Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
დარღვევები არჩევნების დღეს შიდა ქართლში
გორის 32-ე ოლქში არჩევნები პირველივე ტურში დამთავრდა. გამარჯვებულად მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი გამოცხადდა. მან უბანზე მისულ ამომრჩეველთა 53% მიიღო.

გორის საოლქო კომისიაში 3 ოქტომბრის მონაცემებით, 9 საჩივარი დაიწერა.

2 ოქტომბრის დილით, პირველი საჩივარი საქაშეთის დევნილთა დასახლებაში დაიწერა. უბანზე მისულმა დამკვირვებლებმა შეამჩნიეს, რომ თვალსაჩინო ადგილზე გაკრული იყო მმართველი პარტიის კანდიდატის პლაკატი. ამის გამო, მოითხოვეს კომისიის თავმჯდომარის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, რადგან უბანი საარჩევნოდ არ ჰქონდა მომზადებული.

იმავე დილით, გორში, სადგურის დასახლებაში გახსნილ უბანზე, კომისიის წევრმა მერაბ ქარუხნიშვილმა უბანზე ამომრჩეველი ისე მიიღო, არ პირადობის მოწმობა, არც მარკირება შეამოწმა. მისმა არგუმენტმა, რომ პიროვნებას კარგად იცნობდა და არ სჭირდებოდა იდენტიფიკაცია, არ გასჭრა. დამკვირვებლებმა მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვეს.

ვარიანის საარჩევნო უბანზე კი კომისიის თავმჯდომარემ იმ განცხადების შინაარსი დაიწუნა, რომელიც ორგანიზაცია ,,სამართლიანი გარემოს’’ წარმომადგენელმა, ჟანა თანდიაშვილმა დაწერა. ჟანა თანდიაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა სხვა დამკვირვებელმა, რომელმაც საკუთრივ კომისიის თავმჯდომარეს უჩივლა. ჟანა თანდიაშვილი კი ითხოვდა ბილუტენების ნახვას და საარჩევნო დოკუმენტაციის გაცნობას.

ხურვალეთის საარჩევნო უბანზე, მთელი დღის განმავლობაში, დამკვირვებლები ცდილობდნენ საარჩევნო პროცედურების დაცვის უზრუნველყოფას. კომისიის წევრებსა და დამკვირვებლებს შორის ურთიერთობა მთელი დღის განმავლობაში დაძაბული იყო, რაც დღის ბოლოს ყვირილითა და პოლიციის გამოძახებით დასრულდა.

კერძოდ, დღის საათებში, როგორც დამკვირვებლები აღნიშნავენ, უბანზე ამომრჩევლები ისე შედიოდნენ, რომ არ ხდებოდა მათი იდენტიფიკაცია. კართან მდგომი კომისიის წევრი არ სთხოვდა ამომრჩევლებს პირბადეების მოხსნას. ამის გამო, ჯერ კომისიის თავმჯდომარეს მიმართეს ვითარების გამოსწორებისკენ, შემდეგ კი საოლქო კომისიას მიმართეს.

რაც შეეხება შედეგების დათვლას, ხურვალეთის უბანზე კომისიის წევრებსა და დამკვირვებლებს შორის, ურთიერთობა მაშინაც დაიძაბა. კერძოდ, თავმჯდომარემ და მდივანმა არასწორად ჩაატარა წილისყრა. მათ წილისყრაში მონაწილეობა შეუზღუდეს პარტიების წარმომადგენლებს, რომლებსაც სურდათ მთვლელებისთვის მეთვალყურეობა გაეწიათ. ასევე, მთვლელების მეთვალყურეობაზე უარი ეთქვა დამკვირვებლებს. მეთვალყურეებად მხოლოდ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს შორის მოხდა კენჭისყრა.

