Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
სააკაშვილის სიტყვა სასამართლოზე
მე უკრაინაში მეკავა ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია, უფრო მეტიც, იფსოსის გამოკითხვით ვიყავი, მთავარი პირველ ადგილზე, ვისაც ისურვებდნენ უკრაინის პრემიერმინისტრად და მეტიც, მინიმუმ ორჯერ მაქვს ნათქვამი უარი უკრაინის პრემიერმინისტრობაზე პრეზიდენტ პოროშენკოს დროს.

რაც შეეხება მატერიალურ მხარეს, არასდროს ვყოფილვარ ასე კარგად, როგორც ვიყავი უკრაინაში. სახლიც მქონდა, კარიც მაქვს, მაღალი ხელფასიც, პატივისცემაც. მთელს მსოფლიოში ვკითხულობ ლექციებს და რა თქმა უნდა ყველა ამ ლექციებში მიხდიდნენ ფულს და ამგვარად, მე ეს ყველაფერი გვერდზე გავწიე, უარი ვთქვი დროებით ყოველშემთხვევაში და ჩამოვედი საქართველოში, სადაც ზუსტად ვიცოდი, რომ შეიძლება გზაში მოვეკალი, ჩამოსვლისას მოვეკალი, როგორც მოკლეს ზვიად გამსახურდია, ან დილეგში ჩავესვი, საიდანაც ჩემი ცოცხლად გამოშვების შანსი, როგორც ყველა დავრწმუნდით, არის მინიმალური.

მე მინდა, პირველ რიგში მივესალმო გარეთ მდგომ ადამიანებს, მივესალმო საქართველოს საზოგადოებას და მე მინდა, დაგისვათ კითხვა: მე ის რამდენიმე დღე ვიარე თავისუფლად საქართველოში, მქონდა საშუალება ადამიანებთან ურთიერთობის, ტყვედ აყვანის წინ და მე ვნახე, რომ ხალხი არის ძალიან დაღვრემილი, მოღუშული, ძალიან გაუბედურებული, პრაქტიკულად არ იღიმება და მე მინდა, გითხრათ თქვენ, ჩემო საყვარელო ქართველო ხალხო, მინდა გკითხოთ, არ მოგენატრათ თქვენი ქვეყნით სიამაყის განცდა? არ მოგენატრათ განვითარების ტემპი და დრაივი? არ მოგენატრათ აღმშენებლობა? სიყვარული და სითბო? გამარჯვება და ზეიმი? და თუ მოგენატრათ, მაშინ ერთად უნდა დავასრულოთ ის, რაც ახლა ხდება.

ვერ მომეცა საშუალება, მენახა ის და მეთქვა, რომ ის იყო ჩემი ყველაზე საყვარელი და საუკეთესო მასწავლებელი, ისე მოკვდა. მისტიკაა რაღაცა, შეიძლება ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რამდენიმე დღით ადრე, სანამ გავიგე გელას გარდაცვალება, დამესიზმრა პეკინის ქუჩაზე მისი ბინა და თითქოს მისი შვილი - ირაკლი ჩარკვიანი, რომელიც ჩემი მეგობარი იყო ასევე და ერთად ვიზრდებოდით, მეუბნებოდა, გელა გასულია და ცოტა ხანში დაბრუნდებაო. რამდენიმე დღეში გავიგე მისი გარდაცვალების ამბავი. რა შუაშია ეს ყველაფერი არის ის, რომ ყოველ ღამე მესიზმრებოდა საქართველო.

ჩემი საყვარელი პრეზიდენტი რონალდ რეიგანი ამბობდა, რომ ჩვენ ვართ ერთი თაობის იქით დამოუკიდებლობის დაკარგვიდან. მინდა სამწუხაროდ ვთქვა, რომ დღეს დაგვიდგა ის დრო, როცა ეს არის ის, რაც ჩვენ თვალწინ ხდება. ეს არის ობიექტური რეალობა. მე რომ ბათუმში ვიყავი, დავდიოდი და ვხედავდი, ძალიან ბევრი რუსი დადის. რუსები სხვადასხვანაირები არსებობენ, მაგრამ რაღაც საკმაოდ უჯიშო, გაურკვეველი წარმოშობის პროვინციული რუსები, რომლებიც ყიდულობენ იმ ბინების 70%-ს, რომელიც იქ შენდება. მე დავინახე, რომ მაგალითაც ციხის მაღაზიაში ძალიან ბევრი რუსული პროდუქტი იყიდება, ელემენტარული რაღაცები, ტელევიზორში ძალიან ბევრი რუსული არხია ქართულ ენაზე ნათარგმნი, სხვათაშორის, მსგავსი არაფერი ხდება უკრაინაში, იქ ეს ყველაფერი აკრძალულია, რადგან უკრაინა რუსეთთან მეომარი ქვეყანაა, ისევე, როგორც საქართველო.

