Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
ლადო ხინჩეგაშვილის გუნდი გორის სოფლებში - ვინ არიან მისი წარდგენილი მაჟორიტარები
გორის მერობის კანდიდატმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

კანდიდატების უმრავლესობა არ წარმოადგენს პირადად მის მიერ შერჩეულ კადრს. ნაწილი საკრებულოს მოქმედი წევრია, ნაწილი - ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელი.

ზაზა მათოშვილი - გორის სასამართლოს ყოფილი თანამშრომელი - მოსამართლის თანაშემწე. საჯარო რეესტრის ყოფილი თანამშრომელი, ადვოკატი

ბექა ლობჟანიძე, - სპორტსმენი, შიდა ქართლის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი

დავით სარალიძე, - 2013 წლიდან დააფუძნა აუდიტორული კომპანია შპს ,,აუდიტ მრჩეველი'' და პარტნიორად ჰყავდა ბადრი ნანეტაშვილი. ნანეტაშვილი იმავე წელს გაათავისუფლდა კომპანიის დირექტორის პოსტიდან. ნანეტაშვილმა თავისი 50% წილი უსასყიდლოდ დაუთმო ბადრი ნანეტაშვილს. ტელეკომპანია ,,თრიალეთის'' დამფუძნებელი ნანეტაშვილი ამჟამად შერიგების მინისტრის მოადგილეა.

მერაბ მელანაშვილი, - სოფელ ნიქოზიდან. გორის საკრებულოს წევრია 2014 წლიდან.

მამუკა ბაზანდარაშვილი, - სოფელ კარალეთიდან, იყო სოფლის წარმომადგენელი ,,ნაციონალური მოძრაობის'' მმართველობის პერიოდში, შემდეგ ხელისუფლებაში ,,ქართული ოცნების'' მოსვლის შემდეგ პატრიოტთა ალიანსის რიგებში გაწევრიანდა. ახლა ,,ქართული ოცნების'' კანდიდატია. 

ასმათ ტალახაძე, - კენჭს იყრის მეჯვრისხევში. 1993 წლიდან მუშაობდა მეჯვრისხევის ცენტრალიზებულ ბუღალტერიაში ბუღალტრად, 2003-2009 წლებში მუშაობდა ,,ლიბერთი ბანკის" ოპერატორად, 2015 წლიდან გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმის ცენტრის ბუღალტრად, 2017 წელს კი გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ბუღალტრად. ასმათ ტალახაძე 2017 წელს არჩეული იქნა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერად მეჯვრისხევის ადმინისტრაციული ერთეულში მაჟორიტარად.

იოსებ მუმლაძე,
- ძევერიდან.  იყო გორის რაიონის გამგებელი 2005-2007 წწ. მას შემდეგ, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ ყოფილი თანაგუნდელის, ირაკლი ოქრუაშვილისა და მისი გუნდის წევრების დაპატიმრებები და დევნა დაიწყო, სოსო მუმლაძე მათ რიგში აღმოჩნდა. 2012 წლიდან სოსო მუმლაძე კოალიცია ,,ქართული ოცნების'' რიგებში აღმოჩნდა. მოხვდა საკრებულოში ,,კონსერვატორების'' სახელით.

ჯაბა იმერლიშვილი, - 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, გორის თვითმმართველ თემში ოქრუაშვილის პარტიიდან მაჟორიტარ დეპუტატად იყრიდა კენჭს, წელს ,,ქართულ ოცნებას'' შეუერთდა.

ბორის გოგიჩაიშვილი, - სოფელი ხიდისთავი, სპორტსმენი, ძიუდო, სსრკს ჩემპიონი 1978 წელს. ღვინის მწარმოებელი კომპანიის ,,საქართველოს'' ერთ-ერთი დამფუძნებელი.

კობა ბერიანიძე, - სოფელი ბერშუეთი, სპორტსმენი, ფეხბურთელი

გიორგი შიოშვილი, - სოფელი ბერბუკი, საკრებულოს მოქმედი წევრი, კულტურის სამსახურის უფროსის ძმა.

მანუჩარ ლაფაჩი - სოფელი სკრა, საკრებულოს მოქმედი წევრი

 

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020