ხმის დათვლის დროს, უბანზე სოფლის წარმომადგენელი, ნიკოლოზ ადიკაშვილი მივიდა. მან კომისიის წევრებს წითელი ღვინო მიუტანა და დალევა შესთავაზა. როგორც კომისიის სხვა წევრები აცხადებდნენ, ეს პრაქტიკა წლებია არსებობს, რადგან დღის ბოლოს, არჩევნების დამთავრებას ადიკაშვილის ღვინით აღნიშნავენ. ადიკაშვილი გორის მერის წარმომადგენელია შავშვების თემში, სადაც ხურვალეთიც შედის.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ირინა ყაულაშვილი წერს, კომისიის წევრებმა – ბადრი ადიკაშვილმა, რამაზ ხუროშვილმა, დავით ჯერანაშვილმა და ჯუმბერ ბოლოთაშვილმა სპირტიანი სასმელები მიიღეს. ენმ-ს წარმომადგენლის საჩივარზე კომისიის წევრებმა აგრესია გამოხატეს. უბანზე „საია“-ს წარმომადგენელი გვანცა იჩქითიც მივიდა. მან კომისიის წევრებს პროცედურების დაცვისკენ მოუწოდა, თუმცა, როგორც სხვა დამკვირვებლები წერენ ახსნა-განმარტებაში, კომისიის წევრებმა მასაც აგრესიულად დაუწყეს საუბარი. ეს დაძაბული ფონი იმით დასრულდა, რომ პოლიცია გამოიძახეს. ხურვალეთში პოლიციის შენობა საარჩევნო უბნის სიახლოვეს მდებარეობს. პოლიციის თანამშრომლებმა კომისიის წევრები ალკოტესტზე შესამოწმებლად პოლიციის შენობაში წაიყვანეს. ალკოტესტზე მათი შემოწმება თითქმის 1 საათს გაგრძელდა.

ენმ-ს წარმომადგენელი აცხადებდა, რომ არ ჭირდებოდა ალკოტესტის შემოწმებას ამდენი დრო. ის ეჭვობდა, რომ პოლიციას დრო შეგნებულად გაჰყავდა, რომ კომისიის წევრები თრობისგან გამოსულიყვნენ. დაახლოებით 1 საათის შემდეგ, კომისიის მამაკაცი წევრები უბანზე დაბრუნდნენ და განაცხადეს, რომ მათ თრობა არ დაუდგინდათ.

-----

გორისგან განსხვავებით, შედარებით ნაკლები საჩივრები კასპის, ქარელისა და ხაშურის უბნებზე დაიწერა. ქარელის ოლქში საერთოდ არც ერთი საჩივარია რეგისტრირებული.

რაც შეეხება ხაშურს, აქ სურამში დამკვირვებელმა გააპროტესტა ის ფაქტი, რომ სპეცსიაში მყოფ ამომრჩეველს ნაცლად 2 ბიულეტენისა, 3 ბიულეტენი გადასცეს.

კასპის საოლქო კომისიაში 4 საჩივარი დაიწერა. აქედან 2 საჩივარი ეკუთვნის „სამართლიან არჩევნებს“, ორი კი პარტიის „გახარია – საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს. ასე მაგალითად, მათ დააფიქსირეს, რომ სოფელ ფერმაში, რომელიც ეთნიკური აზერბაიჯანელებით არის დასახლებული, ხმის გადათვლის დროს, 6 ბიულეტენი დააკლდათ. დამკვირვებლებმა მოითხოვეს რეგისტრატორის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, მაგრამ თავმჯდომარემ გადაწყვეტილება ვერ მიიღო, რადგან ვერ გაარკვია 3 რეგისტატორიდან რომელმა დაარღვია საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული პროცედურები. ამიტომ, ამ საქმის განხილვა საოლქო კომისიას მიანდეს.

ხმის დათვლამდე, ქალაქ კასპის უბანზე კომისიის წევრმა გადასატანი ყუთის სიაში რესგიტრირებულ პირთა მაგივრად მოაწერა ხელი. ,,თვითონ მოაწერა ხელი და ისე გაგზავნა უბანზე ყუთი“, - აღნიშნავს გახარიას წარმომადგენელი.

