Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
,,გორჯი'' – ვაშლის წარმოება პანდემიისას


მიუხედავად იმისა, რომ ორი წელია მსოფლიოში პანდემია მძვინვარებს, გორის ვაშლის მწარმოებლებისთვის გორის ვაშლის მწარმოებლებისთვის მას მუშაობაში ხელი არ შეუშლია.  საწარმოში დამონტაჟებული ახალი დამხარისხებელი ხაზი და სამაცივრე მოწყობილობა იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ იქ დასაქმებულ ადამიანებს ერთმანეთთან მჭიდრო კონტაქტი არ ჰქონდეთ.

ეს დამხარისხებელი ხაზი კი, საწარმომ აშშ-ს მთავრობის განვითარების სააგენტოს - ,,უსაიდისა““ და ბაზისბანკის დახმარებით შეიძინა. საწარმოს, რომლის შესახებ, გესაუბრებით, ჰქვია - ,,გორჯი“. ,,გორჯის“ ვაშლი მთლიანად ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.

,,ამ სახელწოდებაში რამდენიმე სიტყვის თამაშია“ - გვეუბნება ზურაბ გოჯიაშვილი, რომელმაც გორის მუნიციპალიტეტში მდებარე, ფაქტობრივად, ვაშლის ყველაზე დიდი საწარმოს გასაცნობად დრო დაგვითმო. ჩვენი სტუმრობის დროს, არაერთხელ დაუკავშირდნენ ახლობლის მდგომარეობის შესახებ, რომელიც კორონავირუსით იყო დაავადებული. მიუხედავად ამისა, ვაშლის საწარმოს გაცნობის შესაძლებლობა მოგვეცა.

ზურაბ გოჯიაშვილი პროფესიით ექიმია. მან 1990-იან წლებში, პროფესიას თავი მიანება, მეგობრებთან ერთად, საქართველოში დაბრუნდა და კომერციულ საქმიანობას მიჰყო ხელი. წლების განმავლობაში, მაგთიკომში მუშაობდა. საბოლოოდ კი, სოფლის მეურნეობის სფეროში გაარძელა მუშაობა.



მან და მისმა პარტნიორებმა მიწის ნაკვეთი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კვარხეთში 2007 წელს შეიძინა. თავდაპირველად, მარცვლეული კულტურების მოყვანა გადაწყვიტეს:

,,დავთესეთ საშემოდგომო ხორბალი, 2008 წლის აგვისტოში უკვე უნდა მიგვეღო მოსავალი, მაგრამ აგვისტოში იცით, რაც მოხდა“ - ამბობს ზურაბ გოჯიაშვილი.

აგვისტოს ომის გამო, მოსავალი ვერ მიიღეს. ამავე დროს, მეგობრები მიხვდნენ, რომ მხოლოდ მარცვლეულ კულტურებზე ფიქრი დიდ რისკთან იყო დაკავშირებული:

,,იმ პერიოდში, გორში გავიცანით აგროკომის წარმომადგენელი, რომელმაც გვირჩია, რომ გვეფიქრა ბაღის გაშენებაზე. გაგვაცნო კიდეც ის მოდელი, რომლის განხორციელება მაშინ წარმოუდგენელი გვეჩვენებოდა“ - იხსენებს ზურაბ გოჯიაშვილი.

როგორც ჩვენმა მასპინძელმა აგვიხსნა, იმ წლებში, რთული იყო კრედიტის აღება, განსაკუთრებით, იმის გამო, რომ პროცენტი საკმაოდ მაღალი იყო.



,,ბაღის გაშენებაზე ფიქრი დავიწყეთ აქტიურად მაშინ, როდესაც ქვეყანაში შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა გაჩნდა. ეს იყო 2013 წელს. 2014 წელს დაემატა ახალი კომპონენტი და ეს ბაღებს შეეხო“ - აღნიშნავს ზურაბ გოჯიაშვილი.

პარტნიორებმა პროგრამის განხორციელება და ბაღის გაშენება ბაზისბანკთან ერთად დაიწყეს.

პირველ ეტაპზე, ბაღი გააშენეს არა იმ ფორმით, როგორც დღეს გამოიყურება:

,,არამედ ეს იყო ხეზე დამაგრებული ნერგები და არ იყო სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა დამონტაჟებული. თავდაპირველად, გავაშენეთ ბაღი, სხვათა შორის, ძალიან ბევრი ადამიანის რეკომენდაციის გათვალისწინებით.“ - ამბობს ბაღის მეპატრონე.

თავდაპირველად, ბაღის მფლობელები ფიქრობდნენ, რომ ნერგები გაშენებულიყო უფრო ფარტო მასშტაბით, რადგან სეტყვის შემთხვევაში, ზიანი ნაკლები ყოფილიყო:

,,თუმცა, ერთ წელს მოვიდა სეტყვა, რომელიც 12 კმ-იან ფრონტზე გაიშალა და ფაქტობრივად ხეებიც აღარ დაგვიტოვა ბაღში. ამიტომ, აუცილებელი გახდა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მონტაჟი“ - გვითხრა ზურაბ გოჯიაშვილმა.

ჩვენი მასპინძელი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი საქმიანობის განხორციელების დროს, მნიშვნელოვანია სანდო პარტნიორის მოძებნა.

,,ფაქტობრივად, წლების განმავლობაში, ჩვენი პარტნიორია ბაზისბანკი. ამ ბანკს ჯერ კიდევ მაშინ ვიყენებდი, როდესაც სოფლის მეურნეობაში არანაირ საქმიანობას ვეწეოდი, პირველი ანგარიშიც ამ ბანკში მქონდა გახსნილი“ - აღნიშნავს გოჯიაშვილი.

ამჟამად, მეპატრონეებისთვის მთავარი საზრუნავი ამ ეტაპზე მუყაოს ყუთებია, რომლის საშუალებით პროდუქტს ევროპის ბაზარზე გაიტანენ. როგორც გორჯის მფლობელი გვეუბნება, მუყაოს ყუთის წარმოება ქვეყანაში ფეხს ახლა იკიდებს, კერძოდ, ისინი ძეგვის ქარხნის წარმომადგენლებთან უკვე მოლაპარაკებებს აწარმოებენ.


Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020