Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ განსაზღვრული მეთოდოლოგიის მიხედვით, ემიგრანტი არის პირი, რომელმაც დატოვა საქართველო და ბოლო 12 თვის განმავლობაში სულ მცირე 183 დღით იმყოფებოდა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე (მათ შორის ითვლება იმ დღეებიც ჯამური რაოდენობაც, როცა პირმა ქვეყანა წლის განმავლობაში რამდენჯერმე დატოვა), ხოლო საქართველო იყო მისთვის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა, ანუ საქართველოს დატოვებამდე წინა 12 თვის მანძილზე აქ სულ მცირე 183 დღე მაინც ჰქონდა გატარებული. (წყარო: geostat.ge)
2017 წლიდან, მას შემდეგ რაც ევროპარლამენტმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას მხარი ოფიციალურად დაუჭირა, საქართველოს, საქსტატის მონაცემებით, ყოველწლიურად 60 000-ზე მეტი მოქალაქე ტოვებს. ემიგრანტთა რიცხვი განსაკუთრებით გაიზარდა 2019 წელს, როცა ქვეყანა 81978-მა მოქალაქემ დატოვა. აქედან 44650 მამაკაცი, ხოლო 37328 ქალი იყო. მაგალითისთვის 2017 წელს ქვეყნიდან გასული მოქალაქეების რიცხვი 67269-ს (36713 - მამაკაცი; 30556 - ქალი); 2018 წელს კი - 76367 -ს (41960 - მამაკაცი, 34407 - ქალი) შეადგენდა. 2020 წელს, სავარაუდოდ პანდემიის გავლენით საქართველოდან ემიგრირებულ მოქალაქეთა რიცხვი შემცირდა და 43349 (26137 – მამაკაცი; 17212 - ქალი) შეადგინა.
ემიგრაცია. სტატისტიკის მიღმა:
ემიგრაციის პირველ წელს ნონა კანონმდებლობით განსაზღვრული კრიტერიუმებით ემიგრანტი საერთოდაც არ იყო. ბარგი ჩაალაგა, ყველას გამოემშვიდობა, თბილისის „მარშრუტკაში“ ჩაჯდა, იქიდან კიდევ ერთხელ დაუქნია ხელი შვილს, რომელიც უკვე აღარ იღიმებოდა და წავიდა. ოთხი თვე გავიდა ისე, რომ სახლში არ დაურეკავს. მისი ამბავი არავინ იცოდა. რამე ცუდი რომ მომხდარიყო, წესით გავიგებდითო, შიშნარევი იმედით ამბობდნენ ოჯახის წევრები. „ვერ გავფრინდი, - იხსენებს ნონა, - მაშინ ევროპაში მოსახვედრად ვიზა იყო საჭირო. ვიზის მიღება კი ჩემნაირი ადამიანისთვის ძალიან ძნელი, შეუძლებელიც კი იყო. მოწვევა მე არ მქონდა, არც შემოსავალი და არავითარი საკუთრება. სახლი სადაც ვცხოვრობდი, მამამთილის საკუთრებაში იყო მაშინაც და ახლაც. სადაც გავიზარდე, ის სახლი ჩემს ძმას ეკუთვნის. მოკლედ, ადამიანი, ვინც დაგვპირდა, რომ საბუთებს მოაწესრიგებდა და ვიზით დამშვენებულ პასპორტებს ჩაგვაბარებდა ფრენის წინ ავიაბილეთებთან ერთად, უბრალოდ არ მოვიდა. ძნელი მისახვედრი არ იქნება, რომ არც ტელეფონს უპასუხა და სხვა საკონტაქტო ჩვენ არ გვქონდა. დავრჩით ქუჩაში. ოღონდ აქვე, საქართველოში. ალბათ, უცხო ქვეყანაში გარეთ დარჩენას ეს ჯობდა, მაგრამ სახლში ვერ მივბრუნდებოდი. ვერც მე და ვერც ის რამდენიმე ქალი, ჩემსავით რომ დატოვეს პატარა შვილები სევდით სავსე თვალებით. ვერ დავბრუნდებოდი, რადგან წამოსვლა იოლი არ იყო. რამდენჯერ მომისმენია, თუ საჭმელი არ გიჭირს, არ წახვიდე! ქმარი ხომ მუშაობს, სად მიდიხარ? ბავშვს ვის უტოვებ? ოჯახი არ დაგენგრეს! და რა ვიცი, რასაც ამ დროს ამბობენ ხოლმე, ყველაფერი მითხრეს. მეც ყველაფერი მოვისმინე, მაგრამ წელს წელი მიემატა, სახურავიდან ჩამოჟონილი წყლის რკალი ნელ-ნელა იზრდებოდა მეორე სართულის დიდი ოთახის ჭერზე - „ზალას“ რომ ვეძახით. კედლები ნელ-ნელა შავდებოდა ღუმელიდან გამოსული კვამლით, ნელ-ნელა იცრიცებოდა ჩემი პალტოც, ახალ გათხოვილს რომ დედამთილმა საჩუქრად მიყიდა. იზრდებოდა ბავშვი და მისი განათლებისთვის მეტი რესურსი იყო საჭირო.