სოფელ თელიანის საარჩევნო უბანზე გიული ბროლაძემ დამკვირვებლის საჩივარი არ გაატარა რეგისტრაციაში. კომისიის თავმჯდომარე დამკვირვებელს არწმუნებდა, რომ მისი განცხადება ,არასრულფასოვნად’’ იყო შედგენილი და არ შეიძლებოდა რეგისტრაციაში გატარება. სხვათა შორის, ეს განმარტება კომისიის თავმჯდომარემ წერილობით დააფიქსირა.

კიდევ ერთი დარღვევა არასამთავრობო ორგანიზაციებმა სოფელ აღაიანის საარჩევნო უბანზე დააფიქსირეს. რეგისტრატორის შემცვლელმა ამომრჩეველს არ მოაწერინა ხელი სიაში. ამომრჩეველმა ხმა ისე მისცა, რომ ბიულეტენი დამოწმებული იყო, თუმცა ხელმოწერა არ ჰქონდა.

ასეთია, ზოგადი ვითარების ამსახველი სურათი, რომელსაც შიდა ქართლის საარჩევნო უბნებზე ჰქონდა. თუმცა, განსაკუთრებით, თვალშისაცემი იყო უბნებთან მობილიზებული ადამიანების ჯგუფი.

მაგალითად, სოფელ სკრის დამკვირვებელმა გვაცნობა, რომ უბანთან “ქართული ოცნების” შტაბის უფროსის, თემურ ხუბულურის ვაჟი იყო მობილიზებული და ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს, რომლებიც საარჩევნო უბნისკენ მიემართებოდნენ, აშინებდა და ,,მმართველი პარტიის“ სასარგებლოდ მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა.

-----

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ალბერტ ჯონსონის განცხადებით, 2 ოქტომბრის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ხმის მიცემა წარიმართა მშვიდ და წყნარ გარემოში. თუმცა, სადამკვირვებლო მისიამ აღნიშნა ძალადობის ცალკეული შემთხვევები.

„2 ოქტომბრის არჩევნები, ზოგადად, კარგად მართული გახლდათ, მაგრამ ის გაიმართა გაწელილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე, მკვეთრი პოლარიზაციის პირობებში. კანდიდატებმა საარჩევნო კამპანიის წარმოება თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში შეძლეს, თუმცა ეს პერიოდი ხასიათდებოდა ფართოდ გავრცელებული ბრალდებებით, რომლებიც უკავშირდებოდა დაშინებას, ხმების მოსყიდვას, ზეწოლას კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე, ასევე, არათანაბარ გარემოს.

ადგილობრივ არჩევნებს გავლენა ჰქონდა ეროვნულ-პოლიტიკურ საკითხებზე და ამ ყველაფერმა გადაფარა ადგილობრივი საკითხები. მრავალფეროვანი მედიალანდშაფტი იყო მკვეთრად პოლარიზებული, ხდებოდა მცირე ანალიტიკური გაშუქება. ასევე გაშუქება იყო მიკერძოებული, რამაც მოგვიანებით შეზღუდა ამომრჩევლების შესაძლებლობა, გაეკეთებინათ ინფორმირებული არჩევანი. ასევე, დაშინება და ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები იყო შემაშფოთებელი“.

სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის თქმით, “არჩევნების დღე ჩატარდა ორგანიზებულად და გამჭვირვალედ, მიუხედავად მცირე პროცედურული გამოწვევებისა, განსაკუთრებით, ხმების დათვლის პროცესში. ბოროტად იყო გამოყენებული პარტიის წარმომადგენელი დამკვირვებლების რესურსი. კერძოდ, ეს ჯგუფები გავლენას ახდენდნენ ამომრჩევლებზე.”

ეუთო/ოდირის სადამკვრივებლო მისია ამოქმედდა 26 აგვისტოს და ქვეყანაში 4 სექტემბრიდან მუშაობდა მისიის 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი. მთლიანობაში, აღნიშნული მისიის ფარგლებში არჩევნებს 300-ზე მეტი წარმომადგენელი აკვირდებოდა.

სტატია ქვეყნდება პროექტის "გამჭვირვალე არჩევნები და მედია" ფარგლებში.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020