Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
წინასაარჩევნო გარემო გორში
2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების წინ, გორში, ხელისუფლების მხრიდან ზეწოლებზე, ყველაზე მეტად ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდის წევრები ჩივიან. რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს, ისინი, ძირითადად, ყურადღებას წინასაარჩევნო გარემოს არათანაბარ პირობებზე ამახვილებენ.

გორის მერობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძვის – ლადო ხინჩეგაშვილი მმართველი გუნდიდან; კოტე ანანიაშვილი – გახარიას გუნდიდან; ეთერ ჯალაღანია – ევროპული საქართველოდან; ხოლო ვასილ მახარაშვილი – ნაციონალური მოძრაობიდან.

"ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" პარტიების კანდიდატთა წარმომადგენლები აცხადებენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი გუნდის წარმომადგენლები საარჩევნო ეთიკის ნორმებს არღვევენ, რაც იმაში გამოიხატება, რომ ყველა რესურსი (სარეკლამო ბანერები, ბილბორდები) მმართველი პარტიის კანდიდატს აქვს ათვისებული.

რაც შეეხება გახარიას გუნდის წარმომადგენლებს, ისინი ძირითადად საუბრობენ სამსახურიდან მათი მხარდამჭერების დევნასა და, ასევე, მათი ბიზნესების შევიწროებაზე.

ყველაფერი 2021 წლის 14 მაისს დაიწყო, როდესაც საქართველოს პარლამენტის წევრმა, და ამავე დროს, გორი-კასპის მაჟორიტარმა კანდიდატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა "ქართული ოცნება" დატოვა და გახარიას გუნდს ჩაუდგა სათავეში.

მომდევნო დღეს, 15 მაისს, თანამდებობები დატოვეს გორის მერის პირველმა და მეორე მოადგილეებმა. ერასტი ელიჯარაშვილი და პაატა ივანიშვილი გახარიას გუნდში გადავიდნენ.

მათი თქმით, რამდენიმე ხნის წინ ზეწოლას ჰქონდა ადგილი, რომლის მიზანი, სწორედ, თანამდებობიდან მათი წასვლა იყო.

კონკრეტული გვარები არ დაუსახელებიათ, თუმცა მინიშნება გორის მერზე, კოტე თავზარაშვილზე გააკეთეს.

ერასტი ელიჯარაშვილი და პაატა ივანიშვილი თანამდებობებზე მას შემდეგ დაინიშნენ, რაც შიდა ქართლის გუბერნატორი, 2018 წლის აგვისტოში, გიორგი ხოჯევანიშილი გახდა. ელიჯარაშვილი გენინსპექციაში, ხოლო პაატა ივანიშვილი - გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში მუშაობდნენ.

16 მაისს, ყოფილი მოადგილეების პრეტენზიებს გორის მერმა კოტე თავზარაშვილმა უპასუხა. "ისინი თავისით კი არ წავიდნენ, არამედ მე გავათავისუფლე", - განაცხადა თავზარაშვილმა. მან ისიც დასძინა, რომ ელიჯარაშვილი და ივანიშვილი მერიის სხვა თანამშრომლებს აიძულებენ, რომ სამსახური საკუთარი ნებით დატოვონ.

"ნაცვლად იმისა, რომ საქმე ეკეთებინათ, სამსახურში იმიტომ დადიოდნენ, რომ სხვები დაერწმუნებინათ, გახარიას გუნდში გადასვლაზე", - განაცხადა თავზარაშვილმა.

ამ პროცესებს, მაისშივე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები გამოეხმაურნენ:

"ვფიქრობთ, რომ საზოგადოებისთვის მათი განცხადება ბუნდოვანი და არადამაჯერებელია, რადგან ეს ადამიანები ბოლო წლების განმავლობაში მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებს იკავებდნენ, მათი მხრიდან კი არასდროს გამოთქმულა პოლიტდევნილების მიმართ თანაგრძნობის გამომხატველი, ან მხარდამჭერი აზრი", - აღნიშნავენ ენმ-ს წევრები.