ერთ დღესაც, ბავშვის სასკოლო რვეულში ჩანაწერი აღმოვაჩინე. მასწავლებელს დაუვალებია დაეწერათ, რას მოუყვებოდნენ შვილიშვილებს, როცა დაბერდებოდნენ. ჩემი შვილი წერდა: პაპა გვიყვება, მის ბავშვობაში როგორ უჭირდათ და მეც რომ დავბერდები, მეც მოვუყვები ჩემს შვილიშვილებს, თუ როგორ გვიჭირდაო. ეს ჩანაწერი ბოლო წვეთი აღმოჩნდა. ჩემი გადაწყვეტილება დიდად არავის გახარებია. ქმარიც, რომელიც თავიდან მხარს მიჭერდა, ბოლოს უკმაყოფილებას აღარ მალავდა, რადგან საბუთების მოგვარებას ოქროს ნივთების დალომბარდება და ვალები დაჭირდა. მოდი ახლა და ასე ჩხუბით და დავიდარაბით ძლივს წამოსული, მეორე დღეს მიდი სახლში და გამოაცხადე, ვერ წავედი, მომატყუეს და ძალიან ვწუხვარო. ავდექით და ოთხმა ქალმა თბილისშივე პატარა ოთახი დავიქირავეთ. გარეთ გასვლასაც ვერიდებოდით, რომ ქუჩაში ნაცნობი არ შეგვხვედროდა და სახლში ამბავი არ ჩაეტანა. ოთხი თვე დაგვჭირდა, რომ ის ადამიანი მოგვენახა, ვინც ამ დღეში ჩაგვაგდო და პირობის შესრულება მოგვეთხოვა. საბედნიეროდ, გაგვიმართლა და ოთხი თვის თავზე თვითმფრინავში აღმოვჩნდით. რომ ჩავედით მშვიდობით ათენში, იქიდანღა დავრეკე სახლში და გავაგებინე, რომ ცოცხალი ვიყავი. დალხინებული ცხოვრება არც ევროპაში მაქვს. უკვე რამდენი წელია, ავადმყოფ მოხუცებს ვუვლი. უმძიმესი საქმეა. ოცდაოთხი საათი ვშრომობ. ცოცხალ ადამიანს უყურადღებოდ ხომ ვერ დატოვებ. თან, მათი სიცოცხლე ჩვენთვისაც ხომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეგენი რომ არ იყვნენ, ჩვენ სად ვიმუშავებდით?! მაგრამ, ამჯერად ჩემი შრომა შედეგიანია. ვალები გავისტუმრე. უკვე მომავლის დაგეგმვა შემიძლია. სახლი გავარემონტე, შვილს ვასწავლი. აქაც იყო ჩამოსული რამდენიმე ხნით. ახალი ბინის შეძენაზეც ვფიქრობ. ქმარი სამსახურიდან წამოვიდა და პატარა მაღაზია გააკეთა. იმედიანად ვარ. ეს მძიმე შრომა რომ აღარ შემეძლება, მეც საოჯახო ბიზნესში ჩავერთობი და ჩემი შვილიშვილი მაინც აღარ დაწერს, რომ მასაც ძალიან უჭირს.
