შეგვატყობინეს, რომ ექიმების ჯგუფი ამოვიდოდა, მოსახხლეობას აცრიდა და გვექნებოდა თუ არა ჩვენც აცრის სურვილი. შევიკრიბეთ რამდენიმე ადამიანი, ვინც სურვილი გამოთქვა და ავიცერით. მივესალმებით, ძალიან კარგია. სხვათა შორის ხალხიც ძალიან კმაყოფილია. პირველ რიგში ვცდილობ, რომ ჩემი დისთვის არ ვიყო ვირუსის მიმტანი. თან ბავშვები გვყავს სახლში და თავი უნდა დავიზღვიოთ, რომ გვეუბნებიან უნდა ავიცრათ. რა არის ამაში ცუდი? ამ სოფელში სურვილი აქვთ და იცრება ხალხი. მე უკვე მეორედ ავიცერი და თავს კარგად ვგრძნობ. ჩემი შვილების დროს ხომ იცრებოდნენ სხვადასხვა დაავადებებზე? მერე კი შეხვდათ ის ვირუსები, მაგრამ ადვილად გადაიტანეს. ჩემი აზრით ახლაც ეს სიტუაციაა“-, ამბობს ემა ესერგიშვილი.



მობილური ჯგუფის ექიმი მარინა ნაცვლიშვილი აღნიშნავს, რომ ვაქცინაციის პროცესში ძირითადად ის ასაკობრივი ჯგუფები არიან ჩართულები, ვინც ასაკიანია და გადაადგილების პრობლემა აქვს.

„ძალიან კარგი ორგანიზება დაგვხვდა ყოველგვარი ჭყლეტვის და რიგის გარეშე. შემოდიან იცრებიან, იცდიან ცოტა ხანს, რომ ვნახოთ გართულება ხომ არ იქნება და მიდიან. დღეს ლამისყანაში ვიყავით, ქვემო ჭალაში და მერე წავალთ აგარაში. ბევრი მობილური ჯგუფი ვმუშაობთ და ერთმანეთს ვენცვლებით სხვადასხვა სოფელში. ყველა უნდა აიცრას, რომ არ გავრცელდეს ეს დაავადება, მოვახერხოთ ლოკალიზაცია და გადავრჩეთ. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინ აიცრა, ეს არ დაემართება. უბრალოდ, უფრო მსუბუქად ჩაივლის. შეიძლება უსიმპტომოთაც ჩაიაროს. მთავარია, როგორმე გავუმკლავდეთ და დავზოგოთ ჩვენი ახლობლები, მეგობრები და მეზობლები. სოციალური დისტანცია და პირბადეები აუცილებელია“-, ამბობს მარინა ნაცვლიშვილი.

კასპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნანა ნონიაშვილი აღნიშნავს, რომ საზოგადოების მხრიდან დიდი პასუხისმგებლობა იგრძნობა იმუნიზაციის პროცესთან მიმართებაში, ამიტომაც გაჩნდა მობილური ჯგუფების მოთხოვნა სოფლებში.

„თავდაცვის სამინისტროს, გუბერნიისა და კასპის მუნიციპალიტეტის ერთობლივი ჩართულობით ხორციელდება ეს გასვლები. უკვე 10 ასეთი გასვლა შეძლო მობილურმა ჯგუფმა, ეს იყო მიქელწყარო, ქვემო ჭალა, ლამისყანა, დოესი, კავთისხევი, ახალქალაქი და ქვემო გომი ამ სოფლებში 500 ზე მეტი პირი აიცრა. ამ ფონზე, პირველადი ჯანდაცვის ჩართვაც იგეგმება ვაქცინაციის პროცესში, რაც გულისხმობს სოფლის ამბულატორიების მომარაგებას კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით. ამჟამად აცრა ორი ვაქცინით ხორციელდება, ეს არის „სინოფარმი“ და „სინოვაკი“, თუმცა ცოტახანში „შპს მედალფა“ ჩაერთვება ფაიზერით ვაქცინაციის პროცესში და ჩვენს მოსახლეობას ამის საშუალება ადგილზე ექნება. აცრა მიმდინარეობს კვირაში 5 დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დილის 10:00 საათიდან, საღამოს 16:00 საათამდე. მოსვლა შეუძლიათ ცოცხალი რიგითაც და ჯავშნის პრინციპითაც. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ბოლო ორი კვირის განმავლობაში საკმაოდ სტაბილურია. საწყის ეტაპზე იყო მატება, მაგრამ ახლა უკვე მივდივართ კლებაში. თუ მანამდე დღიური დადასტურება გვქონდა 45-47 ახლა გვაქვს 17-18 -20. პრაქტიკულად შემთხვევათა რაოდენობამ 50 % ით იკლო“,-ამბობს კასპის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნანა ნონიაშვილი.

13 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 946 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 351 პირი, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 581 815-ს. ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 545 916.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 233 პირი ემსხვერპლა.



Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020