Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
DRIVE Democracy – გახდი პროექტის მონაწილე!
აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EECMD) აცხადებს მონაწილეების მესამე ნაკადის მიღებას პროექტის – “რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაცით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისთვის” (DRIVE Democracy: Developing Regional Information and Voter Empowerment for Democracy) ფარგლებში. DRIVE Democracy ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) თანამშრომლობით.

პროექტით გათვალისწინებული აქტივობები ემსახურება, ამომრჩეველთა ინფორმირებასა და გაძლიერებას, არჩეული თანამდებობის პირების პოლიტიკური პასუხისმგებლობის ხარისხობრივ გაზრდასა და პოლიტიკური პარტიების პროგრამებში მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებას. პროექტი, ასევე, მიმართულია საქართველოში პოლიტიკური და დემოკრატიული კულტურის გაუმჯობესებისკენ.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?


აპლიკაციების მიღება ცხადდება თელავში, გორში, ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში აქტიური, სამოქალაქო ინიციატივებით, მოხალისეობრივი საქმიანობით, საჯარო პოლიტიკისა და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის 18 წლიდან. პროექტში მონაწილეობა უფასოა.

რას ითვალისწინებს პროექტი?

პროექტი მოიცავს ინტენსიურ ტრენინგ–კურსს, რომლის შემდეგაც მონაწილეები ჩაერთვებიან რეგიონული განვითარების საჭიროებების კვლევასა და პოლიტიკის დოკუმენტის მომზადებაში, მონაწილეობას მიიღებენ მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის ფორმატის შეხვედრებში, სამოქალაქო კონგრესსა და საგრანტო კონკურსში. ონლაინ ტრენინგები დაიწყება 2021 წლის დეკემბერში და დასრულდება აპრილში, ხოლო პროექტით გათვალისწინებული სხვა აქტივობები ეტაპობრივად, 2022 წლის მანძილზე განხორციელდება.

როგორ ხდება მონაწილეთა შერჩევა?

პროექტის მონაწილეები შეირჩევიან ონლაინ-აპლიკაციისა და გასაუბრების შედეგად. აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 2021 წლის 21 ნოემბერი.

მეტი ინფორმაციისთვის EECMD-ის და/ან პროექტის შესახებ ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.eecmd.org

ეს საქმიანობა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი მხარდაჭერით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული


აპლიკაციების მიღება ცხადდება თელავში, გორში, ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020