Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
გორში ბრიტანელი ტურისტის მკვლელობის ფაქტზე გვიან ღამით საშაურმეს თანამშრომელი დაკითხეს
წუხელ 11 ოქტომბერს გორის პოლიციამ საშაურმეს თანამშრომელი დაკითხა, რომელმაც განაცხადა, რომ ბრიტანეთის მოქალაქე, მკვლელობამდე მათთან იყო მისულიყო.

ქალს კომბინატის დასახლებაში გვიან საღამოს მიაკითხეს. ჩვენი გამოჩენის შემდეგ, ის სასწრაფოდ სამმართველოში გადაიყვანეს.

სატალევიზიო ინტერვიუში საშაურმეს თანამშრომელმა განაცხადა, რომ საღამოს საათებში, ბრიტანეთის მოქალაქე მათთან, სტალინის გამზირზე მდებარე საშაურმეში იმყოფებოდა და მობილური ტელეფონის დატენვა ითხოვა.

მოგვიანებით, ტომას კენედის რამდენიმე ახალგაზრდამ მიაკითხა და გაყოლა სთხოვა. როგორც საშაურმეს თანამშრომელი იხსენებდა, ახალგაზრდებმა ასე მიმართეს უცხოეულ ტურისტს: ,,წამოდი, ძმაო, წამოდიო''. 

შს სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მტკვრის სანაპიროზე წასვლამდე, ტურისტი და გორელი ახალგაზრდები ბარში იმყოფებოდნენ, სადაც ტომას კენედი ალკოჰოლურ სასმელებზე დაპატიჟეს.

სავარაუდოდ, კენედი საშაურმედან ბარში წაიყვანეს.



ბარში კი მათ შორის, პოლიციის ცნობით, კამათი მოხდა, შემდეგ კი გაიარეს სტალინის გამზირი და ჩავიდნენ მტკვრის სანაპიროზე. შსს-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ კენედის ფიზიკურად გაუსწორდნენ და უგონო მდგომარეობაში მტკვარში გადააგდეს.

ამ ეტაპზე უცნობია, თუ რომელ ბარში მოხდა ჩხუბი და რატომ ვერ გაიგო ამ ჩხუბის შესახებ პოლიციამ? ან როგორ გაიარეს ქალაქის ცენტრალური ქუჩა დაპირისპირებულმა მხარეებმა ისე, რომ ბრიტანეთის მოქალაქემ შველა არ ითხოვა?

11 ოქტომბერს მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ უცხოეთის მოქალაქე გაძარცვეს, ხოლო გატაცებული მობილური ტელეფონი ერთ-ერთ ლომბარდში ჩააბარეს. ეს მობილური ტელეფონი 8 ოქტომბერს ჩააბარეს.

ტომას კენედის ცხედარი 10 ოქტომბერს, სოფელ ქვახვრელში (უფლისციხესთან) მდინარემ გამორიყა. ცხედარი ერთ-ერთმა ადგილობრივმა მკვიდრმა შეამჩნია, რომელმაც ფაქტის შესახებ, პოლიციას აცნობა.




საქართველოს პროკურატურამ, ქ. გორში, დიდი ბრიტანეთის მოქალაქის, ტ.კ.-ს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის და ძარცვის ფაქტზე - გ.ბ.-ს, ზ.ფ.-ს, გ.ქ.-ს და გ.ო.-ს ბრალდება წარუდგინა, ხოლო განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი წარედგინა ვ.ო.-ს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 7 ოქტომბერს, ზ.ფ.-მ, გ.ქ.-მ, გ.ო.-მ და გ.ბ.-მ დიდი ბრიტანეთის მოქალაქის - ტ.კ.-ს გაძარცვა გადაწყვიტეს და აღნიშნული განზრახვა ვ.ო.-ს გაანდეს, რომელმაც დანაშაულში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. იმავე დღეს, ქ. გორში, რკინიგზის სადგურის მახლობლად, ღამის საათებში, გ.ბ., ზ.ფ., გ.ქ. და გ.ო., მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ძალადობით, ტ.კ.-ს მობილურ ტელეფონს და პლასტიკურ ბარათს დაეუფლნენ. ჩადენილი დანაშაულის დასაფარად, ბრალდებულებმა გონებადაკარგული ტ.კ. მდინარე მტკვარში გადააგდეს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.

მომხდარის შესახებ ზ.ფ.-მ, გ.ქ.-მ, გ.ო.-მ და გ.ბ.-მ ისევ აცნობეს ვ.ო.-ს, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად იცოდა მზადდებოდა და ჩადენილი იყო მძიმე, ასევე განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები, არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.

სამართალდამცველებმა გ.ბ., ზ.ფ., გ.ქ., გ.ო. და ვ.ო. 2021 წლის 10 ოქტომბერს დააკავეს. გ.ბ.-ს, ზ.ფ.-ს, გ.ქ.-ს და გ.ო.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარებაში მყოფისა, ჯგუფურად), ასევე, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (ძარცვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად და ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვ.ო.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 3-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020