ეკონომიკური ნაწილი:
მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის 2019 წლის მონაცემებით, (https://migration.commission.ge/) ბოლო ოთხ წელში უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა 32%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა ოდნავ შემცირებულია. ბოლო წლებში სწრაფად გაიზარდა ისრაელიდან განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა. ასევე გაზრდილია ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყნიდან განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობაც. ამავე ღია წყაროს მონაცემებით, უცხოეთიდან ფულადი გზავნილების შემოდინება ქვეყანაში უფრო სტაბილური პროცესია, ვიდრე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება. 2015-2017 წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები აჭარბებდა ქვეყანაში შემოსულ ფულადი გზავნილების ყოველწლიურ ოდენობას. თუმცა, 2018 წელს სურათი შეიცვალა და ფულადი გზავნილები თითქმის 200 მილიონით აჭარბებს ამ წელს განხორციელებულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს.
იმიგრაცია. ოფიციალური ცნობები:
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მეთოდოლოგიის მიხედვით, იმიგრანტად აღიარებულია პირი, რომელმაც გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, ბოლო 12 თვის განმავლობაში სულ მცირე 183 დღით იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველო არ იყო მისთვის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა - ე.ი. მას საქართველოს საზღვრებს გარეთ წინა 12 თვეში გატარებული ჰქონდა სულ მცირე 183 დღე. (წყარო: geostat.ge)
2017 წელს საქართველოში შემოსული იმიგრანტების რაოდენობა 83239 შეადგენდა. აქედან 48343 საქართველოს მოქალაქე იყო. 2018 წელს ქვეყანაში 88152 იმიგრანტი შემოვიდა, აქედან 47883 საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდა. 2019 წელს 96864 იმიგრანტთა საერთო რიცხვს 54478 საქართველოს მოქალაქეობის მქონე იმიგრანტი შეუერთდა.
საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილის მიხედვით, 2015 წლიდან, შემცირებულია და ბოლო სამი წლის განმავლობაში სტაბილურია საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა. მზარდია თავშესაფრის მოთხოვნაზე უარყოფითი გადაწყვეტილებების წილი წლიურად მიღებული გადაწყვეტილებების საერთო რაოდენობაში; ამასთან, მზარდია ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობაში უცხოელთა მიერ დაფუძნებული კომპანიების მიერ შეტანილი წვლილი, ისევე როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურ პირთა და უცხოელთა მიერ დაფუძნებული სუბიექტების მიერ ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები;
იმიგრაცია. სტატისტიკის მიღმა:
სამუშაო დრო დასრულებულია, თუმცა ერთ-ერთი პროექტის დედლაინი კარზეა მომდგარი და სახლში ვერ მივდივარ. ოფისში მარტო ვრჩები. გვიანი შემოდგომაა. ადრე ბნელდება. ოფისის კარს არასდროს ვკეტავთ, როცა ვინმე ადგილზეა. პატარა, უსაფრთხო ქალაქში ვცხოვრობთ. კარის დაკეტვა საჭირო არ არის. ამიტომ არ მიკვირს, როცა შემოსასვლელი კარი გაიღო, მაგრამ ძლიერი მიჯახუნება კი მეხამუშება. ვდგები. ოთახში გაფითრებული ვანიკო შემოდის - ჩემი მეგობარი. სინათლე დავინახე და ვიფიქრე, აქ იქნებოდი, მეუბნება უჩვეულოდ სწრაფად. - გთხოვ ჩადი, თორემ მოვკლავ!
