Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
გახარიას გუნდის წევრს, რომელმაც გორის მერს რეპუტაცია ,,შეულახა'', სასამართლო სამსახურში აბრუნებს
გახარიას გუნდის წევრს გორის მერიაში დააბრუნებენ და განაცდურსაც აუნაზღურებენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება გორის სასამართლომ მიიღო. 

საქმე ეხება შესყიდვების სამსახურის უფროსის მოადგილეს, ოლეგ ხუბულურს. ის 2021 წლის ივნისში გაათავისუფლეს გორის მერის, კოტე თავზარაშვილის რეპუტაციის შელახვის გამო.

ოლეგ ხუბულურის ინტერებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ლექსო მერებაშვილი იცავს. მისი განმარტებით, მხარეები კიდევ ერთ დეტალზე დავობენ - მოხდა თუ არა ოლეგ ხუბულურის დევნა პოლიტიკური ნიშნით. ამ ეტაპზე, ამ შეფასებისგან სასამართლომ თავი შეიკავა.

გორის მერიის ადმინისტრაციის და შესყიდვების ხელმძღვანელის მოადგილე ოლეგ ხუბულური დისციპლინური წარმოების შედეგად 2021 წლის 15 ივნისს სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ოლეგ ხუბულურის განცხადებით, ამის მიზეზი მის მიერ ოპოზიციური აზრის გამოთქმა გახდა. მისი თქმით, 13 მაისს უშუალო ხელმძღვანელმა მოსთხოვა განცხადების დაწერა სამსახურიდან წასვლის შესახებ, ვინაიდან იგი მიიჩნეოდა გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატის და პარტია "საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრ გიორგი ხოჯევანიშვილის და გათავისუფლებული მერის მოადგილეების გუნდის წევრად.

იმავდროულად, ხუბულურის თქმით, ხელმძღვანელმა მას განუმარტა, რომ იგი ასრულებდა მერის დავალებას.

2012 წლის 13 და 14 მაისს, გორის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურმა აღრიცხა სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელთა სამსახურში დასწრება. აღრიცხვების პერიოდში ოლეგ ხუბულური არ იმყოფებოდა სამუშაო ადგილას. ის სამსახურში არ ყოფილა ასევე 17 მაისს.

გორის მერის ბრძანებით, ამ ფაქტზე დაიწყო დისციპლინური წარმოება. ოლეგ ხუბულურმა დაადასტურა მითითებულ დღეებში სამსახურში გამოუცხადებლობის ფაქტი. მისი თქმით, 17 მაისს ხელმძღვანელს ამის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინებით აცნობა და მიზეზები განუმარტა. თუმცა, წარმოების პროცესში დადგინდა, რომ ოლეგ ხუბულურს სამსახურში გამოუცხადებლობის შესახებ ხელმძღვანელისთვის დაუყოვნებლივ არ მიუმართავს.

დადგინდა, რომ 13, 14 და 17 მაისს სამსახურში მისი არყოფნა უშუალო უფროსთან შეთანხმებული არ იყო.

ამავე პერიოდში, გორის მერიის იურიდიულ განყოფილებაში განიხილეს ოლეგ ხუბულურის მიერ "ტვ პირველის" ეთერში გაკეთებული განცხადება. ოლეგ ხუბულურმა განმარტა, რომ მან აზრი გამოთქვა გარკვეულ პროცესებზე და ამ კომენტარში არ მოიაზრებოდა რომელიმე კონკრეტული დაწესებულება. მისი ეს სიტყვები შეფასდა, როგორც საჯარო ინტერესის და მუნიციპალიტეტის მერის რეპუტაციის შელახვა.

მერიამ დადგინდა, რომ ოლეგ ხუბულურმა დაარღვია "საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ" მთავრობის დადგენილება, სადაც წერია: "საჯარო მოხელე თავს იკავებს საჯარო კომენტარის გაკეთებისგან სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას წარმოშობილი პირადი ინტერესის მქონე საკითხებზე, რომელმაც, შესაძლოა, ზიანი მიაყენოს საჯარო დაწესებულების რეპუტაციას." ხუბულურის დისციპლინური გადაცდომები ერთობლიობაში შეფასდა, როგორც მძიმე დისციპლინური დარღვევა. საჯარო დაწესებულების რეპუტაციისა და საჯარო ინტერესის შელახვის საფუძვლით, გორის მერის 15 ივნისის ბრძანებით, ოლეგ ხუბულურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ფორმად განისაზღვრა "სამსახურიდან გათავისუფლება".

საიას შეფასებით, ადმინისტრაციული ორგანოს ეს გადაწყვეტილება კანონშეუსაბამოა. როგორც ზემოთ აღნიშნა, ოლეგ ხუბულურის კომენტარიდან არ ჩანს, რომ იგი რომელიმე კონკრეტულ დაწესებულებაზე საუბრობს. მისი ნათქვამი არის ზოგადი და შეეხება სისტემურ პრობლემას, რაც არ შეიძლება მიჩნეული იყოს, ერთი მხრივ, პირადი ინტერესის საკითხად, ხოლო მეორე მხრივ, კონკრეტული საჯარო დაწესებულების (როგორც ამას ზოგადი წესების შესაბამისი ნორმის დისპოზიცია მოითხოვს) რეპუტაციის შელახვად. ამის გათვალისწინებით, ხუბულურის ქმედება არ ექცევა დისკრედიტაციის აკრძალვის მუხლის დეფინიციის ფარგლებში. ამდენად, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ოლეგ ხუბულურის გათავისუფლება ოპოზიციურ აზრს და მის გამოხატვას უკავშირდება.

რაც შეეხება სამსახურში გამოუცხადებლობის ეპიზოდს, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მიხედვით, სამსახურიდან გათავისუფლების ერთ-ერთი სავალდებულო საფუძველი მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენაა. კანონი განსაზღვრავს პირობებს, რა დროსაც დისციპლინური გადაცდომა მიიჩნევა მძიმე დარღვევად. ოლეგ ხუბულურის მიერ სამუშაო საათების დროს სამსახურის უნებართვო დატოვება ან/და სამსახურში გამოუცხადებლობა, კანონით გათვალისწინებული პირობების მიხედვით, არ შეიძლება მძიმე გადაცდომად დაკვალიფიცირდეს. განსაკუთრებით მაშინ, თუ პირს მანამდე არ ჰქონია ჩადენილი ამგვარი ქმედება, ის ვერ გახდება მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020