მათ მიაჩნიათ, რომ ივანიშვილი და ელიჯარაშვილი, პირველ რიგში, ვალდებულები არიან, საზოგადოებას გასცენ პასუხი შემდეგ კითხვებზე:

"რა დამსახურებისა და კვალიფიკაციის მიხედვით შეირჩნენ თავის დროზე მერის მოადგილის პოზიციაზე? ხომ არ იყო ეს ყოფილი გუბერნატორის, გიორგი ხოჯევანიშვილის, მფარველობის შედეგი? რა აზრის არიან კორუფციასა და ნეპოტიზმზე?" - ასეთია "ენმ"-ს კითხვები, რომლებმზეც პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

გორში, გახარიას გუნდის ასეთ დემარშს და მათ პოლიტიკურ განცხადებას გორის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" ხელმძღვანელი მიშა გოგინაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, წლების განმავლობაში, საკუთარ გუნდს ასაღებდა, როგორც "ქართული ოცნება"; საკუთარ გუნდის წევრებს კი "ქართულ ოცნებაში" ნერგავდა.

გოგინაშვილის განმარტებით, გახარიას, ძალაუფლების პიკში ყოფნის დროს, ეგონა, რომ სხვა გუნდთან ყოფნისას მოპოვებული რეიტინგი მისი იყო.

პარალელურად, გახარიას გუნდში გადასვლა დაიწყეს საკრებულოს წევრებმა. ყველაზე დიდი დემარში ხაშურში მოაწყეს, სადაც 9 კომისიის ხელმძღვანელი გადავიდა გახარიას გუნდში. გორის საკრებულოში კი მამუკა ფანიაშვილი გაემიჯნა "ქართულ ოცნებას".

30 ივნისს გორის მერის ახალმა პირველმა მოადგილემ, თამაზ შიოშვილმა განაცხადა, რომ ის იმ "სკვერის" ისტორიით დაინტერესდა, რომელსაც მამუკა ფანიაშვილი ფლობს.

"როდესაც ხარ საკრებულოს დეპუტატი, მეტი პასუხისმგებლობა გმართებს მოსახლეობის მიმართ. მე დავინტერესდები ამ სკვერის გასხვისების ფაქტით", - განაცხადა თამაზ შიოშვილმა.

ვიდრე გორის მერის ახალი პირველი მოადგილე დოკუმენტებს გაეცნობოდა, მანამდე ეს ინფორმაცია ჩვენ მოვიპოვეთ - გაირკვა, რომ 97 კვ.მ ფართობი მიწა გაიყიდა 2012 წლის სექტემბერში და იყიდა ვასილ ლობჟანიძემ. მამუკა ფანიაშვილმა კი ლობჟანიძისგან მიწა 2020 წლის გაზაფხულზე შეისყიდა.

გახარიას გუნდთან ახლობლობის გამო, პრობლემები შეუქმნეს ატენში, ვენახის მფლობელს სოსო წიქარიძეს. კერძოდ, 2021 წლის 24 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, კომპანია "ატენი ტერასების" ქონება დააყადაღა. მეპატრონეს, სოსო წიქარიძეს კომპანიის საკუთრებაში არსებული ვენახის მოვლის უფლება ჩამოერთვა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სასამართლოს 24 ივლისს მიმართა, ხოლო საჯარო რეესტრში ყადაღის შესახებ ცნობა 28 ივლისს გაიცა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ამ ქონებით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც სოსო წიქარიძემ 2021 წლის 7 ივლისს, ყოფილ პრემიერს გიორგი გახარიას და ამავე გუნდის რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებს, გიორგი და ალექსანდრე ხოჯევანიშვილებს, ასევე შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს კახა საბანაძეს უმასპინძლა.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, მდინარე ტანის გასწვრივ მდებარე ფერდობზე მიწის ნაკვეთები ჯერ სოსო წიქარიძის ახლობლებმა დაირეგისტირეს, შემდეგ კი, კომპანია "ატენი ტერასას" გადაუფორმეს. შემოსავლების სამსახურს კი, სწორედ, ეს გარემოება აინტერესებს, თუ როგორც აღმოჩნდა ნაკვეთები "ატენი ტერასას" საკუთრებაში.

