Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
გორში პროკურორი ითხოვს იმ პირის დასჯას, რომელიც ცოლს შეურიგდა და შვილიც ეყოლათ
გორის პროკურატურის პროკურორი, ნიკა მახარაძე ითხოვს იმ პირის მკაცრად დასჯას, რომელიც ცოლს შეურიგდა და ერთად ახლადშეძენილ შვილსაც ზრდიან. ამის შესახებ სასამართლოს 2021 წლის 17 სექტემბრის განაჩენშია ცნობილი.

ბრალდების მიხედვით, მამაკაცმა 2020 წლის შემოდგომით, იმ პერიოდში, არარეგისტირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, ,,ვოთსაპის'' საშუალებით დაურეკა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ფაქტს ართულებდა ის გარემოება, რომ ქალი ორსულად იყო.

პროკურატურის მიერ შედგენილ ბრალდებაში აღნიშნულია, რომ პირი ამავე დროს იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ, რადგან 6 თვით ადრე იყო გათავისუფლებული სხვა დანაშაულის ფაქტზე.

2020 წლის ოქტომბერში, გორის სასამართლომ ბრალდებულს პირობითი მსჯავრის ყოფნის პერიოდიც დაუმატა და 2.6-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

ადვოკატმა გორის სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციებში გაასაჩივრეს, რის შედეგადაც გორის სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა. ბრალდებულს  შეეფარდა სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათით, ხოლო  – ჯარიმა 3000 ლარი.

ეს გადაწყვეტილება პროკურორომა ნიკა მახარაძემ გაასაჩივრა უზენაესს სასამართლოში, თუმცა შედეგს ვერ მიაღწია. მოსამართლეებმა მერაბ გაბანიშვილმა და სხვებმა მას განუმარტეს:

,,განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც მსჯავრდებულის, მისი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების (საქმის მასალების მიხედვით, არ ვლინდება წარსულში მისი მხრიდან დაზარალებულზე ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი და ეს იყო პირველი შემთხვევა, შერიგებულია დაზარალებულთან, რომელთან ერთადაც აგრძელებს ერთ ოჯახად ცხოვრებას, ჰყავს ახლად შეძენილი შვილი, ოჯახის ერთადერთი მარჩენალი თვითონაა) მხედველობაში მიღებით, განაჩენთა ერთობლიობით განუსაზღვრა კანონით გათვალისწინებული სასჯელი, რის გამოც მისი დამძიმების საფუძველი პალატას არ გააჩნია.'' - აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020