Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
შიდა ქართლის ოთხ დიდ სოფელში შეინიშნება ეპიდვითარების გაუარესება - მინისტრი
შიდა ქართლის ოთხ დიდი სოფელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ადგილზე ტარდება.

ესენია კავთისხევი, ხიდისთავი, კარალეთი და ხელთუბანი. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, კარალეთსა და ხიდისთავში ეპიდსიტუაციის გაუარესება შეინიშნება.

"პირველ ორ სოფელში იყო ძალიან მაღალი აქტივობა და მოსახლეობის მეტი წილი ისედაც აცრილი იყო. ბოლო ორ სოფელში, არის შედარებით ნაკლები აქტივობა, შეინიშნება ამ სოფლებში ეპიდვითარების გაუარესებაც. გაიცა კონკრეტული დავალებები ვაქცინაციის მიმართულებით გააქტიურების მიზნით, თვითონ ოჯახის ექიმები მივლენ ადგილზე, მათთან ვისაც არ აქვთ გადაადგილების შესაძლებლობა, გაააქტიურებენ მოსახლეობასთან კომუნიკაციას. ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მათ იციან თავიანთი მოქალაქეების საჭიროებები და აქვთ ინფორმაცია იმათ შესახებ, ვისაც გადაააგილება უჭირს, შესაბამისად მნიშვნელოვანი არის ყველა ამ რგოლის ერთობლივი მუშაობა. ჩვენ ამ პროცესს დავაკვირდებით, ასევე გავაგრძელებთ მონიტორინგს, იმ სოფლებში, რომლებიც ვაქცინაციის მარათონში ჩაერთვებიან. იმედი მაქვს ეს ყველაფერი გამოიღებს შედეგს და საქართველო, დათქმულ ვადაზე, შეძლებს ზრდასრული მოსახლეობის დიდი ნაწილის ვაქცინაციას, რომელიც მოგვცემს საშუალებას მაქსიმალურად მოვხსნათ შეზღუდვები და მივცეთ ჩვენს პატარებს იმის საშუალება, რომ შეუფერხებლად მიიღონ განათლება ადგილზე, სკოლაში,"- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ

მარათონის ფარგლებში, სპეციალურად გამოყოფილი მოძრავი ამბულატორია, სოფლის მოსახლეობის აცრის პროცესში აქტიურად იღებს მონაწილეობას და მათ, ვისაც ვაქცინაციის ცენტრამდე მისვლა არ შეუძლიათ, სახლში ვაქცინაციის შესაძლებლობა აქვთ.

შიდა ქართლში, ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძეც იმყოფებოდა.

"სამწუხაროდ ქვეყანაში მეხუთე ტალღის ყველა მონაცემია, უარესდება სიტუაცია, დელტა შტამი გააქტიურებულია. გაუარესებული ეპიდვითარების შემაკავებელი ყველაზე ძლიერი იარაღი არის ვაქცინაცია. სწორედ ეს არის აღნიშნული მარათონის მიზანი. მე მადლობა გადავუხადე იმ მილიონ ადამიანს ვინც დღეს აცრილია და მნიშვნელოვანია, რომ სულ მცირე ამდენი ადამიანი ავიცრათ, რომ ახალი წელი გვქონდეს შედარებით მშვიდობიანი" , - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ვაქცინაციის მარათონში, პირველ ეტაპზე, 49 სოფელია ჩართული.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020