Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
გივი აბალაკი – 86 წლის ფერმერი გორის მუნიციპალიტეტიდან


იმ დღით, როცა ვესტუმრეთ, ცოტა დაფიქრებული იყო. მეუღლე შეუძლოდ ჰყავდა და გონება და ფიქრი სულ მისკენ უტრიალებდა. ,,ექიმთან ჰყავთ წაყვანილი და სახლშიც ვეღარ გავჩერდი. თუმცა, იმედიანად ვარ, ყველაფერი კარგად იქნება’’ - გაგვიღიმა და მზადყოფნა გამოთქვა, რომ გარკვეულ დროს, საკუთარი განვლილი ცხოვრებისა და დღევანდელი მისი წარმატების შესახებ მოეყოლა.

,,ორჯერ ავიცერი კიდეც, არანაირი გართულება არ მქონია და არც კორონა გამკარებია, არც მე გავკარებივარ მას, რადგან არსად წავსულვარ’’ - გვითხრა მან, როცა ვკითხეთ, თუ რა გავლენა იქონია მასზე პანდემიამ:

,,ამიტომ, ისეთი განწყობით ვარ, კიდევ ბევრ საქმეს გავაკეთებ.’’ - დასძინა ჩვენმა მასპინძელმა.

86 წლის გივი აბალაკი სოფელ ბერბუკში ცხოვრობს. აქვს ფერმა, ხეხილის ბაღები, ყანები, წისქვილი. მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ წარმატებულ ფერმერად ითვლება.
იხსენებს, რომ ყამირ მიწებზე მძიმე პირობებში უწევდა მუშაობდა.

,,საკვები რომ მოჰქონდათ სამუშაო ადგილზე, არ იჭმეოდა. ბორშჩში განსაკუთრებით ბუზები იყო. ამოვკრეფდი კოვზით და გემრიელად ვჭამდი. თითქმის 20 საათი მიწევდა დღეღამეში მუშაობა. ძილის დროს, კომბაინერები ნამჯას ვწვავდით. მიწას ვათბობდით. მერე გადავფხეკავდით და ვასუფთავებდით ნამწვისგან და ახალ ნამჯას ვაგებდით. ზედ ადიელებს ვაფარებდით და ისე ვიძინებდით. ყამირ მიწებზე ღამის საათებში ისე ცივა, რომ ძნელია აიტანო ადვილად. კომბაინის ბუნკერში ვტოვებდი ხორბალს, იქ ჩავძვრებოდი და ისე მეძინა’’



,,ერთხელ, როგორც ჩანს, მიწა კარგად ვერ გადავფხიკეთ ნამწვისგან. ღამე რომ მეძინა, ვგრძნობ, რომ რაღაც მტკივა, მეწვის.. გამოვიღვიძე, ავწიე ადიელა და როგორც კი ჰაერი შევიდა, ცეცხლი მოედო გარშემო.გავაღვიძე ყველა და კინაღამ დავიწვით. მერე თავიდან გადავფხიკეთ მიწა და ხელახლა დავიძინეთ. აი, ასეთი დღეები გავატარე ყამირ მიწებზე’’ - იხსენებს გივი აბალაკი.

ბავშვობის წლები უკიდურეს გაჭირვებაში გაატარა. მამა მეორე მსოფლიო ომში დაეღუპა. დედა შვილებს გაჭირვებით ზრდიდა – საკვებიც აკლდათ და ჩასაცმელიც.

,,ჩემზე დიდი გავლენა იქონია ბიძამ, რომელიც ზრუნავდა ჩვენზე. როცა წამოვიზარდე, მერე მე ვეხმარებოდი – შევჯდებოდი ცხენზე და საქონელს გამოვურეკავდი. ასე დაიწყო სოფლის მეურნეობაში ჩემი მოღვაწეობა’’

დღეს ბევრი ადამიანი გაჭირვებაზე რომ საუბრობს, მას საერთოდ არ უკვირს:

,,როცა დაიწყებენ საუბარს გაჭირვებაზე, მეცინება; კი არ დავცინი, უბრალოდ მეცინება. გაჭირვება რა არის, არ უნახიათ. გაჭირვება ის იყო, როცა მე პატარა ვიყავი. საჭმელი არ იყო, ჩასაცმელი არ იყო… მოვყვე თუ არ მოვყვე, ისიც არ ვიცი.’’ - ამბობს გივი აბალაკი.
ჯერ კიდევ 27 წლის ასაკის იყო, კომუნიტების დროს, ქარელის სოფელ ბრეთის საბჭოთა მეურნეობა ჩააბარეს. იხსენებს, რომ ბევრი პარტიული მუშაკი მის დანიშვნას მაშინ ეჭვის თვალით უყურებდა – ჯერ ახალგაზრდააო.



,,მაგრამ, ერთ წელში დავამტკიცე, რომ მე ამ მეურნეობის ხელმძღვანელობა შემეძლო. მოსავალიც მოვიყვანე და ჯილდოებიც დავიმსახურე’’ - იხსენებს გივი აბალაკი.

მანამდე, ბერბუკის მეურნეობის მექანიკოსად მუშაობდა. სწორედ, აქედან გადაიყვანეს ბრეთის მეურნეობაში. სწორედ, ბრეთში მიღწეული წარმატების გამო, ხელისუფლების წარმომადგენლების ყურადღება მიიქცია.

,,გამოვჩნდი ხალხისა და ხელისუფლების თვალში. შედეგად ამისა, სათანადოდ შეაფასეს ჩემი შესაძლებლობა. კომკავშირში ვიმუშავე, ვიყავი რაიონის კომკავშირული ორგანიზაციის მეორე მდივანი,მერე გავხდი პირველი მდივანი, შემდეგ გავხდი პარტიის რაიკომის საორგანიზაციო განყოფილების გამგე.

,,შრომის ფასი ვიცოდი; ვიცოდი ასევე რა ჭირდებოდა საქმეს. დიდი გამოცდილება ყამირ მიწებზე მუშაობის დროს მივიღე. იქ კომბაინერიც ვიყავი, ტრაქტორისტიც ვიყავი და წელიწადში 2 ტონა ხორბალსაც მაძლევდნენ. ძალიან გვიჭირდა და ეს დიდი რამ იყო ჩვენი ოჯახისთვის’’ - ამბობს გივი აბალაკი.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, გივი აბალაკმა მეურნეობის განვითარება საკუთარ, კერძო ნაკვეთებში დაიწყო. 1992-95 წლებში, საქართველოს მესამე მოწვევის პარლამენტის წევრიც გახდა.



თუმცა, საბოლოოდ, მაინც სოფლის მეურნეობის განვითარების სექტორში დარჩა:

,,უკვე იმ წლებში ვიყავი, რომ შემეძლო საკუთარი მეურნეობა მეწარმოებინა. დავიწყე პომიდვრის მოყვანა, ბოსტნეულის მოყვანა. მომყვანიც მე ვიყავი, რეალიზატორიც… რწყვის სეზონზე წყალი ჭირდა, ღამით მიწევდა ბაღის მორწყვა. ნავთის ფარნით დავდიოდი და ისე ვრწყავდი. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ზუსტად ვსაზღვრავდი რამდენი მოსავალი უნდა მოსულიყო და შემდეგ მისი რეალიზაცია მომეხდინა. ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ ყველაფერი სწორად დამეგეგმა’ - აცხადებს გივი აბალაკი.

დღეს მას საქმიანობაში ეხმარებიან შვილები და შვილიშვილები. იმედით უყურებს მომავალს – უკვე შვილთაშვილების სახით.

,,ვაწარმოებ მარცვეულს, ხილს – ყველა სახის, ბოსტნეულს. მოჭარბებულ პროდუქციას რეალიზაცის ვუკეთებ. წელს დაგვჭირდა ახალი ტექნიკის შეძენა და ბაღში წვეთოვანი სისტემის მოწყობა. მივმართე ბაზისბანკს და ავიღე სესხი – 4 წლიანი ვადით. წელს გარკვეული რაოდენობის თანხის დაფარვა მიწევს. გამაჩნია იმის რესურსი, რომ დროულად დავფარო სავადო შენატანები. ჩვენ ფერმაში საქონელი იწველება მექანიკურად. ჩვენს რძეზე ძალიან დიდი მოთხოვნილებაა. ამ საქმეში ჩართულია შვილიშვილი და რძალი. ისინი ყოჩაღად უძღვებიან საქმეს.’’ - გვითხრა გივი აბალაკმა.

მისი მომდევნო 1 წლის გეგმა ასეთია: 11 ჰა-ის ნაცვლად, სიმინდი 6 ჰა-ზე დათესოს, წვეთოვანი სისტემა გამოიყენოს და იგივე რაოდენობის მოსავალი მოიყვანოს. ხოლო გამოთავისუფლებულ ადგილზე ქერი დათესოს.


Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020