მე უთქმელად ვხვდები, რაც ხდება. პალტოსაც არ ვიცვამ, ისე ჩავდივარ პირველ სართულზე. იქ სალონია - ჩვენებურად საპარიკმახერო. ლამის ერთი წელი იქნება, სალონში ჩეჩნეთიდან დევნილი ახალგაზრდა და ძალიან ლამაზი ხალიმა მუშაობს. სალონში ისიც მარტოა თუ მის პატარა, ათიოდე წლის ბიჭს არ ჩავთვლით, რომელსაც ჩემი შესვლისას ამავე უბნის ბირჟის ერთ-ერთი ნასვამი წარმომადგენელი ფულს აჩეჩებს და დაჟინებით თხოვს, კოკა-კოლა, სნიკერსი, და რაც გაუსწორდება, ის იყიდოს. ბავშვი ფულს ხელს არ კიდებს და დედას უყურებს შეშინებული. არანაკლებ შეშინებული დედა განუწყვეტლივ იმეორებს: არ არის საჭირო. არ უნდა. მე ვიცი, რომ რომელიღაც დაუწერელი კანონის მიხედვით, ვანიკოს არ აქვს უფლება ამ „დელიკატურ“ საქმეში ჩაერიოს. მისი პატიოსნება კი სულ სხვა რამეს ეუბნება. ამიტომ ამოვიდა ჩემთან. თმის შესაჭრელად და შესაღებად მოვედი, ვეუბნები ხალიმას ქართულად და მერე რუსულადაც ვუმეორებ. გაოცებული მიყურებს. ახლა? - მეკითხება. კი, - ვპასუხობ, -უცებ დამირეკეს და ხვალ სადღაც ვარ დაპატიჟებული.
დილით ვერ მოვალ, ადრიანად უნდა წავიდე. ხომ შეგიძლია ერთი საათი დამითმო? ხალიმა თავს აქნევს. უბნის ბირჟის შეუპოვარი წარმომადგენელი არ ნებდება და სავარძელში თავსდება. მოყოჩაღებული ბავშვიც ტელევიზორის პულტს დაუწყებს წვალებას. გინდა, პოლიციას დავუძახებ? - ჩუმად ვეკითხები ხალიმას, რომელიც მოხერხებულად აწკაპუნებს მაკრატელს. - არა. მეუბნება წყნარად. მერე ჩემი ქმარიც გაიგებს და არ მინდა რამე უბედურებაში გავეხვეთ. ეს ახლა წავა. ამ დროს ჩემი ქმარიც მოდის ხოლმე და იცის, რომ აქ არ უნდა დახვდეს. თუ გინდა, საღებავს არ წაგისვამ. ორივეს გვეღიმება. ხალიმას ქმარი, რომელზეც ამბობენ, რომ ჩეჩნეთში რუსების წინააღმდეგ ნაომარია, ახლა დღიურად მუშაობს. აი, კიდეც გამოჩნდა ფანჯრიდან, როგორ გადმოჭრა მოედანი და სალონისკენ გადმოუხვია. - წავედი მე, თუ რამე დაგჭირდეს, აქ ვარ, არ მოგერიდოს. ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია, - ამბობს უბნის ბირჟის „ლომი“ და რატომღაც ქუჩაში გასვლის ნაცვლად სადარბაზოში ზემო სართულებისკენ მიიჩქარის.
რამდენიმე თვის შემდეგ ხალიმა და მისი ოჯახი ქალაქიდან გადავიდნენ. მე საქმეებს ისევ დადლაინის ზღვარზე ვაგვარებ. უბნის ბირჟა ისევ ხმაურობს. ვანიკოც ისევ ამოდის ხოლმე ყავაზე.
სტრატეგია.
2020 წელს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიამ „საქართველოს 2021-2030 წლების მიგრაციის სტრატეგია დაამტკიცა, სადაც ხაზგასმულია, რომ მიგრაციას, რთულ გამოწვევებთან ერთად, აქვს შესაძლებლობათა დიდი პოტენციალი, რომელიც სრულყოფილად უნდა იქნეს ათვისებული და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე - მისი განვითარებისკენ მიმართული.
ღია წყაროები მიგრაციის შესახებ
ნინო სუხიაშვილის
ბლოგი
ემიგრაცია. ოფიციალური
ცნობები:

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани