Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
სოფლები, სადაც მოსახლეობის უმრავლესობამ ზაზა გულიაშვილს უნდობლობა გამოუცხადა
ქარელის დიდ სოფლებში: აგარა, ქვემო და ზემო ხვედურეთი, ასევე, სოფელ დვანში ,,ქართული ოცნების'' კანდიდატმა არჩევნები წააგო.

ამის შესახებ ცესკოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მონაცემების მიხედვით ხდება ცნობილი.

განსაკუთრებით, აღნიშვნის ღირსია სოფლების: ზემო და ქვემო ხვედურეთის შედეგები, სადაც ზაზა გულიაშვილმა არჩევნები ორივე უბანზე წააგო.

რაც შეეხება დვანსა და აგარას, აქ გულიაშვილის წაგება მოსალოდნელი იყო, რადგან ენმ-ს ქარელის ორგანიზაციის ლიდერები ამ სოფლებიდან არიან. მაგალითად, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ნიკოლოზ ახალკაცი სოფელ დვანში არჩევნებს ყოველ წელს იგებს, ანალოგიური მდგომარეობაა აგარაში, სადაც ენმ-ს ქარელის ორგანიზაციის ლიდერი ილია ბურჯანაძე ცხოვრობს.

#5 აგარა: 246 (ნ. ახალკაცი) - 202 (ზ. გულიაშვილი)
#18 დვანი: 394 (ნ. ახალკაცი) - 302 (ზ. გულიაშვილი)
#20 ზ. ხვედურეთი: 287 (ნ. ახალკაცი) - 270 (ზ. გულიაშვილი)
#21 ქვ. ხვედურეთი: 204 (ნ. ახალკაცი) - 203 (ზ. გულიაშვილი)

რაც შეეხება ქალაქ ქარელს, აქაც გამოიკვეთა 4 უბანი, სადაც მმართველი გუნდის კანდიდატმა წააგო:

#3 ქარელი, საბავშო ბაღი: 348 (ნ. ახალკაცი) - 300 (ზ. გულიაშვილი)
# 34 მუზეუმი, ქარელი: 307 (ნ. ახალკაცი) - 306 (ზ. გულიაშვილი)
#36 სკოლა, 1-ელი ქუჩა: 259 (ნ. ახალკაცი) - 248 (ზ. გულიაშვილი)
#38 ქარელი: 164 (ნ. ახალკაცი) - 119 (ზ. გულიაშვილი)

,,ქართული ოცნების'' კანდიდატი მუნიციპალიტეტს მესამე ვადით უხელმძღვანელებს.

გულიაშვილმა მეორე ტურში 9616 ხმა მიიღო, ხოლო ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, ნიკოლოზ ახალკაცს 7334 ხმა ერგო.

ჯამში მეორე ტურში მონაწილეობა 17 419 ამომრჩეველი გამოცხადდა. 469 ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი.

პროცენტულად შედეგები ასე გამოიყურება:

ზაზა გულიაშვილი - 56.7%
ნიკოლოზ ახალკაცი - 43.3%

 

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020