Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
მწვავე ნოემბერი - ეპიდსიტუაცია შიდა ქართლში
შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში ეპიდსიტუაცია საგრძნობლად გამწვავდა. ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების ხელმძღვანელებმა Qartli.ge-სთან ისაუბრეს.

ხაშურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ჩიქოვანის თქმით, ინფიცირება საგრძნობლად მომატებულია.

,,ინფიცირება საგრძნობლად მომატებულია ბოლო ორი-სამი კვირაა. ყოველდღიურად დაახლოებით 80-დან 100-მდე მერყეობს მათი რიცხვი. საკმაოდ ადრე დაიწყო მეხუთე ტალღა"".

ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში, ასევე, მოიმატა ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობამ.

,, რაღაც პერიოდი დაიკლო, მაგრამ ახლა ბოლო ერთი კვირაა საგრძნობლად მოიმატა. განსაკუთრებით იმ ინიციატივის მერე, რაც პრემიერმა გააჟღერა პენსიონრებთან დაკავშირებით. მოიმატა პირველადმა აცრებმა. დღევანდელი მონაცემებით ჩატარებული 100 ვაქცინაციიდან 73 არის პირველადი ვაქცინაცია.

თუმცა საერთო ჯამში, ახლა ვაქცინაციის მაჩვენებელი მუნიციპალიტეტში დაბალია იმასთან შედარებით, რაც იყო ხოლმე. მაგალითად ზაფხულის პერიოდში, როცა ფაიზერი შემოვიდა დღეში ვცრიდით ხოლმე 300 ადამიანს. თუმცა ჩინური ვაქცინითაც საკმაოდ ბევრი აიცრა. არის ხალხის კატეგორია, რომლებიც კატეგორიულად უარს აცხადებენ აცრაზე და არის კატეგორია, რომელიც მერყეობს. ჩვენ მათთან ვმუშაობთ, რომ დავარწმუნოთ აცრის საჭიროებაში. როგორც ასეთი ეპიდაფეთქება არსად არ გვაქვს, უკვე ყველა სოფელშია ინფიცირების შემთხვევები"" - ამბობს დავით ჩიქოვანი.



ეპიდსიტუაცია გამწვავდა ქარელის მუნიციპალიტეტშიც.

,,ეპიდსიტუაცია ჩვენს მუნიციპალიტეტშიც გამწვავდა. მოიმატა ტესტირების მსურველებმა და მათ შორის კოვიდდადებითმა პაციენტებმა. გუშინ 80-მდე კოვიდდადებითი გვყავდა, დღეს 40-მდე იყო. საშუალოდ ყოველდღიურად 40-50 კოვიდდადებითია ხოლმე. საერთოდ მოსახლეობა ფსიქოლოგიურად ასეა განწყობილი, მოიმატებს დადებითობის მაჩვენებელი, იმატებს აცრილთა რაოდენობაც. ვაქცინაციის მსურველებმაც მოიმატა. აქამდე თუ დღეში შეიძლებოდა გვქონოდა 10-15 აცრა. ეხლა გვაქვს 30. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებელიც არ არის საკმარისი. მოსახლეობა უნდა ითქვას , რომ ე.წ. ,,ფეიკებს"" უჯერებს და ერთმანეთს ამას გადასცემენ"" - ამბობს ქარელის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, ირინა ფარეხელაშვილი.

მისივე თქმით, მეხუთე ტალღა წინა ტალღებთან შედარებით უფრო მძიმედ მიმდინარეობს.

,,მეხუთე ტალღა უფრო მძიმედ მიმდინარეობს. მეტი ადამიანი მოიცა. ბავშვებშიც საკმაოდ ხშირია, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მსუბუქად გადააქვთ. მასწავლებლების დაახლოებით 70%-მდეა აცრილი, რასაც სხვა პროფესიის წარმომადგენლებზე ვერ ვიტყვი"" - აღნიშნავს ირინა ფარეხელაშვილი.

მდგომარეობა შედარებით სტაბილურად შეაფასა კასპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა.

,,ჩვენთან მდგომარეობა სტაბილურია. ბოლო სამი დღეა კოვიდდადებითების კლება გვაქვს. წინა ოთხ ტალღას რომ შევადაროთ, ახლა უფრო მეტი შემთხვევები გვაქვს. დაახლოებით 40-დან 70-მდე მერყეობს კოვიდდადებითების რაოდენობა. წინა კვირას ორი ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

ვაქცინაციის პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს. არის ხოლმე ადგილზე გასვლები და იქ ტარდება ხოლმე ვაქცინაცია. მაგალითად სოფლის ამბულატორიებში. მე ამ ეტაპზე კმაყოფილი ვარ ვაქცინაციის პროცესის და ვმუშაობთ, რომ კიდევ გაიზარდოს. გუშინ 80 ადამიანი აიცრა""- ამბობს ცენტრის ხელმძღვანელი, ნანა ნონიაშვილი.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020