ატენში მერის წარმომადგენელი ნუგზარ მძინარაშვილი აცხადებს, რომ 2019 წლის განმავლობაში, ხელისუფლება ყველანაირად ცდილობდა მიწები გადაფორმებულიყო სოსო წიქარიძის საკუთრებაში, გორის "ქართული ოცნების" შტაბის წევრი, მიხეილ გოგინაშვილიც აცხადებს, რომ ხოჯევანიშვილები ცდილობდნენ საკუთარი მომხრეების გაძლიერებას და დახმარებას, რისი მაგალითიც სოსო წიქარიძის "ტერასებია".

პარტია "საქართველოსთვის" პრეს-სამსახურში ადასტურებენ, რომ ბიზნესმენს პრობლემები სწორედ ამ სტუმრობის შემდეგ შეუქმნეს. ისიც ირკვევა, რომ ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს, კერძოდ, სუს-მა გახარიას სტუმრობის შესახებ, წინასწარი იცოდა და წიქარიძეს სთხოვდნენ ამ სტუმრობაზე უარი ეთქვა. თუმცა, წიქარიძემ სუს-ის მოთხოვნა არ გაითვალისწინა და სტუმრებს მაინც უმასპინძლა. 

26 ივლისს ცნობილი გახდა, რომ გორში სამსახური დატოვა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ააიპ-ის დირექტორმა ბაჩანა გვიანიშვილმა.

ის წყალმომარაგების კომპანიის შიდა ქართლის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელად 2021 წლის 28 მარტიდან მუშაობდა. მას ექვსთვიანი გამოსაცდელი ვადა ჰქონდა, თუმცა უთხრეს, რომ სამსახურიდან ორი თვით ადრე უნდა წასულიყო.

ბაჩანა გვიანიშვილი საჯარო სექტორში მას შემდეგ გამოჩნდა, რაც 2018 წლის აგვისტოში, შიდა ქართლის გუბერნატორად გიორგი ხოჯევანიშვილი დაინიშნა. ერთ თვეში, 2018 წლის სექტემბერში გვიანიშვილს მუნიციპალური ააიპ - გორის კეთილმოწყობის სააგენტო ჩააბარეს.

11 აგვისტოს გორში თხევადი აირის საწარმოში მისულ მოქალაქეებს ეუბნებოდნენ, რომ "აღარ ვმუშაობთ, აღწერები დაიწყეს".

თანამშრომლებმა არ იციან, რა გახდა ობიექტის შემოწმების საფუძველი, თუმცა, ეს ფაქტი იმ ხანძარს ემთხვევა, რომელიც ცოტა ხნის წინ, გაზგასამართ სადგურზე "გაჩნდა".

"გაზლენდი" შინდისის გზატკეცილის დასაწყისში მდებარეობს. 2019 წლამდე 100%-იანი წილის მფლობელი გიორგი ხოჯევანიშვილი იყო. მან კომპანია სამართავად სიმონ ხოჯევანიშვილზე გადააფორმა.

2019 წელს შევსებული დეკლრაციის მიხედვით, გიორგი ხოჯევანიშვილს ამ ობიექტიდან ერთ წელში 120 000 ლარი ჰქონდა შემოსავალი.

"გაზლენდს" პრობლემები წლების განმავლობაში არასდროს შექმნია. კომპანია გიორგი ხოჯევანიშვილის მამამ, ნუგზარ ხოჯევანიშვილმა დააარსა, ხოლო შვილს მემკვიდრეობით ერგო, მამის გარდაცვალების შემდეგ.

შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტში გიორგი გახარიას ოფისების მეპატრონეებს მოსთხოვეს, რომ ხელშეკრულებები გაეუქმებინათ.

"გორის ოფისის მეპატრონეს, რომელიც არის შშმ პირი, აქვს შაქრიანი დიაბეტი, რამდენჯერმე მიადგნენ და მოსთხოვეს პარტიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა, თუმცა, არ გაწყვიტა. ქარელის ოფისის მეპატრონემ შეთანხმების გაუქმებაზე უარი განაცხადა. რაც შეეხება ხაშურს, ანალოგიურად მიადგნენ ხაშურის ოფისის მეპატრონეს, რომელმაც ზეწოლის შედეგად, შეთანხმება მეორე დღესვე გააუქმა", - აღნიშნავენ პარტიაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020