Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
გამოიცა გიორგი სოსიაშვილის წიგნი - ,,სამაჩაბლოს ისტორია''
გამოიცა გიორგი სოსიაშვილის 664-გვერდიანი მონოგრაფია „სამაჩაბლოს ისტორია. შიდა ქართლის ოკუპირებული ტერიტორიის ისტორიული რეპრეზენტაცია (დიდი ლიახვის ხეობა)“ - ქართულ და ინგლისურ ენებზე.

წიგნის შესახებ ვარშავის უნივერსიტეტის კავკასიოლოგიური კველევების მიმართულების ხელმძღვანელი; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დავით ყოლბაია წერს:
,,პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, რომელიც უკვე კარგად არის ცნობილი ჩვენს ქვეყანაში და საზღვარგარეთ, როგორც გამორჩეული მეცნიერი, საქართველოს ისტორიის მკვლევარი. მისი სამეცნიერო ინტერესები, კვლევის დიაპაზონი და ქრონოლოგიური ჩარჩოები ფართოა.

მის უკლებლივ ყველა ნაშრომში ჩანს სიახლის ძიება, მძლავრი წყაროთმცოდნეობითი და ისტორიოგრაფიული ბაზა, მომიჯნავე დისციპლინების მონაცემთა ღრმა ცოდნა. მას ახასიათებს მაღალი აკადემიზმი, სიზუსტე, მეცნიერული სიფრთხილე და თავდაჭერილობა სამეცნიერო კამათსა და დასკვნების გამოტანაში. ბოლო წლებში პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა ხელი მიჰყო სამაჩაბლოს ისტორიის, დიდი ლიახვის ხეობის - შიდა ქართლის ამ გამორჩეული კუთხის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის შესწავლას. აღნიშნული ნაშრომი მისი მრავალწლიანი სამეცნიერო კვლევის შედეგია.

ნაშრომი განკუთვნილია ქართველი და უცხოელი მკითხველისათვის. ალბათ ამიტომაა, რომ მისი ქრონოლოგიური ჩარჩო მოიცავს დიდი ლიახვის ხეობის ხანგრძლივ პერიოდს უძველესი დროიდან მოყოლებული დღევანდლამდე. ნაშრომი რვა თავისგან შედგება.

პირველი სამი ეძღვნება დიდი ლიახვის ხეობის ისტორიულ-გეოგრაფიულ მიმოხილვას, ტბელთა ფეოდალური საგვარეულოს აღწერას და მაჩაბელთა სათავადოს ისტორიას XVII-XVIII საუკუნეების ჩათვლით. მეოთხე თავში განხილულია საზღვარგარეთ არსებული ქართული სამონასტრო ცენტრები და დიდი ლიახვის ხეობა (იერუსალიმის წმ. ჯვრის, სინას წმ. ეკატერინეს, პეტრიწონის და სხვა), ადგილმდებარეობა, მოქმედების დრო და ხანგრძლივობა, საქართველოს სამეფო ხელისუფლების, სხვადასხვა ფეოდალური საგავრეულოების განსაკუთრებული ყურადღება სამონასტრო ცენტრებისადმი, რომლებიც ქართველთა მიერ დაარსებულ სულიერ კერას დიდძალ მატერიალურ ქონებას წირავდნენ.

ქართული დოკუმენტებისა და ნარატიული წყაროების საფუძველზე გამოვლინდა აქამდე უცნობი ქართული სავანეების კუთვნილი სოფლები: დირბი, თერგვისი, ხვითი, თირი, მეღვრეკისი, ერგნეთი და სხვა. შესწავლილ იქნა ან ახლებურად გაშუქდა საკვლევ თემატიკასთან დაკავშირებული მრავალი საკითხი. მათ შორის ქართული სამონასტრო თემის ურთიერთობა ქართულ ფეოდალურ საგავარეულოს წარმომადგენლებთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან და სხვა. ნაშრომში შევიდა დიდი ლიახვის ხეობის პოლიტიკური წარსული (XIII საუკუნის დასასრულიდან XVIII საუკუნის I მეოთხედის ჩათვლით).

პარალელურად აღიწერა ქართულ-ოსური ურთიერთობები და სამაჩაბლო. ამ ურთიერთობის მნიშვნელობაზე, გადაჭარბების გარეშე, უნდა აღვნიშნოთ ის ბუნდოვანი ვითარება, რომელშიც აღმოჩნდა შიდა ქართლი და სამაჩაბლო რუსეთის კოლონიური პოლიტიკის ქვეშ, ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნას. გიორგი სოსიაშვილის სამეცნიერო მიმოქცევაში შემოტანილ იქნა რამდენიმე წყარო და დოკუმენტური მასალა.

მან საქართველოს სახელმწიფო მუზეუმებსა და არქივებში მიაკვლია მასალებს, რომელიც გაანალიზებულია ნაშრომში. განხილულია ახალი ცნობები დიდი ლიახვის ხეობის სიძველებზე, ლაპიდარულ წარწერებზე. ნაშრომი დაწერილია მიუკერძოებელი სტილით, ავტორი ღიად გამოხატავს სინანულს, რომ სამაჩაბლოს კულტურული მემკვიდრეობა საოკუპაციო ძალების თუ დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან წარმოებული საინფორმაციო ომის პირობებში, გაყალბების საფრთხე ემუქრება. აღნიშნული მონოგრაფია არის ნარატივი და აღწერა, ძალიან ცოტაა შეფასებითი ელემენტები. მკითხველის გემოვნებიდან გამომდინარე, ეს შეიძლება ჩაითვალოს ნაშრომის დადებით მხარედ. სოსოიაშვილის მიერ დოკუმენტების დამუშავება დიდწილად შეესაბამება ისტორიული წყაროების ანალიზის სტანდარტებს.

წიგნი დაწერილია მაღალ სამეცნიერო დონეზე. სამწუხარო იქნებოდა, რომ ის არ ყოფილიყო თარგმნილი ქართულიდან სხვა ენებზე - განსაკუთრებით ინგლისურად. ასევე მნიშვნელოვანია მისი რუსულად თარგმნა და გამოქვეყნება ზოგიერთ რუსულ აკადემიურ გამომცემლობაში, რათა ის ხელმისაწვდომი გახდეს პოსტსაბჭოთა ქვეყნების სამეცნიერო საზოგადოებისთვის, ასევე დასავლეთ და ცენტრალური ევროპის მეცნიერებისთვის, რომლებმაც იციან რუსული. ვფიქრობთ, რომ წინამდებარე სამეცნიერო ნაშრომი თავისი შინაარსით, ფორმით, თემის აქტუალობით, კვლევის სიღრმითა და მოცულობით, მეცნიერული სიახლეებით იმსახურებს აღიარებას.'' - ციტატის დასასრული.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020