მე გავხდი საქართველოს პირველი მმართველი, ლუარსაბ მეფის შემდეგ, 400 წლის წინ იყო ეს ამბავი, რომელიც მოხვდა პატიმრობაში. ეს არის ყველაზე დიდი სირცხვილი ყველასი, ვინც ამაში მონაწილეობს. ეს არის ყველაზე დიდი დამცირება. ეს არის კლასიკური, რუსული კომბინაცია. მთელი მსოფლიო გაოგნებულია, რომ მე ამ შუშის მიღმა მოგმართავთ, იმის მაგივრად, რომ შემეძლოს ჩემს აშენებულ ქვეყანაში თქვენთან ერთად სიარული და თქვენთან ერთად მისი შემდგომი განვითარება.

მე მასამართლებენ ორ საქმეზე. ერთი საქმე ეხება გაუგონარ რამეს, პრეზიდენტის მიერ შეწყალებას ე.წ. გირგვლიანის საქმეზე, რომელიც არანაირი გირგვლიანის საქმე არ არის, ესე დაარქვეს პიარისთვის. ტრაგედია იყო გირგვლიანის სიკვდილი და ის ოფიცრები იყვნენ დაკავებულები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. მოხდა ამნისტია 280 სამხედროსი. ამნისტია კი არ მოხდა, მოხდა საპატიმრო ვადის განახევრება. იქიდან გავიდა 6 თვე და მოსამართლემ გამოუშვა ეს პირები და აქედან ერთი ეხლა მასამართლებს მის ჩადენილ საქმეზე.

ჯერ ერთი, რომ ატრიალებთ მუდმივად კადრებს 7 ნოემბრის, რომელიც ჩემთვის ძალიან მძიმედ საყურებელია, დღემდე ცუდად ვიგონებ ამას. გუშინ არ გქონდათ 20 ივნისი? და შეადარეთ დაზარალებულთა რაოდენობა 20 ივნისს და 7 ნოემბერს - ეს ერთი. გუშინ არ გქონდათ ლექსო ლაშქარავას მკვლელობა, რომელიც წაახალისა საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირმა თავისი მოწოდებით.

ამავე დროს, როცა მე ვყვები ჩვენს წარმატებებზე, მქონდა თუ არა მე შეცდომები? საკმარისზე მეტი, ბევრი ისეთი შეცდომა, რომელსაც ძალიან მწარედ ვნანობ, პირველ რიგში, ჩემი შეცდომაა ეს სასამართლო. მე კარგად მახსოვს ჩემი საუბრები ნიკა რურუასთან 2011 წელს, როცა ის მეუბნებოდა, რომ სასამართლოს თუ არ მივეცით სრული დამოუკიდებლობა და თუ ადამიანს არ ექნა განცდა, რომ ის სამართალს იპოვის იმ საქმეებში, სადაც პროკურატურის ინტერესია და დამარცხდება, ჩათვალე, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, წყალში გადაყრილია. ნიკა დღეს აღარ არის ცოცხალი, მაგრამ გეგონება, ყველაფერი ზუსტად გამოიცნო.

რა თქმა უნდა, ის შეცდომა, რომ ჩვენ ვერ შევქმენით დამოუკიდებელი სასამართლო, შეეხო ძალიან ბევრ ჩემს თანამემამულეს და ახლა მეხება მეც. ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც ეს შეეხო, ისევე, როგორც ყველა სხვა შეცდომისთვის, რომელიც უნებურად თქვენ შეგეხოთ, ბოდიშს გიხდით კიდევ ერთხელ. მაგრამ შეცდომები და გადაცდომები ერთია, დანაშაული კი მეორე.

მე ვარ მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი, მინდა ყველა ქართველმა ეს იცოდეს, საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებელი არ შეიძლება ყოფილიყო დამნაშავე, იმიტომ, რომ დამნაშავეები სახელმწიფოებს კი არ აფუძნებენ, არამედ ანგრევენ და ამის კლასიკურ მაგალითს ხედავთ ახლა თქვენ, როდესაც ბანდიტების ხელშია ჩავარდნილი საქართველო.

ჩვეულებრივად მატყუებდნენ. შემოდის ციხის საკანში ციხის უფროსი და მეუბნება, დაკმაყოფილდა თქვენი შუამდგომლობა. თქვენ გადაჰყავხართ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში. მე ვუთხარი, მითხარით, სად არის ეს კლინიკა? მან მითხრა - "თბილისში, ნუ ნერვიულობთ, კარგი კლინიკაა". მე ვუთხარი, უნდა ვიცოდე ზუსტად, რა კლინიკაა. მან მითხრა, რომ ის არის ზუსტად, რაც თქვენ გინდოდათ.

ჩავჯექი სასწრაფო დახმარების მანქანაში. მიმიყვანეს, როგორც ცნობილია, გლდანის დაწესებულებაში, სადაც პატიმრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ მე მივდიოდი, რადგან არ იყო სასწრაფო დახმარების კარი გაღებული, როგორც კი შევიდა, ატყდა ჩემი სახელის ძახება ეგრევე.

არავინ არ იცოდა, რომ იქ მივდიოდი, ყველას ეგონა, რომ გორის ჰოსპიტალში მივდიოდი. ამათ რატომღაც იცოდნენ.

შემდეგ გაიღო კარი. მე ვუთხარი, რომ არავის არ აქვს ნებართვა, ჩემი ნებართვის გადაყვანის გარეშე გადამიყვანოს სამედიცინო დაწესებულებაში. მათი პასუხი იყო, რომ არა, მაინც გადმოგიყვანთ, მათ შორის ძალიან უხეში პროვოკაციებით. ამ დროს ისმის დედის გინება, ლანძღვა. როცა მე ვუთხარი, რომ არ გადმოვალ მანქანიდან, მიმაჩნია ეს უკანონობად, ვითხოვ უკან - მეთორმეტე დაწესებულებაში დაბრუნებას, იმიტომ, რომ ჩვენი ინფორმაციით გლდანის დაწესებულება არ აკმაყოფილებდა არც ერთ მოთხოვნას, გარდა იმისა, რომ იქ იყო კრიმინალები და კრიმინალებს შეეძლოთ მორალური ტერორი. ძალით გადმომათრიეს მანქანიდან. როდესაც ვცადე ხელიდან დასხლტომა, ძალიან ბევრი მირტყეს ფეხებში, ხელებში, იყო მოხრჩობის მცდელობა და კისერში ჩარჭობა. გამხადეს ფეხსაცმელები, გამაძვრეს ზედატანსაცმელი და ნაწილი შემომახიეს. ასე შიშველი ამიყვანეს, ცემა-ტყეპით და გინებით. 

რომ არა ნინო ლომჯარიას გამბედაობა და მისი კონსილიუმის წევრების პრინციპულობა, მე დღეს აქ თქვენს წინაშე, ცოცხალი არ ვიდგებოდი, რადგან მან, პრაქტიკულად, ცენტრ "ემპათიასთან" ერთად და რაც მთავარია, ქუჩაში გამოსულ უამრავ ადამიანთან ერთად, გადაარჩინა არა მხოლოდ ჩემი სიცოცხლე, არამედ ელენე ხოშტარიას და უამრავი სხვა მოშიმშილის სიცოცხლე. ძალიან დიდი მადლობელი ვარ ნიკა მელიასი, რომელიც არ წამოეგო პროვოკაციას, რომელიც ეწყობოდა ჩემს გლდანში ყოფნასთან დაკავშირებით. ეს უნდოდა პროვოკაციის მომწყობთ, რომ, ერთი მხრივ, მე მოვეკალი და მეორე მხრივ, გაენეიტრალებინათ ყველაფერი და ძალიან დიდი მადლობა "ნაციონალურ მოძრაობას", რომელიც თავშეკავებით, მაგრამ ძალიან დიდ ბრძოლისუნარიანობას აჩვენებს.

ასე გადარჩა მთელი საზოგადოების მობილიზაციით ჩემი სიცოცხლე, განზრახ მკვლელობა ხდებოდა წამებით, არაადამიანური მოპყრობით. აღარ ვლაპარაკობ ჩემს პირადი კადრების გავრცელებაზე, მუდმივ მოწოდებაზე, რომ გამეგრძელებინა შიმშილობა, უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ შემოთავაზება, რომ მე მაქვს თვითმკვლელობის უფლება, რომ 50-ე დღეზე რატომ უნდა ვიცოცხლო, ფსონების დადება, რომ აბა, 45 დღეს იცოცხლებს თუ 49-ს, სხვადასხვა პოლიტიკოსის მიერ გაცხადებულს.

----------------------------

სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები - 2007 წლის 7 ნოემბრის, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის და საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეებზე.

მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020