Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
რატომ ვერ დაიხსნა ხელისუფლებამ გენადი ბესტაევი დროულად? - პასუხები ერგნეთში
გენადი ბესტაევის ჯანმთელობის მდგომარეობა არის მძიმე, თუმცა როგორც ექიმები აცხადებენ, არის სტაბილური და იმედი აქვთ, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება.

ამის შესახებ ერგნეთში დღეს გამართულ შეხვედრაზე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, ზვიად ზვიადაძემ განაცხადა.

კითხვაზე, რატომ მოხდა შედარებით მძიმე ბრალდებით დაკავებული პირების გათავისუფლება ცხინვალის ციხიდან უფრო ადრე, ვიდრე გენადი ბესტაევის?

ამ კითხვაზე ზვიად ზვიადაძე პასუხობს, რომ მსგავსად სხვა შემთხვევებისა, ყველა ტრიბუნა იყო გამოყენებული.

,,არსებობს ზოგადად ასეთი ტენდენდიცია. უკანონოდ დაკავებული პირების გასათავისუფლებად არ არის დროის მონაკვეთი მკვეთრად განსაზღვრული'' - აღნიშნავს ირაკლი ანთაძე, სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

ზვიად ზვიადაძე კი ირწმუნება, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია ყველა პატიმარი:

,,მაგრამ სამწუხაროდ სააოკუპაციო რეჟიმმა მიიყვანა იქამდე მდგომარეობა, რა რეალობაც გვაქვს.'' - ამბობს ზვიადაძე.

ჟურნალისტებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუსვეს ასევე კითხვა იმის შესახებ, რომ სხვა პატიმრების ახლობლები აწყობდნენ აქციებს, იმუქრებოდნენ სხვადასხვა საპროტესტო გამოსვლებით, გენადი ბესტაევის შემთხვევაში კი, მსგავსი რამ არ მომხდარა:

,,ნებისმიერი საერთაშორისო ტრიბუნა იყო გამოყენებული. პასუხისმგებლობა ცალსახად ეკისრება საოკუპაციო რეჟიმს'' - თქვა ზვიად ზვიადაძემ და ჟურნალისტებთან პასუხის გაცემა აღარ ისურვა.

გენადი ბესტაევი ორი წლის წინ სოფელ ზარდიანთკარში რუსმა სამხედროებმა დააკავეს. ცხინვალის სასამართლომ 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით. ბესტაევი ზარდიანთკარში იმ სახლში ცხოვრობდა, რომლის ეზოში მავთულხლართებია გავლებული.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020